1. Home
  2. TOP სიახლე
  3. 5 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი
5 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

5 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

497
0

ვერძი

მოვლენებით დატვირთული და შესაძლებლობებით სავსე დღეა. მთავარია, ყურადღება მნიშვნელოვან საკითხებზე გაამახვილოთ და ყველაფრის ერთდროულად კეთება არ ეცადოთ. შესაძლოა, ყურადღების ცენტრში აღმოჩნდეთ, რაც თქვენთვის სასარგებლოდ უნდა გამოიყენოთ. გახსოვდეთ, რომ ნაჩქარევი მოქმედება შეცდომებს გამოიწვევს. შესაძლოა, საღამოს დიდი ხნის წინ დაკარგული ნივთი იპოვოთ.

რჩევა: თავდაჯერებულად იმოქმედეთ, მაგრამ დეტალებს განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ.

კურო

დღე მშვიდი და სტაბილური დღეა, განსაკუთრებული მღელვარების გარეშე. ფინანსური საკითხები სტაბილურობით გაგახარებთ. ეცადეთ, პროფესიული საქმიანობა ცოტა ხნით დაივიწყოთ და პირადი საქმეების მოგვარებაზე იზრუნოთ. მთავარია სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება არ იჩქაროთ. ნუ ეცდებით, რომ ამ დღეს საკუთარი მოვალეობები ვინმეს გადააბაროთ. საეჭვოა, რომ მათი მუშაობის შედეგი მოგეწონოთ.

რჩევა: ნუ შეგაშინებთ „კომფორტის ზონიდან“ გასვლა და ახალი გამოცდილების მიღება.

ტყუპები

აქტიური და ურთიერთობებით დატვირთული დღეა. შესაძლოა, გაიცნოთ ადამიანი, რომელიც მომავალში ძალიან დაგეხმარებათ. ყურადღება არ მოადუნოთ, თორემ შეიძლება მნიშვნელოვანი დეტალები გამოტოვოთ. თუ ამ დღეს გაზრდილი ემოციურ ფონს ვერ გაუმკლავდით, შეიძლება დაუფიქრებლად ნათქვამი სიტყვით ახლობელ ადამიანებთან ურთიერთობა გაიფუჭოთ.

რჩევა: ფრთხილად იყავით, რათა თქვენთვის მნიშვნელოვანი და ძვირფასი ნივთი არ დაკარგოთ.

კირჩხიბი~

ემოციურად დატვირთული დღეა, რომელმაც შეიძლება სიხარულიც მოიტანოს და იმედგაცრუებაც. მოულოდნელი შემთხვევა გეგმების შეცვლას გაიძულებთ. ეცადეთ, მცირე წარუმატებლობა გულთან ახლოს არ მიიტანოთ. თქვენი ცხოვრება რადიკალურად შეიცვლება, თუ ახალი შესაძლებლობებით სწორად ისარგებლებთ.

რჩევა: ეცადეთ შურიანი და არაკეთილგანწყობილი ადამიანებისგან თავი შორს დაიჭიროთ.

ლომი

აქტიური და ენერგიული დღეა. შესაძლოა, მნიშვნელოვანი ადამიანის ყურადღება მიიქციოთ და საინტერესო პროექტი ან თანამშრომლობის წინადადება მიიღოთ. ეცადეთ, საკუთარი შესაძლებლობები ობიექტურად შეაფასოთ და ისეთ საქმეს არ შეეჭიდოთ, რომელსაც ვერ გაუმკლავდებით. იზრუნეთ იმუნიტეტის გაძლიერებაზე, რათა ვირუსების შემოტევას გაუძლოთ.

რჩევა: მოერიდეთ დამატებითი პასუხისმგებლობის აღებას, რადგან გადაღლა შეიძლება ჯანმრთელობაზე უარყოფითად აისახოს.

ქალწული

დროს თუ სწორად გაანაწილებთ, ნაყოფიერი დღე იქნება. თუ გეგმას მიჰყვებით, სამსახურში მომხდარი მცირე გაუგებრობა მიზნის მიღწევაში ხელს არ შეგიშლით. ძალების არასწორად განაწილება ბევრ პრობლემას მოგიტანთ, რაც თქვენს განწყობაზეც აისახება, ამიტომ გირჩევთ, ყველა საქმე კარგად დაგეგმოთ.

რჩევა: ყურადღება მიაქციეთ დეტალებს — ეს შეცდომების თავიდან აცილებაში დაგეხმარებათ.

სასწორი

წარმატებული დღეა, განსაკუთრებით ურთიერთობებისა და მოლაპარაკებების მიმართულებით. სამსახურში თქვენ მხარდაჭერა, ხოლო თქვენს იდეებს მოწონება ელით. გირჩევთ ყველა, თუნდაც უმნიშვნელო დეტალი გადაამოწმოთ, რათა გაუგებრობებს მოერიდოთ. გამორიცხული არ არის, რომ არჩევანის გაკეთება მოგიწიოთ. თქვენს გადაწყვეტილებაზე ბევრი რამ არის დამოკიდებული.

რჩევა: ენდეთ თქვენს ინტუიციას, მაგრამ ფაქტების გადამოწმება არ დაივიწყოთ – ეს შეცდომებისგან დაგიცავთ.

მორიელი

სავარაუდოდ, ეს დღე სიურპრიზს გიმზადებთ, რომელიც სწრაფად რეაგირებას მითხოვს. მნიშვნელოვანია, პროვოკაციებს არ აჰყვეთ და ემოციები აკონტროლოთ — ასე ზედმეტ პრობლემებს თავიდან აიცილებთ. ეცადეთ, საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობაში უფრო ფრთხილად და მოზომილად იმოქმედოთ, რათა უხეში სიტყვით ან შენიშვნით ვინმე არ გაანაწყენოთ.

რჩევა: აკონტროლეთ ემოციები — სიმშვიდე გამარჯვების საწინდარია.

მშვილდოსანი

მოვლენებით მდიდარი და საინტერესო დღეა. ბევრ მშვილდოსანს მოულოდნელი მოგზაურობა, შეხვედრა ან ახალი შეთავაზება ელის. საყვარელ ადამიანებზე, როგორც არასდროს, ისე უნდა იზრუნოთ — მათ ყველაზე მძიმე წუთებში არ მიგატოვეს და დროა, მადლიერებით უპასუხოთ. გადაწყვეტილების მიღებას ნუ იჩქარებთ. უმჯობესია, რომ ყველაფერი კარგად აწონ-დაწონოთ.

რჩევა: მადლიერების გრძნობა არ დაკარგოთ. გახსოვდეთ ადამიანები, რომლებმაც რთულ დროს არ მიგატოვათ.

თხის რქა

თუ სამოქმედო გეგმას შეადგენთ და ნაბიჯ-ნაბიჯ მიჰყვებით, ნაყოფიერი დღე გელით. ხელსაყრელი დროა ფინანსური საკითხების გასარკვევად და რთული ამოცანების გადასაჭრელად. შესაძლოა, მოვლენები ისე არ განვითარდეს, როგორც გეგმავდით, მაგრამ ეცადეთ, მომხდარი რეალისტურად შეაფასოთ. თქვენი რისკი გამართლებულია, ამიტომ თამამად უნდა იმოქმედოთ.

რჩევა: ეცადეთ, ოპონენტის პოზიცია გაიგოთ და მიიღოთ — ეს ზედმეტ დავას თავიდან აგაცილებთ და კარგ განწყობას შეგინარჩუნებთ.

მერწყული

შემოქმედებითი აზროვნება და ორიგინალური მიდგომა ჩანაფიქრის განხორციელებაში დაგეხმარებათ. გირჩევთ, ყველა იდეა ჩაიწეროთ, რომელიც ამ დღეს თავში მოგივათ — შესაძლოა, ერთ-ერთი მომავალში ძალიან გამოგადგეთ და დამატებითი შემოსავალი მოგიტანოთ. ხელსაყრელი დროა სხვადასხვა მიზეზით გაწყვეტილი კავშირების აღდგენისა და შერიგებისთვის.

რჩევა: ენდეთ საკუთარ კრეატიულობას — წარმატებას სწორედ ის მოგიტანთ.

თევზები

მიზნისკენ ნელ-ნელა, მაგრამ მტკიცე ნაბიჯებით მიიწევთ. ეს რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხის მოგვარების საშუალებას მოგცემთ. შესაძლოა, ვიღაცამ სხვა ადამიანების დაპირისპირებასა და კონფლიქტებში ჩაგითრიოთ, მაგრამ ვარსკვლავების დახმარებით გამოსავალს ნებისმიერი სიტუაციიდან იპოვით. მიუხედავად იმისა, რომ მნიშვნელოვანი ხარჯები გელით, ფინანსურ საკითხებზე ნერვიულობის საფუძველი არ გაქვთ.

რჩევა: უსმინეთ საკუთარ ინტუიციას და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებას ნუ იჩქარებთ.