4 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი
სავარაუდოდ, შექმნილი მდგომარეობა თქვენგან პროფესიული უნარების გაუმჯობესებას მოითხოვს. ეცადეთ, რაც შეიძლება მეტი ახალი ინფორმაცია მიიღოთ და პროფესიონალ ადამიანებთან კონსულტაცია გაიაროთ. რთულ სიტუაციაში იმის ნაცვლად, რომ საკუთარი სიმართლე ამტკიცოთ, ჯობია, დინებას მიჰყვეთ და ახალ შესაძლებლობებს დაელოდოთ. ამ დღეს საკუთარი გეგმების შესახებ არავის უამბოთ, რადგან ვიღაც თქვენი იდეების მითვისებას ეცდება.
კურო
ეს დღე ცვლილებებისა და ექსპერიმენტებისთვის ხელსაყრელია. არ დანებდეთ. ადრე თუ გვიან, თქვენი სიმტკიცე და და მოთმინება სასურველ შედეგებამდე მიგიყვანთ. გახსოვდეთ, რომ ორი კურდღლის მადევარი ვერცერთს ვერ დაიჭერს, ამიტომ შეწყვიტეთ ბევრი საქმის ერთდროულად კეთება და ყურადღება ყველაზე მნიშვნელოვანზე გადაიტანეთ.
ტყუპები
ენერგიით სავსე ხართ, ამიტომ ძველი და მოსაწყენი საქმის დასრულებას შეძლებთ, რომელსაც გამუდმებით სამომავლოდ ინახავდით. ნუ ეძებთ პასუხებს თქვენთვის მნიშვნელოვან კითხვებზე – სიმართლე ისედაც გაირკვევა და მალე სულიერ სიმშვიდეს მოიპოვებთ. ერიდეთ მანიპულატორებს, რომლებიც თქვენს გამოყენებას ცდილობენ. მეტი იაქტიურეთ, რათა ხელსაყრელი შესაძლებლობა ხელიდან არ გაუშვათ.
კირჩხიბი
მთელი ყურადღება ფინანსურად მოგებიან საკითხებზე გადაიტანეთ, რომლებიც რეალურ შემოსავალს მოგიტანთ. ვარსკვლავები ამბობენ, რომ დღეს იმაზე მეტის მიღებას შეძლებთ, ვიდრე ელოდით. აკონტროლეთ თქვენი სიტყვები, რათა საქმიან პარტნიორებთან ურთიერთობა არ გააფუჭოთ. დროა, ბოდიში მოუხადოთ და ურთიერთობა აღადგინოთ ადამიანთან, ვისაც სულელური მიზეზის გამო დიდი ხნის წინ დასცილდით.
ლომი
მშვენიერი დღეა ურთიერთობებისა და საქმიანი მოლაპარაკებებისთვის. თანდაყოლილი პიროვნული ხიბლი დაგეხმარებათ, რომ საჭირო ადამიანების კეთილგანწყობა მოიპოვოთ. ამ დღეს შეგიძლიათ ყველაზე რთულ ამოცანებს გაუმკლავდეთ, ამიტომ ძვირფასი დრო უსარგებლო საუბრებზე არ უნდა დაკარგოთ. შეიძლება ზოგიერთ საკითხში გასარკვევად ძველი კავშირების ან ურთიერთობების აღდგენა მოგიწიოთ.
ქალწული
ამ დღეს მიიღებთ პასუხს ძალიან მნიშვნელოვან კითხვაზე, რომელიც დიდი ხანია, გაწუხებთ. აღმოაჩენთ, რომ ის, ვინც ადრე თქვენს გაღიზიანებას იწვევდა, ძალიან საინტერესო და სასიამოვნო ადამიანია. 4 მარტი შესანიშნავი დღეა ძველი შეცდომების გამოსწორების და შესრულებული სამუშაოს შესამოწმებლად. ნაყოფიერად მუშაობაში ვიღაც ან რაღაც ხელს გიშლით. იფიქრეთ იმაზე, ეს წინააღმდეგობა როგორ დაძლიოთ და მიზანს მიაღწიოთ.
სასწორი
მოემზადეთ რთული და დაძაბული დღისთვის. რატომღაც თქვენი რჩევა და დახმარება ყველას ერთდროულად დასჭირდება და მთელი დღე მოვლენების ცენტრში იტრიალებთ. ეცადეთ, არ გადაიღალოთ, რომ ჯანმრთელობა არ დაიზიანოთ. უსმინეთ საკუთარ სხეულს და პრობლემების დროს, თვითმკურნალობის ნაცვლად, ექიმს მიმართეთ.
მორიელი
დილიდან სიზარმაცესა და აპათიასთან ბრძოლა მოგიწევთ, რომელიც თქვენი გამარჯვებით დასრულდება. ამ დღეს კამათი და დაპირისპირება დიდ კონფლიქტს გამოიწვევს, ამიტომ დაძაბულ სიტუაციებს ერიდეთ და ნაკლები ილაპარაკეთ. თანამოსაუბრესთან გულწრფელობისგან თავის შეკავება ჯობს, რომ ვიღაცამ თქვენი ნათქვამი თქვენს წინააღმდეგ არ გამოიყენოს.
მშვილდოსანი
ეცადეთ, ეს დღე სასიამოვნოდ დაიწყოთ. მაგალითად, საკუთარ თავს საჩუქარი გაუკეთოთ ან პატარა წვეულება მოუწყოთ. კარგი განწყობა მიმდინარე საკითხების ეფექტურად გადაჭრასა და მიზნების მიღწევაში დაგეხმარებათ. პირად ცხოვრებაში ყველაფერი მშვენივრადაა, თუმცა პარტნიორებთან და კონკურენტებთან მთელი დღის განმავლობაში სადავო საკითხების მოგვარება მოგიწევთ.
თხის რქა
მოწესრიგებული სამუშაო მაგიდა და კარგად შედგენილი განრიგი სასურველი შედეგის მიღწევაში დაგეხმარებათ,, ამიტომ სახლის დალაგებას და გეგმის შედგენას მეტი დრო უნდა დაუთმოთ. ნუ ცდილობთ საკუთარ პრობლემებში სხვები დაადანაშაულოთ. სიმშვიდე შეინარჩუნეთ და ეცადეთ, გარშემო მყოფების მიმართ უფრო თავაზიანი იყოთ.
მერწყული
იფიქრეთ იმაზე, შექმნილი ვითარება თქვენს სასარგებლოდ როგორ გამოიყენოთ. ფრთხილად იყავით – თქვენი გარემოცვიდან ვიღაც თქვენით მანიპულირებს ან ჭორებს გივრცელებთ. საქმიანი მოლაპარაკებები თქვენთვის სასურველი სცენარით განვითარდება, მაგრამ ყველა დაპირებას, რომელსაც დღეს მოისმენთ, არ უნდა დაუჯეროთ.
თევზები
ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ამ დღეს მხოლოდ საკუთარ ძალებს დაეყრდნოთ და სხვების იმედი არ გქონდეთ. სავარაუდოდ, ვიღაც თქვენთვის მოცემულ პირობას არ შეასრულებს და ყველაფრის გაკეთება თავად მოგიწევთ. დღის მეორე ნახევარში შეიძლება მნიშვნელოვანი სიახლე მიიღოთ, რომელიც თქვენს ცხოვრებაზე გავლენას მოახდენს.