29 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი
ეს პერიოდი ხელსაყრელია გულწრფელი საუბრებისა და კომპრომისების პოვნისთვის. მომდევნო 24 საათში კარგ ამბავს ან ნანატრ შეხვედრას უნდა ელოდოთ.
მოერიდეთ ზედმეტ თვითანალიზს და უსაფუძვლო პრეტენზიებს საყვარელი ადამიანის მიმართ.
გამოცდილი კოლეგებისთვის დახმარების თხოვნა ნუ მოგერიდებათ, თორემ შეიძლება ბევრი შეცდომა დაუშვათ. მომდევნო 24 საათის განმავლობაში შეგიძლიათ ფინანსური ოპერაციები განახორციელოთ და აუცილებელი ნივთები შეიძინოთ.
დილიდანვე მოსალოდნელია საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემები, ამიტომ ცხიმიან და ცხარე საკვებს უნდა ერიდოთ.
კურო
ამ დღეს შესაძლოა, სასიამოვნო ადამიანი გაიცნოთ, რომელიც ერთი შეხედვით მოგხიბლავთ, თუმცა თქვენი კონსერვატიზმი ხელს შეუშლის ურთიერთობაში ჰარმონიის დამყარებას.
მოერიდეთ ისეთი ნივთების შეძენას, რომლებიც არაფერში გჭირდებათ და ზოგადად, ეცადეთ, ფული უფრო ეკონომიურად ხარჯოთ.
არახელსაყრელი დღეა მძიმე სამუშაოსთვის და ფიზიკური დატვირთვისთვის. თუ დასვენების შესაძლებლობა გაჩნდება, აუცილებლად უნდა გამოიყენოთ.
ტყუპები
განავითარეთ საყვარელ ადამიანთან ურთიერთობა, განიხილეთ სამომავლო გეგმები, აღმოაჩინეთ საერთო ინტერესები და მოძებნეთ გზები, რომ თქვენი კავშირი გააუმჯობესოთ.
მდიდარი ფანტაზია და შემოქმედებითი მიდგომა პრობლემების გადაჭრასა და სასურველი შედეგის მიღებაში დაგეხმარებათ.
მოერიდეთ კულინარიულ ექსპერიმენტებს და ეგზოტიკური კერძების დაგემოვნებას, რადგან ეს შეიძლება კვებითი ინტოქსიკაციით დამთავრდეს.
კირჩხიბი
გრძნობების გამოხატვა ნუ მოგერიდებათ — გულწრფელობა მხოლოდ დაგეხმარებათ. ნდობით სავსე საუბარი ერთმანეთის შინაგანი სამყაროს დანახვაში დაგეხმარებათ.
საყოფაცხოვრებო საკითხების მოსაგვარებლად შესაძლოა, დამატებითი ძალის მოზიდვა დაგჭირდეთ.
გამორიცხული არ არის, რომ უახლოეს მომავალში სამსახურში კლიმატი გაუმჯობესდეს და თავი უფრო კომფორტულად იგრძნოთ. კარიერული ან ფინანსური წინსვლა ჯერჯერობით, მოსალოდნელი არ არის.
ჰოროსკოპი გირჩევთ, რომ საკვების ვადას ყურადღება მიაქციოთ.
ლომი
თუ მთელ დროს სამუშაოს დაუთმობთ, პირადი ცხოვრებისათვის აღარც დრო დაგრჩებათ და აღარც ძალა. ვარსკვლავები გირჩევენ მოდუნდეთ და საკუთარ თავის დასვენებისა და გართობის უფლება მისცეთ.
ეს დღე მეწარმეებს საქმის წარმატებით განვითარებისთვის უამრავ ახალ შესაძლებლობას სთავაზობს — შესაძლოა, საერთაშორისო დონეზეც კი გახვიდეთ!
უარყოფითი ემოციებისგან გათავისუფლება ჯანმრთელობას და განწყობას გააუმჯობესებს. ისწავლეთ საკუთარი გონების მართვა და დიდ წარმატებას მიაღწევთ!
ქალწული
ამ დღეს სატურნის უარყოფითი გავლენა გამოვლინდება, რაც სასიცოცხლო ენერგიის შემცირებას გამოიწვევს. ახალი საქმის დაწყების სურვილით იწვით, მაგრამ შეთავაზებები ისეთი პერსპექტიული არ ჩანს, როგორსაც ელოდით.
თუ სიტუაციას არასწორად შეაფასებთ ან პარტნიორებს ზედმეტად ენდობით, ფინანსური დანაკარგებია მოსალოდნელი.
საოჯახო საქმეები ჯობს სხვა, უფრო შესაფერისი დღისთვის გადაიტანოთ.
ჯანმრთელობის მხრივ ამ დღეს პრობლემებს არ უნდა ელოდოთ. პირიქით.. ცვალებადი მთვარე პოზიციას ძლევამოსილ და ენერგიულ მარსს უთმობს, რის გამოც ქალწულების უმეტესობა ძალების მოზღვავებას იგრძნობს.
სასწორი
მომდევნო 24 საათში შანსი გექნებათ, რომ სიყვარულში დაშვებული შეცდომები გამოასწოროთ.
ამ დღეს მოსალოდნელია შეხვედრა ძველ მეგობრებთან.
შეამცირეთ ხარჯები — კომუნალურ გადასახადებზე, ბენზინზე და პროდუქტებზე დაზოგილი თანხა შეიძლება უფრო სასიამოვნო მიზნებისთვის, მაგალითად – გასართობად ან მოგზაურობისთვის გამოიყენოთ.
ახლა ყველაზე მეტად სტაბილურობა უნდა დააფასოთ — გაამყარეთ არსებული კავშირები და შეაფასეთ ის, რაც გაქვთ.
დღეს მოსალოდნელია იურიდიული შეცდომები, რაც საქმის შედეგზე გავლენას მოახდენს.
მორიელი
შესაძლებლობა გექნებათ, რომ სიყვარულის მორევში თავით გადაეშვათ და სხვა ყველაფერი დაივიწყოთ. ერთადერთი, რამაც შეიძლება თქვენი ურთიერთობა გააფუჭოს, პარტნიორის ეჭვიანობა და უნდობლობაა.
ზოგიერთ მორიელს ოჯახურ კეთილდღეობასთან დაკავშირებული საქმეებისა და საბუთების მოგვარება მოუწევს.
არ არის გამორიცხული, რომ იურისტის დახმარება დაგჭირდეთ.
ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ უახლოეს მომავალში ხელმძღვანელობა მოულოდნელ შემოწმებას გადაწყვეტს. ნუ დაარღვევთ შრომის დისციპლინას, რომ ჯარიმა არ დაიმსახუროთ.
ეს დღე შესაძლოა დამღლელი აღმოჩნდეს, რადგან შეიძლება მცირე ტკივილებმა შეგაწუხოთ. იზრუნეთ იმუნიტეტის გაძლიერებაზე და ვარჯიში დაიწყეთ.
მშვილდოსანი
დღეს შეიძლება რაღაც მოულოდნელი მოხდეს, რაც სიყვარულის სფეროში სასიამოვნო სიურპრიზებს მოგიტანთ. იყავით მზად პოზიტიური ცვლილებებისთვის.
მეგობრებს გონიერ ადამიანად მიაჩნიხართ, ამიტომ რჩევისთვის მოგმართავენ და იმედს ნუ გაუცრუებთ.
ახალი გეგმები ენერგიულობას, სასარგებლო კავშირების გაფართოებას და ოფიციალური ურთიერთობების დამყარებას მოითხოვს.
დღეს შეიძლება ნანატრი ჯილდო ან აღიარება მიიღოთ. ეცადეთ შემოსავალი სწორად გაანაწილოთ და ინვესტირების შესაძლებლობებზე დაფიქრდეთ.
ეს დღე ხელსაყრელია მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მისაღებად და ისეთი სამუშაოების შესასრულებლად, რომლებიც დიდ ძალისხმევას მოითხოვს.
თხის რქა
ვარსკვლავები ზოდიაქოს ამ ნიშნის თავისუფალ წარმომადგენლებს ურჩევენ, რომ ახალი ურთიერთობების დასამყარებლად მეტი იაქტიურონ. დღეს შემთხვევითი შეხვედრა და საუბარიც კი შეიძლება ხანგრძლივ ჰარმონიულ ურთიერთობაში გადაიზარდოს.
მნიშვნელოვანია, ახლობლებთან კონფლიქტი არ დაუშვათ, თორემ შერიგება გაჭიანურდება. ნუ მოგერიდებათ თქვენი ღირსებებისა და პროფესიული უნარების დემონსტრირება — ამ დღეს თვითრეკლამა ძალიან წაგადგებათ. თუ მხოლოდ იღბალს დაეყრდნობით, ადრე თუ გვიან დამარცხდებით — ეს განსაკუთრებით მათ ეხებათ, ვინც რისკიან ფინანსურ ოპერაციებს აწარმოებს.
დღეს ფრთხილად იყავით ღია ცეცხლის წყაროსთან — განსაკუთრებით, თუ ეს თქვენს სამუშაოს უკავშირდება.
მერწყული
თუ თქვენს მეორე ნახევარს ეჭვიანობის ან უნდობლობის მიზეზი მიეცემა, კონფლიქტი გარდაუვალია — წყენა და ეჭვი მეტისმეტად დიდხანს გროვდებოდა.
ვარსკვლავები ყოველდღიურ საზრუნავს გიწინასწარმეტყველებენ — მოგიწევთ გაიხსენოთ, ოჯახის ლიდერობა რას ნიშნავს! – მსგავსი პრობლემების მოგვარება თქვენ მშვენივრად გამოგდით.
ახლახან დაწყებული თანამშრომლობა შესაძლოა წარმატებით დასრულდეს. ეცადეთ ეს საქმიანი ურთიერთობა განავითაროთ. ამ დღეს გაფორმებული ხელშეკრულებები და შეთანხმებები მნიშვნელოვან შემოსავალს მოგიტანთ. ამ დღეს შეიძლება გონივრულმა რისკმაც გაამართლოს.
დღის განმავლობაში ენერგიის მოზღვავებას იგრძნობთ, თუმცა მნიშვნელოვანი საქმეები ჯობს დილისთვის დაგეგმოთ.
თევზები
შესანიშნავი დღეა სასიყვარულო ურთიერთობის დასაწყებად. ყველა შანსი გაქვთ, შეხვდეთ ადამიანს, რომელიც თქვენს იდეალებს იზიარებს.
მოსალოდნელია მცირე უთანხმოება როგორც მეზობლებთან, ისე სხვა ნათესავებთან. სიფრთხილე გამოიჩინეთ კოლეგებთან და ნაცნობებთან საუბრებში და არ გაუზიაროთ მათ თქვენი გეგმები, რომლებიც მომავალ მნიშვნელოვან მოვლენას უკავშირდება.
დღეს თქვენი გონება ნათლად და ზუსტად იმუშავებს, რაც საშუალებას მოგცემთ, არსებული სიტუაცია დეტალურად გააანალიზოთ.