1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “სააკაშვილი თუ შემოიპარა და რაღაც უნდოდა, ვაჟკაცურად მაინც მოიხადოს სასჯელი”- ირაკლი ქადაგიშვილი
“სააკაშვილი თუ შემოიპარა და რაღაც უნდოდა, ვაჟკაცურად მაინც მოიხადოს სასჯელი”- ირაკლი ქადაგიშვილი

“სააკაშვილი თუ შემოიპარა და რაღაც უნდოდა, ვაჟკაცურად მაინც მოიხადოს სასჯელი”- ირაკლი ქადაგიშვილი

154
0

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, სააკაშვილის საკითხი უნდა გადაწყვიტოს სასამართლომ ობიექტური დასკვნების საფუძველზე, კანონთან შესაბამისობით.

 

ქადაგიშვილის თქმით, სხვა ყველანაირი ქმედება არის დაინტერესებული ადამიანების პოზიციის გამოხატვა.

 

„ამ ისტორიაში ყველაზე მძიმე ისაა, რომ საქართველოს უტიფრად აბრალებენ, სახელმწიფო ადამიანს ციხეში წამლავსო. ამის გაკეთებას არ ერიდებიან და მზად არიან, საქართველოს თავი მოჭრან, ოღონდ თავიანთ მერკანტილურ მიზნებს მიაღწიონ. ასეთი პოლიტიკა ამორალურია – თუ ქვეყანაში შემოიპარა და რაღაც უნდოდა, ვაჟკაცურად მაინც მოიხადოს სასჯელი, რაც ეკუთვნის. თავისი შიშების გამო ამ ქვეყანას ნუ ანგრევს და აზიანებს“, – აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.