1. Home
  2. TOP სიახლე
  3. ” სოხუმის დაცემა ჩვენი ისტორიის ტრაგიკულ დღედ იქცა”- ირაკლი ღარიბაშვილი
” სოხუმის დაცემა ჩვენი ისტორიის ტრაგიკულ დღედ იქცა”- ირაკლი ღარიბაშვილი

” სოხუმის დაცემა ჩვენი ისტორიის ტრაგიკულ დღედ იქცა”- ირაკლი ღარიბაშვილი

219
0

საქართველოს გაერთიანება თითოეული ჩვენგანის მიზანია და იგი ეფუძნება ჩვენს რწმენას, რომ ერთიან, ძლიერ, განვითარებულ ქვეყანაში ცხოვრება საუკეთესო პერსპექტივაა ჩვენი ხალხისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ წერს.

მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ საქართველოს გაერთიანების მიზნისაკენ გზა მხოლოდ სამშვიდობო პროცესზე, დიალოგსა და თანამშრომლობაზე გადის.

„1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმის დაცემა ჩვენი ისტორიის ტრაგიკულ დღედ იქცა.

ომმა ასეულობით ათასი ადამიანი საკუთარ სამშობლოში დევნილად აქცია და, რაც ყველაზე სამწუხაროა, ჩვენი მრავალი თანამოქალაქის სიცოცხლე შეიწირა. კიდევ ერთხელ გამოვხატავ თანაგრძნობას მათი ოჯახის წევრებისა და ახლობლების მიმართ.

ამ დღიდან, საქართველოს გაერთიანება თითოეული ჩვენგანის უმთავრესი მიზანია და იგი ეფუძნება ჩვენს რწმენას, რომ ერთიან, ძლიერ, განვითარებულ ქვეყანაში ცხოვრება საუკეთესო პერსპექტივაა ჩვენი ხალხისთვის.

ასევე გვჯერა, და ეს არაერთხელ დავამტკიცეთ საქმით, რომ გზა ამ მიზნისკენ მხოლოდ სამშვიდობო პროცესზე, დიალოგსა და თანამშრომლობაზე გადის.

მომავალი ეკუთვნის აფხაზთა და ქართველთა ერთობას, მშვიდობასა და კეთილდღეობას“, – წერს პრემიერ-მინისტრი.