28 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი
გეგმა, რომელზედაც დიდ იმედს ამყარებთ, შეიძლება არც ისე იდეალურად განხორციელდეს, როგორც გსურთ, თუმცა, ეს განწყობას ვერ გაგიფუჭებთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარკვევას საქმიან და სასიყვარულო პარტნიორებთან.
კურო
ამ დღეს ფული არავის ასესხოთ, თორემ დიდხანს ვეღარ დაიბრუნებთ. ასევე, მოერიდეთ ემოციების გავლენით შეიძენთ ნივთებს, რომლებიც არაფერში გჭირდებათ და რომლებშიც იმაზე მეტი ფულს დახარჯავთ, ვიდრე გეგმავდით!
ტყუპები
სამუშაოსთან დაკავშირებით კოლეგებთან და პარტნიორებთან მცირე უთანხმოება გელით. სამაგიეროდ, მეგობრებთან ურთიერთობა მშვენივრად აეწყობა. თუ შემოგთავაზებენ, შეხვედრას დათანხმდით. მარტოხელა ტყუპებს საინტერესო ნაცნობობა და რომანტიკული თავგადასავალი ელით.
კირჩხიბი
ის, რაც დღეს უნდა გააკეთოთ, თქვენს სურვილებსა და გეგმებს ეწინააღმდეგება, რამაც შეიძლება განწყობა გაგიფუჭოთ. შორიდან მიღებული ინფორმაცია არასრულია – ვიღაც ცდილობს სიმართლე ან რაღაც ბოლომდე არ თქვას. კარგად შესრულებული სამუშაოსთვის შეიძლება ქება ან ჯილდო დაიმსახუროთ. მოერიდეთ თვითმკურნალობას და უცნობი მედიკამენტები არ მიიღოთ.
ლომი
ოჯახის წევრებთან ურთიერთობა შეიძლება დაიძაბოს. ეცადეთ გულწრფელი საუბრით ყველაფერი გაარკვიოთ და შეთანხმებას მიაღწიოთ. თუ სამსახურში რაღაც პირველ ცდაზე არ გამოდის, ეს არ ნიშნავს რომ საერთოდ არ გამოვა. გათავისუფლდით მოძველებული სტერეოტიპებისგან და მომავალს ოპტიმიზმით შეხედეთ.
ქალწული
საქმიან ურთიერთობებში გარკვეული სირთულეები გელით. ფრთხილად იყავით, ვიღაც თქვენს მოტყუებას ცდილობს. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ წარმატების მისაღწევად დროდადრო „ჩარჩოებს“ გასცდეთ და საკუთარ ინტუიციას დაუჯეროთ.
სასწორი
მშვენიერი დღეა რომანტიკული ურთიერთობებისთვის – პარტნიორისგან ლამაზ საჩუქარს უნდა ელოდოთ. ასევე, ხელსაყრელი დღეა ახალი ურთიერთობებისთვის. გირჩევთ, უახლოესი დღეები თავი არ დაიტვირთოთ და მხოლოდ აუცილებელი და მნიშვნელოვანი საქმეები აკეთოთ.
მორიელი
ხელსაყრელი დღეა სახლში და სამსახურში მიმდინარე საქმეების დასრულებისთვის. პარტნიორის ან ოჯახის რომელიღაც წევრის სიძუნწე ძალიან გაღიზიანებთ, რაც შეიძლება დაპირისპირების მიზეზად იქცეს. ეცადეთ, შესაძლებლობა გამოიყენოთ – პერსპექტიული ნაცნობობა შეიძლება ხანგრძლივ ურთიერთობაში გადაიზარდოს.
მშვილდოსანი
საეჭვოა რომ ფული, რომელსაც დღეს ასესხებთ, შეთანხმებულ ვადაში დაიბრუნოთ. ბიზნესისა და წარმოების სფეროში დასაქმებულ ადამიანებს ნაყოფიერი დღე ელით. ვიღაც ცდილობს თქვენი მოთმინება გამოცადოს – ეცადეთ, პროვოკაციას არ წამოეგოთ.
თხის რქა
დღის პირველ ნახევარში თავს შეუძლოდ იგრძნობთ, მაგრამ შუადღემდე განწყობა გაუმჯობესდება და სხვადასხვა პრობლემების გადასაჭრელად ძალებს მოიკრებთ. ეცადეთ საკუთარ თავსა და საჭიროებებს მეტი ყურადღება მიაქციოთ. აკეთეთ ის, რაც გამშვიდებთ და გსიამოვნებთ.
მერწყული
ვარსკვლავები გირჩევენ, რომ მნიშვნელოვანი საქმეები დღის პირველ ნახევარში დაგეგმოთ. შუადღის შემდეგ თქვენი ენერგია და ენთუზიაზმი დაიკლებს და მყუდრო ადგილის ძებნას დაიწყებთ, სადაც ნაკლები ხალხია. საქმიან ურთიერთობაში ეცადეთ ოქროს შუალედი შეინარჩუნოთ. ფინანსური საკითხების მოგვარებისას სიფრთხილე გმართებთ.
თევზები
28 აპრილი მუშაობისთვის არც ისე ნაყოფიერი დღეა – შეიძლება სამწუხარო შეცდომები დაუშვათ. ამიტომ, ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ამ კვირა დღეს დაისვენოთ და ენერგია მოიკრიბოთ.