1. Home
  2. სიახლეები
  3. პოლიტიკა
  4. სააკაშვილის ჯანმრთელობის საკითხზე პასუხისმგებელია სახელმწიფო – კარლ ჰარცელი
სააკაშვილის ჯანმრთელობის საკითხზე პასუხისმგებელია სახელმწიფო – კარლ ჰარცელი
0

სააკაშვილის ჯანმრთელობის საკითხზე პასუხისმგებელია სახელმწიფო – კარლ ჰარცელი

2.23K
0

საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი, ჟურნალისტებთან საუბრისას, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ გავრცელებულ ცნობებს გამოეხმაურა.

ელჩის განცხადებით, სააკაშვილის ჯანმრთელობის საკითხზე სრულიად პასუხისმგებელია სახელმწიფო.

“მე არ მაქვს პირველწყაროდან ინფორმაცია სააკაშვილის მდგომარეობის შესახებ და არც ექიმი ვარ, რომ შევაფასო მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, მაგრამ შეშფოთებულები ვართ, როცა ვეცნობით ანგარიშებს. მის მდგომარეობაზე პასუხისმგებელი, არის სახელმწიფო”, – თქვა კარლ ჰარცელმა.

შეგახსენებთ, 22 აპრილს სახალხო დამცველის მიერ შექმნილმა ექიმთა კონსილიუმმა მიხეილ სააკაშვილი საპატიმროში მოინახულა, 27 აპრილს კი მის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით მორიგი დასკვნა მოამზადა. დასკვნის თანახმად, მიხეილ სააკაშვილს აქვს ცილოვანი შიმშილი, რომლის მიზეზი ანორექსიაა.

დასკვნის თანახმად, მიხეილ სააკაშვილის ორგანიზმი მოიხმარს საკუთარი ორგანოების დაშლის შედეგად გამოყოფილ ცილებს. მიუხედავად იმისა, რომ ის ფორმალურად არ შიმშილობს, სწორედ კუნთოვანი მასის კლების ხარჯზე იკლებს წონაში.

მიხეილ სააკაშვილის ოჯახის წევრები მის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანას მოითხოვენ.