
4 ოქტომბერს, თბილისში განვითარებულ დანაშაულებრივ მოვლენებთან დაკავშირებით კიდევ 12 პირი დააკავეს – შსს
146
0
“გამოძიების ფარგლებში ინტენსიურ რეჟიმში ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა კიდევ 12 პირი დააკავეს”, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ რამდენიმე წუთის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, საქმეზე ჯამში 35 პირია დაკავებული.
“ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში აქტიურად გრძელდება გამოძიება 4 ოქტომბერს თბილისში განვითარებულ დანაშაულებრივ მოვლენებთან დაკავშირებით.
გამოძიების ფარგლებში ინტენსიურ რეჟიმში ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა კიდევ 12 პირი დააკავეს”, – განაცხადა დარახველიძემ.