6 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი
დღე შესაფერისია საქველმოქმედო საქმიანობისთვის და ამისთვის შორს წასვლა არ გჭირდებათ – სავსებით შესაძლებელია, გყავდეთ ხანშიშესული მეზობელი ან დიდი ოჯახი, რომელსაც დახმარება სჭირდება.
კურო
შესაძლებელია და აუცილებელიც რომ შესთავაზოთ თქვენი პროფესიული იდეები უფროსებს: დღეს ისინი არა მხოლოდ მოგისმენენ, არამედ დააფასებენ ყველაფერს, რასაც ამბობთ, მათ შორის ფინანსურადაც.
ტყუპი
არ უნდა დააწყოთ შურისძიების გეგმები იმ ადამიანის მიმართ, რომელიც არ მოგეპყროთ საუკეთესოდ, თუნდაც იმიტომ, რომ არც თქვენ დააკელით, ასე რომ ბარიბარში ხართ.
კირჩხიბი
დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გამოხვიდეთ თქვენი “ნიჟარიდან” და აქტიურად დაუკავშირდეთ სხვებს; მხოლოდ ამ გზით შეგიძლიათ გადალახოთ თქვენი გაუბედაობა და სიმორცხვე და დაძლიოთ სირთულეები კომუნიკაციაში.
ლომი
ვინმესთვის ზიანის მიყენება ყოველთვის კატეგორიული ტაბუა და დღეს განსაკუთრებით: წყევლამ, თქვენი აზრით, დამსახურებულიც რომ იყოს, შესაძლოა მიზანს მიაღწიოს, მაგრამ შემდეგ აუცილებლად დაგიბრუნდებათ.
ქალწული
ყველაზე გაბედულ მიზნებსაც კი სწრაფად მიაღწევთ, ამიტომ მოკრძალება არ არის საჭირო, გააქტიურდით და მოითხოვეთ მაქსიმალურად.
სასწორი
ყოველთვის მიზანშეწონილია მოექცეთ ადამიანებს ისე, როგორც თქვენ გინდათ რომ მოგექცნენ, მაგრამ დღეს ეს წესი განსაკუთრებით აქტიურად იმუშავებს, ამიტომ მაქსიმალური სიკეთე უნდა გამოიჩინოთ.
მორიელი
სანამ ვინმეს რამეს დაჰპირდებით, კარგად დაფიქრდით, გაამართლებთ თუ არა იმ იმედს, რომელსაც უგუნურად აძლევთ სხვას, თუ ოდნავი ეჭვი მაინც გაქვთ, უნდა გაჩუმდეთ.
მშვილდოსანი
მიუხედავად იმისა, რომ გაგიჭირდებათ, შეგიძლიათ დღეს რაც შეიძლება ნაკლები ისაუბროთ, შეძლებისდაგვარად გაჩუმდეთ, თორემ ნათქვამ სიტყვებს მალე ინანებთ.
თხის რქა
დღეს უაღრესად მნიშვნელოვანია ახალ ნაცნობებზე კარგი შთაბეჭდილება მოახდინოთ; მათ შორის შეიძლება იყოს ადამიანი, რომელზეც პირდაპირ იქნება დამოკიდებული თქვენი პროფესიული – და, შესაძლოა, პირადი – მომავალი.
მერწყული
ნებისმიერი აქტივობა, რომელიც მიზნად ისახავს ახალი სამუშაოს პოვნას, წარმატებას გპირდებათ: შეგიძლიათ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე და წახვიდეთ გასაუბრებაზე. მარტივად შეძლებთ გაახაროთ პოტენციური დამსაქმებლები.
თევზები
იშვიათი პროფესიონალური პროდუქტიულობის დღეა, როგორღაც მოახერხებთ იმდენი საქმის გაკეთებას, რასაც ჩვეულებრივ რამდენიმე დღე სჭირდება.