1. Home
  2. TOP სიახლე
  3. 27 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი
27 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

27 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

456
0

ვერძი

ვერძის გამორჩეული თვისება ის არის, რომ ადამიანებზე შთაბეჭდილების მოხდენა შეუძლია! მოვლენების ხელსაყრელი განვითარება დაგეხმარებათ, რომ უფროსები, კოლეგები ან საყვარელი ადამიანი სასიამოვნოდ გააოცოთ. ნუ მოგერიდებათ საკუთარი ნიჭისა და შესაძლებლობების წარმოჩენა, თუნდაც ყველაზე შეუფერებელ ადგილს.

კურო

ამ დღეს შეიძლება საკუთარი სურვილის საწინააღმდეგოდ, ინტრიგებში ჩაგითრიონ – ვიღაც საკუთარი მიზნის მისაღწევად თქვენით მანიპულირებას ეცდება. ვარსკვლავები გირჩევენ სხვის საქმეებში ჩარევისგან თავი შეიკავოთ და ურთიერთობები შეძლებისდაგვარად შეზღუდოთ.

ტყუპები

დილიდან შესანიშნავი განწყობა გაქვთ და გარშემო მყოფებს იმპულსური მოქმედებებით აოცებთ – გრძნობების ვნებიანი გამოხატვა და ფლირტი ტყუპებისთვის საკმაოდ დამახასიათებელია. ვარსკვლავები გირჩევენ საკუთარი სურვილები და მოქმედებები აკონტროლოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, გამორიცხული არ არის, რომ რაღაც ამორალური და მიუღებელი რამ ჩაიდინოთ.

კირჩხიბი

შესაძლოა, შურისა და სიხარბის გამოვლინებას შეეჯახოთ. სულ ერთია, ეს გრძნობები თქვენკენ არის თუ არა მომართული, ჰოროსკოპის ვარსკვლავები გირჩევენ, მოერიდოთ თქვენზე წარმატებულ ან ფინანსურად უზრუნველყოფილ ადამიანებთან შეხვედრას და ამავე დროს, საკუთარ მიღწევებზე ნაკლები ილაპარაკოთ, რათა შურიანი ადამიანები არ გააღიზიანოთ.

ლომი

ამ დღეს თქვენს ნებისმიერ მოქმედებას აზარტი განსაზღვრავს. თითქოს უხილავ მეტოქეს ეჯიბრებით, ცდილობთ სხვაზე მეტი და სხვაზე უკეთ გააკეთოთ. მეტოქეობა ყველგან და ყველაფერში იგრძნობა, რაც ნებისმიერ სფეროში თქვენი წარმატების შანსებს ზრდის.

ქალწული

ამ დღის მოვლენები რთული ამოცანის წინაშე დაგაყენებთ. ცდილობთ, რაღაც საიდუმლოს ჩასწვდეთ, თუმცა ამის გაკეთება მხოლოდ ლოგიკით გაგიჭირდებათ – სავარაუდოდ, სწორი დასკვნის გამოსატანად საჭირო ინფორმაცია ან ფაქტები არ გყოფნით, სამაგიეროდ, უჩვეულოდ გამახვილებული ინტუიცია წარმოუდგენლად გეხმარებათ.

სასწორი

ეს დღე გაიძულებთ, ძალები ახალ სფეროში მოსინჯოთ. სულ ერთია, ეს ექსტრემალური სპორტი იქნება, ახალი ცოდნის მიღება თუ სიყვარული. თუ საყვარელი ადამიანი გყავთ, ეცადეთ ეს დღე მასთან ერთად გაატაროთ, თუ მარტოხელა ხართ, ახალი ნაცნობობისთვის მოემზადეთ. ამ დღეს თქვენი ტვინის მარჯვენა ნახევარსფერო სრული სიმძლავრით მუშაობს, რაც ახალი, არასტანდარტული იდეებით აგავსებთ.

მორიელი

ამ დღეს ყოველდღიური აქტივობების ჩვეული ტემპით შესრულება გიჭირთ. გარშემომყოფები, მოვლენები თუ აკვიატებული აზრები ყურადღებას გიფანტავთ და დაბნეულობის გამო დაწყებული საქმე ბოლომდე ვერ მიგყავთ. ნუ აიძულებთ თავს, რომ იმოქმედოთ. ახლა ყველაზე მეტად ტაიმაუტის აღება და შესვენება გჭირდებათ. საქმეები დაიცდის.

მშვილდოსანი

ამ დღეს ჰოროსკოპის ვარსკვლავები მთლიანად თქვენს მხარეს არიან, ამიტომ სასიამოვნო სიურპრიზებისთვის უნდა მოემზადოთ. შესაძლოა, სიყვარულში გაგიმართლოთ, სასიხარულო ამბავი შეიტყოთ ან ფულადი ბონუსი მიიღოთ. ჩანაფიქრის განხორციელებისთვის, რომელიც იღბლის დახმარებას მოითხოვს, ამაზე უკეთეს დღეს ვერ ინატრებთ.

თხის რქა

მოვლენები, რომლებსაც სხვა დღეს ყურადღებას არ მიაქცევდით, ამ დღეს წყობიდან გამოგიყვანთ. თქვენი გაღიზიანება შეიძლება მეგობრულმა ხუმრობამ ან მსუბუქმა კრიტიკამაც კი გამოიწვიოს. იმის ნაცვლად, რომ რისხვა უდანაშაულო ადამიანისკენ მიმართოთ, ჯობს ფიზიკური საქმე აკეთოთ ან საცურაო აუზზე წახვიდეთ – წყალი ნეგატივს ჩამორეცხავს და სიმშვიდით აგავსებთ.

მერწყული

ამ დღეს თქვენგან ლოგიკურ ქმედებებს არ უნდა ველოდოთ. თქვენს ნებისმიერ მოქმედებას საფუძვლად უდევს ისეთი „რკინის არგუმენტი“ ,როგორიცაა “მინდა” ან “არ მინდა”. წუთიერმა ემოციამ საბედისწერო შეცდომა რომ არ ჩაგადენინოთ, გირჩევთ მეგობრებისა და ახლობლების გაფრთხილებებს მოუსმინოთ. „გარედან“ უკეთ ჩანს, რა ჯობია და როგორ.

თევზები

შესაძლოა, ზოგ მოვლენას იმაზე მეტი მნიშვნელობა მიანიჭოთ, ვიდრე იმსახურებს. ბობოქარი ემოციები კონტრასტული ფერებით ხატავს ყველაფერს, რაც თქვენ გარშემო ხდება. თუ ემოციების კონტროლს შეძლებთ, ჰოროსკოპი საინტერესო