1. Home
  2. TOP სიახლე
  3. ,,4 ოქტომბერს ჩვენ გვქონდა ყველა შენობა გამაგრებული, მათ შორის პრეზიდენტის სასახლეც”- პრემიერი
,,4 ოქტომბერს ჩვენ გვქონდა ყველა შენობა გამაგრებული, მათ შორის პრეზიდენტის სასახლეც”- პრემიერი

,,4 ოქტომბერს ჩვენ გვქონდა ყველა შენობა გამაგრებული, მათ შორის პრეზიდენტის სასახლეც”- პრემიერი

167
0

4 ოქტომბერს ჩვენ გვქონდა ყველა შენობა გამაგრებული, მათ შორის პრეზიდენტის სასახლეც, როგორც კი გადავიდნენ ძალადობაზე, მყისიერად ჩაერთო სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური და წუთებში ჩაერთო უკვე სპეცრაზმი, რომელმაც გაამაგრა დაცვის სამსახური და წარმატებით მოიგერია შტურმი პრეზიდენტის ადმინისტრაციაზე, ეს არის ფაქტები, –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პირველ არხთან ინტერვიუში განაცხადა.

 

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, ჩაატაროს მარტივი საგამოძიებო ექსპერიმენტი – მივიდნენ მსგავსი ზომის რკინის ჭიშკართან თუ ღობესთან და ნახონ, რომ იგივე ძალის გამოყენებით ნებისმიერი ასეთი ღობე მოირღვევა. 

 

„ჩვენ გვქონდა ყველა შენობა გამაგრებული, მათ შორის პრეზიდენტის სასახლეც და ნახეთ როგორც კი მიადგნენ ჭიშკარს, როგორც კი გადავიდნენ ძალადობაზე, როგორც კი მოარღვიეს ჭიშკარი, მაშინვე ჯერ მყისიერად ჩაერთო სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური და წუთებში ჩაერთო უკვე სპეცრაზმი, რომელმაც გაამაგრა დაცვის სამსახური და წარმატებით მოიგერია შტურმი პრეზიდენტის ადმინისტრაციაზე. ეს არის ფაქტები. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, ჩაატაროს მარტივი საგამოძიებო ექსპერიმენტი. მსგავსი ზომის რკინის ჭიშკართან თუ ღობესთან. შეუძლიათ, მივიდნენ, იგივე ძალის გამოყენებით მოირღვევა თუ არა ნებისმიერი ასეთი ღობე. რა თქმა უნდა, მოირღვევა, დანარჩენი უკვე არის სასოწარკვეთილი ადამიანების საუბარი. 

 

სალომე ზურაბიშვილის მიერ გავრცელებულ ფოტოზე რაც ჩანს, ყველას ახსოვს ის აქცია დეკემბერში, იქ არავინ არ ეჯაჯგურებოდა ღობეს. ამიტომ, როდესაც ერთ რამეს მეორე რამეს ადარებ, შესადარებელი უნდა იყოს. სალომე ზურაბიშვილის მდგომარეობა გასაგებია, ის იყო გამზადებული, როდესაც შეიჭრებოდა იქ მოძალადეთა ერთობლიობა, ისიც გამზადებული იყო შესასვლელად. ამიტომ, მას უწევს თავის მართლება”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.