1. Home
  2. TOP სიახლე
  3. 30 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
30 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

30 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

3.19K
0

ვერძი

ამ დღეს წინა პლანზე პირადი ურთიერთობები დგას. სულ ერთია, ეს ოჯახის წევრებთან ურთიერთობა იქნება, საყვარელ ადამიანთან თუ მეგობრებთან – ის დადებითი ემოციებით აგავსებთ. გათავისუფლდით ყველაფრისგან, რამაც თქვენს თვალში ფასი დაკარგა. მოერიდეთ გულწრფელობას ადამიანთან, რომელსაც თქვენი აშკარად შურს.

კურო

დღის პირველ ნახევარში შესაძლოა ოჯახში მოულოდნელი პრობლემა შეიქმნას, თუმცა მას ცივი გონებით მალევე მოაგვარებთ. თუ ვინმე ბიზნესპროექტში ჩართვას გთავაზობთ და ოქროს მთებს გპირდებათ, ჯობს უარი უთხრათ. ვიღაც თქვენს მოტყუებას ეცდება, ამიტომ ყველა ინფორმაციას სიფრთხილით უნდა მოეკიდოთ. მალე დასრულდება ურთიერთობა, რომელმაც დიდი ხანია, თავი მოგაბეზრათ.

ტყუპები

ხელსაყრელი დღეა შეხვედრების, ურთიერთობებისა და მოგზაურობისთვის. თქვენი ოპტიმიზმი და პოზიტიური განწყობა გავლენიან ადამიანებს მიიზიდავს და შესაძლოა, თანამშრომლობის საინტერესო შეთავაზება მიიღოთ. მოახლოებული დღესასწაული ახალ ემოციებს და შთაბეჭდილებებს გპირდებათ. მარტოხელა ტყუპებს საინტერესო ნაცნობობა ელით, რომელიც შეიძლება სიყვარულში გადაიზარდოს.

კირჩხიბი

დილიდან უხასიათოდ ხართ და ცდილობთ ნაკლბად იაქტიუროთ, მაგრამ საყიდლებზე წასვლა და საახალწლოდ მორთული ქუჩები განწყობას აგიმაღლებთ. საყვარელი ადამიანებისთვის საჩუქრებს რომ აარჩევთ, არც საკუთარი თავი დაგავიწყდეთ და თქვენთვისაც რამე შეიძინეთ. ვარსკვლავები მნიშვნელოვან შეხვედრას გპირდებიან, რომელიც მომავალზე გავლენას მოახდენს და თქვენს ცხოვრებას შეცვლის.

ლომი

დროა საკუთარ თავზე იზრუნოთ. ნუ დაემსგავსებით ადამიანს, რომელმაც სადღესასწაულოდ სახლი ლამაზად მორთო და სუფრა გააწყო, თავის მოწესრიგება კი დაავიწყდა. პარტნიორთან ურთიერთობაში მოსალოდნელია ცვლილებები და სიახლეები, თუმცა ყველა არ გაგახარებთ. შეიძლება გაიგოთ, რომ მან რაღაც დაგიმალათ ან მოგატყუათ. აპატიებთ თუ არა, თქვენნი გადასაწყვეტია, თუმცა ამას არასდროს დაივიწყებთ.

ქალწული

თუ შესაძლებელია, საოჯახო საქმეებით ნუ გადაიღლებით და ეს დღე მშვიდად გაატარეთ. თუ ვინმე დაპირებას არ შეგისრულებთ, ეცადეთ მომხდარზე არ ინერვიულოთ. თქვენი პიროვნული ხიბლი დაგეხმარებათ, რომ მიზანს სწრაფად და მარტივად მიაღწიოთ. გირჩევთ ოჯახის უფროსი წევრების ჯანმრთელობას მეტი ყურადღება მიაქციოთ.

სასწორი

სავარაუდოდ, მიიღებთ ინფორმაციას, რომელიც მოგვიანებით არასწორი აღმოჩნდება. ჭორებს ნუ მოუსმენთ – განსაკუთრებით, თუ ისინი თქვენს ახლობელ ადამიანებს ეხება. კარგად გაიაზრეთ ის რჩევები თუ რეკომენდაციები, რომლებიც ამ დღეებში მიიღეთ – ისინი პრობლემებთან გამკლავებაში დაგეხმარებათ. გირჩევთ, ამ დღეს მანქანით შორ გზაზე წასვლა არ დაგეგმოთ.

მორიელი

ამ დღეს მაღაზიაში მეტი სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ და საფულეს ხელი არ გაუშვათ. ამასთანავე, გირჩევთ, ფული ეკონომიურად ხარჯოთ, რადგან დღესასწაულისთვის გამოყოფილი თანხა შეიძლება საკმარისი არ იყოს. ყურადღება მიაქციეთ მშობლებს და მოულოდნელი ვიზიტით გაახარეთ.

მშვილდოსანი

ნუ აიძულებ საკუთარ თავს, აკეთოთ ის, რაც არ გსურთ. სასარგებლო კავშირების დამყარებას და საკუთარ სიმართლეში თანამოსაუბრეების დარწმუნებას ადვილად შეძლებთ. სანამ მოქმედებას დაიწყებთ, ყველაფერი მცირე დეტალებამდე უნდა გაიაზროთ, რისკები და მოსალოდნელი სარგებელი შეაფასოთ. ურთიერთობებში მეტი სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ, განსაკუთრებით – უცნობ ადამიანებთან.

თხის რქა

შესაძლოა, რაღაც საიდუმლო გაიგოთ, რომელიც არ მოგეწონებათ. არახელსაყრელი დღეა მოგზაურობისთვის, რომელიც მხოლოდ იმედგაცრუებას მოგიტანთ. ოჯახში, ახლობელ ადამიანებთან ურთიერთობაში სასიკეთო ცვლილებები გელით. თუ რაღაც პირველივე ცდაზე არ გამოდის, მეორედ და მესამედ უნდა სცადოთ, სანამ მიზანს მიაღწევთ.

მერწყული

გირჩევთ, ამ დღეს ფულის გასესხებას მოერიდოთ. არახელსაყრელი დღეა ხალხმრავალ ადგილებში სიარულისთვის – შესაძლებელია ქურდობა ან ძარცვა. თქვენი ოპტიმიზმი და პოზიტიური განწყობა გავლენიან ადამიანებს მიიზიდავს და შესაძლოა, თანამშრომლობის შესახებ საინტერესო შეთავაზება მიიღოთ.

თევზები

მთელი ყურადღება ყოველდღიური, შრომატევადი საქმეებისკენ გაქვთ გადატანილი. მოერიდეთ მჭრელ საგნებთან ურთიერთობას. მეტი ყურადღება მიაქციეთ საკუთარ ჯანმრთელობას. ამ დღეს უარი უნდა თქვათ ალკოჰოლურ სასმელებზე.