მადლობა ყველას, ვინც მოაწერა ხელი მიმართვას საქართველოს მიერ ევროპის საბჭოს “ადვოკატთა პროფესიის დაცვის შესახებ” კონვენციის რატიფიცირების თაობაზე-ირაკლი ყანდაშვილი
მორიგი ნაბიჯი — თითოეული ადვოკატის და პროფესიის გასაძლიერებლად!-ასე აფასებენ ადვოკატები “ადვოკატთა პროფესიის დაცვის შესახებ” კონვენციის საქართველოს მხრიდან რატიფიცირების პროცესის დაწყებას.
იურისტების განმარტებით, “ადვოკატთა პროფესიის დაცვის შესახებ” კონვენცია წარმოადგენს უპრეცედენტო საერთაშორისო დოკუმენტს, რომელიც მიზნად ისახავს ადვოკატთა უფლებების, პროფესიული თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის დაცვისა და განმტკიცების უზრუნველყოფას.
მათი შეფასებით, კონვენციის რატიფიცირება მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს სამართლის უზენაესობის, სამართლიანი მართლმსაჯულების, და ადვოკატთა ინსტიტუციური დამოუკიდებლობის გაძლიერებაში საქართველოში.
ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეობის კანდიდატი, ადვოკატი ირაკლი ყანდაშვილი მადლობას უხდის ადვოკატებს ვინც მიმართვას ხელი მოაწერა.
“დიდი მადლობა ყველას, ვინც მოაწერა ხელი მიმართვას საქართველოს მიერ ევროპის საბჭოს “ადვოკატთა პროფესიის დაცვის შესახებ“ კონვენციის რატიფიცირების თაობაზე.
თქვენი აქტიურობა ჩვენი პროფესიის დამოუკიდებლობისა და ღირსების დაცვის მნიშვნელოვანი ნაბიჯია.
მჯერა, რომ ერთად შევძლებთ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციისა და მთლიანად ჩვენი პროფესიის გაძლიერებას.- წერს სოციალურ ქსელში ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეობის კანდიდატი, ირაკლი ყანდაშვილი