5 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი
ამ დღეს გეგმების შედგენის მხრივ ბადალი არ გყავთ. სამუშაო გეგმა, რემონტის თუ გართობის გეგმები – ყველაფერი შესანიშნავად გამოგდით. ჰოროსკოპის ვარსკვლავები გირჩევენ გეგმების გარდა უსაფრთხოების ზომებზეც იფიქროთ. ამ დღეს შემუშავებულმა პრევენციულმა ზომებმა შეიძლება მომავალში ცხოვრება გაგიადვილოთ.
კურო
გაძლიერებული სამართლიანობის გრძნობა უსამართლოდ დასჯილი ადამიანის მფარველობას გაიძულებთ. მშვენიერია, მაგრამ გახსოვდეთ, რომ სამართლიანი დამცველის მთავარი მისია მხარეების შერიგებაა და არა კონფლიქტის გაღვივება. გირჩევთ, დღის მეორე ნახევარში დიდი ხნის უნახავი მეგობარი მოინახულოთ.
ტყუპები
დილიდან საბრძოლველად განწყობილი ხართ! სულ ერთია, ვის და რატომ უნდა ებრძოლოთ – მთავარია, ვიღაცას თქვენი რისხვა დაატეხოთ. წარმოსახვითი თუ რეალური მტრების დანდობას არ აპირებთ, ცუდი მხოლოდ ისაა, რომ საბრძოლო განწყობას მეგობრებისა თუ ოჯახის წევრებთან ურთიერთობის დროსაც შეინარჩუნებთ, რაც შეიძლება კონფლიქტის მიზეზი გახდეს.
კირჩხიბი
ამ დღეს ნამდვილი მაქსიმალისტი ხართ! ასეთი განწყობის დამსახურებით გადაწყვეტილებების მიღება გიადვილდებათ, მაგრამ ისინი ზედმეტად ცალმხრივი და კატეგორიულია. კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად ეცადეთ, ადამიანების მიმართ მეტი თანაგრძნობა და კეთილგანწყობა გამოიჩინოთ. და რაც მთავარია – ნუ დაყოფთ სამყაროს „შავ“ და „თეთრ“ ფერებად. გახსოვდეთ, რომ სამყაროში სხვა ფერებიც არსებობს.
ლომი
ამ დღეს თავის მაქსიმალურად შეკავება უნდა შეძლოთ, რომ გარშემომყოფებს პირში არ მიახალოთ ყველაფერი, რასაც მათზე ფიქრობთ. არ არის გამორიცხული, რომ ახლობელმა ადამიანმა რაღაც საკითხზე აზრის გულწრფელად გამოხატვა გთხოვოთ. საპასუხოდ, ამ ადამიანს დაუნდობელი კრიტიკით გაანადგურებთ. ნუ იქნებით ასეთი ხისტი. ეცადეთ „ოქროს შუალედი“ იპოვოთ და კრიტიკით სავსე კასრში ცოტაოდენი სიტკბო და ალერსი გაურიოთ.
ქალწული
ნუ ეცდებით დავასა ან კონფლიქტში მომრიგებლის როლის მორგებას – საეჭვოა, ასეთ საქმეს გაუმკლავდეთ. უფრო მეტიც, იმდენად უხეში და კატეგორიული ხართ, რომ შეიძლება მომრიგებლები თავად დაგჭირდეთ. ჰოროსკოპის ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ თქვენმა თავდაჯერებულმა, თავხედურმა განცხადებებმა შეიძლება ძალიან დაგაზარალონ, ამიტომ უმჯობესია, სადავო საკითხების განხილვას მოერიდოთ.
სასწორები
ამ დღეს შეიძლება ოჯახური ტირანის როლი მოირგოთ! ყოველ შემთხვევაში, ახლობელი ადამიანების თვალში ნამდვილი ტირანი ხართ. დარწმუნებული ხართ, რომ სხვებზე კარგად იცით, რა და როდის უნდა გაკეთდეს და ცდილობთ ამაში სხვებიც დაარწმუნოთ. თუ საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობაში პრობლემები დაგროვდა, მათი გადაჭრა ზეწოლისა და იძულების გზით არ უნდა სცადოთ.
მორიელი
ეცადეთ, რომ ამ დღეს კრიტიკის ობიექტად არ იქცეთ! სულ ერთია, ეს საყვარელი ადამიანის ხუმრობანარევი შენიშვნა იქნება თუ კოლეგის ან უფროსის სამართლიანი თუ უსამართლო საყვედური. მთავარია, არ ინერვიულოთ და მით უმეტეს, არ დაკარგოთ საკუთარი თავის რწმენა! გადაწყვეტილების მიღებამდე ეცადეთ, სრულყოფილი ინფორმაცია შეკრიბოთ და ყველა მოსალოდნელი შედეგი გათვალოთ.
მშვილდოსანი
სიტუაცია თქვენგან ფინანსური საკითხების სწრაფად მოგვარებას მოითხოვს, განსაკუთრებით ის საქმეები, რომლებიც დიდი ხანია მომწიფდა და გადამწყვეტ მოქმედებას საჭიროებს. ახალი სამსახურის თუ დამატებითი შემოსავლის წყაროს ძებნა, უფროსთან ხელფასის მომატებაზე საუბარი და ა.შ. – შეგიძლიათ ნებისმიერი ასეთი საქმე ბოლომდე მიიყვანოთ. ფინანსური დამოუკიდებლობისკენ ლტოლვა დაგეხმარებათ, რომ თქვენს გზაზე ნებისმიერი დაბრკოლება გაანადგუროთ.
თხის რქა
არ გსურთ, რომ სხვების აზრს დაეთანხმოთ, სამაგიეროდ ცდილობთ, საკუთარი აზრი სხვებს თავზე მოახვიოთ. გასაკვირი არ არის, რომ ასეთი პოზიცია მუდმივად კონფლიქტისკენ გიბიძგებთ, თუმცა, ამ საკითხს ფილოსოფიურად უყურებთ – თუ ვინმე არ გეთანხმებათ, ეს მათი პრობლემაა და არა თქვენი.
მერწყული
ამ დღეს ნებისმიერი წვრილმანი გაღიზიანებთ. თქვენ ირგვლივ ბევრი გაუგებრობა დაგროვდა და რაღაც მომენტში შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ სიტუაციაზე კონტროლი დაკარგეთ და თქვენს ძალისხმევაზე არაფერია დამოკიდებული. ჰოროსკოპის ვარსკვლავები გირჩევენ, მოდუნდეთ და დაისვენოთ – თუ სიტუაციას ვერ ცვლით, მაშინ მასთან მორგება და შეგუება უნდა სცადოთ.
თევზები
ამ დღემ რომ ინციდენტის გარეშე ჩაიაროს, განსაკუთრებული მოქნილობა და დიპლომატია გმართებთ, თუმცა ყველაფერი პირიქითაა – გაძლიერებული სამართლიანობის გრძნობა გაიძულებთ, რომ ყველგან დამნაშავეები დაინახოთ. ვარსკვლავები გირჩევენ, წარმოსახვით მტრებთან ბრძოლის ნაცვლად, მოთმინება გამოიჩინოთ. არც იუმორის გრძნობა დაივიწყოთ – ის კონფლიქტებისგან გიხსნით.