1. Home
  2. TOP სიახლე
  3. 27 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
27 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

27 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

1.06K
0

ვერძი

ფრთხილად და ყურადღებიანი იყავით პროფესიულ საკითხებში, რათა თავიდან აიცილოთ უსიამოვნებები. ნუ ეცდებით იმის დამტკიცებას, რაც თქვენს ძალას აღემატება.

კურო

სერიოზულად მოეკიდეთ ყველაფერს, რაც თქვენ გარშემო ხდება და არ გამოტოვოთ მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელსაც დიდი ხანია ელოდით. გულწრფელობა ახალ, საიმედო მეგობრებს გაპოვნინებთ. ხელსაყრელი დღეა შემოქმედებითი პროფესიის ადამიანებისთვის.

ტყუპები

ძალიან აქტიური და ნაყოფიერი დღეა, თუმცა არახელსაყრელი პერიოდია რადიკალური ცვლილებებისთვის, ამიტომ დასჯერდით იმას, რაც გაქვთ. ფრთხილად იყავით პარტნიორის არჩევისას – ეს ურთიერთობა დიდი ხნის განმავლობაში გაგრძელდება და მოგვიანებით ვეღარაფერს შეცვლით.

კირჩხიბი

აქტიური და ნაყოფიერი დღეა, რომელიც საშუალებას მოგცემთ, დაწყებული საქმე წარმატებით დაასრულოთ. შესაძლოა, პირადი ცხოვრების პრობლემების გადაჭრა მოახერხოთ, რაზეც დიდი ხანია, ოცნებობთ. ეცადეთ, საღამოს ბავშვები ახალი სათამაშოთი ან საინტერესო წიგნით გაახაროთ.

ლომი

გამოცდილი ადამიანის რჩევა ფინანსების სწორად მართვაში დაგეხმარებათ. დღეს ნუ იჩქარებთ ფულის დახარჯვას და არ აიღოთ სესხი. პლანეტების გავლენა ნეიტრალურია – შეგიძლიათ, მიმდინარე საქმეები მშვიდად დაასრულოთ.

ქალწული

ამ დღეს ბევრი წინააღმდეგობრივი სიტუაცია ახლავს, რაც თქვენი მხრიდან განსაკუთრებულ ტაქტსა და სიფრთხილეს მოითხოვს. სავარაუდოდ, ეს დღე საშუალებას მოგცემთ, პარტნიორთან შეთანხმებას მიაღწიოთ და დიდი ხნის წინ დაწყებული დავა დაასრულოთ.

სასწორი

ცვლილებებისა და სიახლეების დღეა. მოაწესრიგეთ თქვენი საქმეები, რათა მზად დახვდეთ ყველა სახის სიურპრიზს. ამ ეტაპზე მოერიდეთ საპასუხისმგებლო გადაწყვეტილებების მიღებას, რადგან ფოკუსირება და სწორი გზის პოვნა გაგიჭირდებათ.

მორიელი

სამსახურში წარმატებაა მოსალოდნელი, ან შესაძლოა ახალი პერსპექტიული საქმე შემოგთავაზონ. ყველაფერი კარგად განვითარდება და, შესაძლოა, საკმაოდ სოლიდური სარგებელი მოგიტანოთ. ყურადღებით იყავით, თუ გულ-სისხლძარღვთა დაავადებები გაწუხებთ და საჭირო მედიკამენტები მოიმარაგეთ.

მშვილდოსანი

თავი შეიკავეთ ზედმეტი საუბრისგან და ნუ გაამხელთ თქვენს სამომავლო გეგმებს, რადგან ეს ხელს შეგიშლით მათ განხორციელებაში. იყავი ფხიზლად და ყურადღებით.

თხის რქა

ურთიერთობებისთვის არახელსაყრელი დღეა, ამიტომ ეცადეთ, განმარტოვდეთ და, უბრალოდ, დაისვენოთ. ყველაფერი, რაც დღეს წარუმატებლობად მიგაჩნიათ, შეიძლება თქვენთვის ხელსაყრელი იყოს. თუ მოგებიანი ბიზნესშეთავაზება მიიღეთ, დაუფიქრებლად დათანხმდით.

მერწყული

ეს დღე განსაკუთრებით ხელსაყრელია შემოქმედი მერწყულებისთვის. თუ მანქანას მართავთ, ამ დღეს გზაზე განსაკუთრებით ფრთხილად უნდა იყოთ. პლანეტების გავლენა ნეიტრალურია – შეგიძლიათ, მიმდინარე საქმეებზე მშვიდად იზრუნოთ.

თევზები

ხელსაყრელი დღეა ახალი საქმის დაწყებისთვის. ამ დღეს თქვენი აზრები ორგანიზებულია, მეტყველება კი დამაჯერებელი. თუმცა, სანამ შეთავაზებას დათანხმდებით, კარგად დაფიქრდით, რადგან უმცირეს შეცდომას შეიძლება მძიმე შედეგები მოჰყვეს.