1. Home
  2. TOP სიახლე
  3. 5 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი
5 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

5 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

1.18K
0

ვერძი

დღის დასაწყისი წარმატებული და ნაყოფიერია. სამომავლოდ არაფერი გადადოთ, რადგან პოზიტიური ტენდენციების გავლენა თანდათან შემცირდება და თქვენს გზაზე სულ უფრო მეტი დაბრკოლება გაჩნდება. ეს დრო ხელსაყრელია მოლაპარაკებებისა და საბუთების გაფორმებისთვის. შესაძლოა, ამ დღეს რაიმე ღირებული ინფორმაცია ვერ მიიღოთ, მაგრამ ფიქრისა და განსჯისთვის ახალი თემები აუცილებლად გამოჩნდება.

კურო

ფრთხილად იყავით. ენერგიული, პრინციპული და რისკის მოყვარული ადამიანი ხართ, მაგრამ ყოველთვის არ ფიქრობთ იმაზე, თუ რა შედეგები მოჰყვება თქვენს ქმედებებს.
ეცადეთ, გვერდით გყავდეთ ადამიანი, რომელიც შეცდომებისა და დაუფიქრებელი ქმედებებისგან დაგიცავთ. ახალ ინფორმაციას სწრაფად ითვისებთ. შეგიძლიათ, შეაგროვოთ ინფორმაცია, რომელიც მოგვიანებით გამოგადგებათ.
დღის მეორე ნახევარში ახლობელი ადამიანები მნიშვნელოვან ამბებს გაგიზიარებენ. შესაძლოა, მიიღოთ შეთავაზება, რომელზედაც უარს ვერ იტყვით.

ტყუპები

ამ დღეს მცირე გაუგებრობა და უსიამოვნო ინციდენტი გელით, თუმცა ზოგადად, ურიგო დღე არაა. საკუთარ გეგმებზე უარი არ უნდა თქვათ, თუნდაც ახლა მათი ასრულება შეუძლებელი გეჩვენებოდეთ.
მიზნის მიღწევამდე მნიშვნელოვანია, პირველი ნაბიჯი გადადგათ და ეს დღეს უნდა გააკეთოთ. დღის მეორე ნახევარში შესაძლებლობა გექნებათ, რომ ფინანსური საკითხები მოაგვაროთ და გარიგებები დადოთ, რომლებიც მალე მოგებას მოგიტანთ. გამორიცხული არ არის, რომ შემოსავლის ახალი წყარო იპოვოთ.

კირჩხიბი

ამ დღეს საქმეზე ყურადღების გამახვილება გიჭირთ, უმცირესი დაბრკოლების წინაშე ფარ-ხმალს ყრით და ცდილობთ, სამუშაო სამომავლოდ გადადოთ.
ეცადეთ, გვერდით გყავდეთ ადამიანი, რომელიც მხარს დაგიჭერთ და პოზიტიურ განწყობას დაგიბრუნებთ. ხელსაყრელი დღეა საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობისთვის.
რომანტიკული პაემანი, რომელსაც დღეს მოაწყობთ, ძალიან დიდხანს არ დაგავიწყდებათ.

ლომი

ეს დღე იღბლიანი მოვლენებით და კარგი ამბებით გაგახარებთ. შანსი გექნებათ, რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი მოაგვაროთ, რომელიც თქვენ და თქვენს ახლობლებს აწუხებთ.
კითხვაზე, რომელიც დიდი ხანია გაწუხებთ, ბოლოს და ბოლოს, პასუხს მიიღებთ. ახლა შეგიძლიათ მიზნისკენ უშიშრად იაროთ და უსიამოვნო სიურპრიზების არ შეგეშინდეთ. მეგობრებთან და თანამოაზრეებთან შეხვედრები განწყობას აგიმაღლებთ. დღის მეორე ნახევარში ძველი მეგობრები რჩევები ძალიან დაგეხმარებათ.

ქალწული

ხელსაყრელი დღეა ურთიერთობისთვის. ამ დღეს იმ ადამიანსაც კი გაუგებთ, ვისიც არასოდეს გესმოდათ. ვიღაც თამამი გეგმის განხორციელებაში დაგეხმარებათ და ეს შეიძლება ნამდვილი მეგობრობის დასაწყისი იყოს.
დღის მეორე ნახევარში საშუალება გექნებათ, მოაგვაროთ საკითხი, რომელიც მნიშვნელოვანია არა მარტო თქვენთვის, არამედ თქვენი საყვარელი ადამიანებისთვისაც. ფულთან დაკავშირებით სასიხარულო სიახლე გელით.

სასწორი

თუ იღბლის და დახმარების იმედად არ იქნებით და თავად იმოქმედებთ, ამ დღეს უამრავი საქმის გაკეთებას შეძლებთ. შესაძლებლობა გექნებათ, რომ ადრე დაშვებული შეცდომები გამოასწოროთ და ძველ, მტკივნეულ პრობლემას გაუმკლავდეთ. დროა უსარგებო ნივთებისგან და დრომოჭმული აზრებისგან გათავისუფლდეთ, რაც წინსვლაში ხელს გიშლით. საყვარელი ადამიანები დახმარებას შემოგთავაზებენ და მათთან ერთად საქმეს სწრაფად გაუმკლავდებით.

მორიელი

ამ დღეს ლიდერის ისეთ თვისებებს გამოავლენთ, რომ გარშემო მყოფთა ყურადღებას მიიქცევთ. თქვენ შეგიძლიათ საერთო იდეის გარშემო სრულიად განსხვავებული ადამიანები გააერთიანოთ. ადამიანი, რომელსაც ამ დღეს გაიცნობთ, მომავალში ძალიან გამოგადგებათ. მოსალოდნელია რომანტიკული თავგადასავალი, მაგრამ ეცადეთ, საღი აზრი შეინარჩუნოთ – ეს თქვენც და თქვენს ურთიერთობასაც სარგებელს მოგიტანთ.

მშვილდოსანი

ხელსაყრელი დღეა მნიშვნელოვანი საკითხების მოსაგვარებლად. თუ არ იზარმაცებთ, შეძლებთ წარმატებას მიაღწიოთ ისეთ საკითხში, რომელსაც უამრავი დრო დაუთმეთ. ამ დღეს კომერციული საქმიანობისგან შორს მყოფ ადამიანებსაც კი მოგებიანი გარიგებების დადების შანსი ექნებათ. ძველმა ნაცნობებმა შეიძლება თავი შეგახსენოთ. საშუალება გექნებათ, რომ ძველი კავშირები აღადგინოთ და მშვიდობა დაამყაროთ მათთან, ვისთანაც დაპირისპირებული იყავით.

თხის რქა

უსმინეთ საკუთარ ინტუიციას – მისი მინიშნებები დღეს განსაკუთრებით გამოგადგებათ. შესაძლოა, საჭირო ინფორმაციის დროულად მიღება ვერ შეძლოთ, მაგრამ მთავარია, სიმშვიდე შეინარჩუნოთ.
დღის მეორე ნახევარში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საგნების რეალისტური ხედვა. ღრუბლებიდან მიწაზე დაეშვით და ილუზიებს ნუ ქმნით – ამან შეიძლება გეგმების განხორციელებაში ხელი შეგიშალოთ.

მერწყული

ამ დღეს საკმარისია, რაღაც გაიფიქროთ, რომ მისი განხორციელების შანსი მოგეცემათ. გამორიცხული არ არის იღბლიანი დამთხვევები. ძველ მეგობრებთან შეხვედრისას სასიხარულო სიახლეებს შეიტყობთ, რომელთა შესახებ აქამდე არაფერი იცოდით.
დღის მეორე ნახევარი ხელსაყრელია ინფორმაციის შეგროვებისა და ანალიზისთვის. თქვენ ყოველთვის იცით, რა არის მნიშვნელოვანი და რა არა და შეგიძლიათ, უიმედო საქმე თქვენთვის სასარგებლოდ შემოაბრუნოთ.

თევზები

იმოქმედეთ – ამ დღეს ბევრი რამ დამოკიდებულია იმაზე, რამდენად მიზანდასახული ხართ და რისი გაკეთება შეგიძლიათ მიზნის მისაღწევად. საკუთარ თავში იპოვით ძალას, რომ გააკეთოთ ის, რაც ადრე თითქმის შეუძლებელი ჩანდა. ახლა მნიშვნელოვანია, თავიდან აიცილოთ სერიოზული კონფლიქტი და არ დაუშვათ ძველი პრობლემების დაბრუნება.