1. Home
  2. TOP სიახლე
  3. 26 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი
26 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

26 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

534
0

ვერძი

მშვენიერი დღეა სახელმწიფო უწყებებთან ურთიერთობისთვის – თქვენს ყველა წინადადებას და თხოვნას მოისმენენ და დააკმაყოფილებენ. ენერგიულობა და გამოცდილება საშუალებას გაძლევთ, ერთდროულად რამდენიმე საქმე აკეთოთ და თითოეული ბოლომდე მიიყვანოთ. სავარაუდოდ, ხელფასის მომატებისკენ მიმართული მცდელობები წარმატებით დასრულდება.

კურო

ამ დღეს საკუთარ ჯანმრთელობას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთ. ეცადეთ, ემოციების კონტროლი ისწავლოთ და ოჯახის წევრები დაუფიქრებელი მოქმედებით არ გაანაწყენოთ. ვარსკვლავები შეგახსენებთ, რომ დიდი ხნის უნახავი ახლობლები მოინახულოთ.

ტყუპები

სამსახურში ემოციების შეკავება მოგიწევთ, რათა ხელმძღვანელობასთან ან თანამშრომლებთან კონფლიქტი აიცილოთ თავიდან. თუ ფინანსური მდგომარეობა საშუალებას გაძლევთ, დროა ოჯახთან ერთად მოგზაურობა დაგეგმოთ. კარგი დღეა ახალი ნივთის შესაძენად.

კირჩხიბი

გამორიცხული არ არის, რომ სახელმწიფო უწყებიდან თხოვნაზე უარი მიიღოთ, მაგრამ ნუ ინერვიულებთ. ამ საქმეს თავადაც გაუმკლავდებით. მოულოდნელი წინადადება ან საქმიან პარტნიორთან შეხვედრას გელით. წარმატებას მხოლოდ მაშინ მიაღწევთ, როდესაც შესაფერისი მომენტის შერჩევას და საკუთარ სიმართლეში სხვების დარწმუნებას შეძლებთ. დღის პირველ ნახევარში შესაძლებელია, გეგმების შეცვლა მოგიწიოთ.

ლომი

აქტიური და მოვლენებით დატვირთული დღეა. ეცადეთ, უფროსი თაობის წარმომადგენლებთან ურთიერთობაში წონასწორობისა და ტაქტის გრძნობა არ დაკარგოთ. დღის ბოლოს შესაძლოა მოვლენების არახელსაყრელი განვითარება. ყურადღებით იყავით – სიტუაცია შეიძლება უკონტროლო გახდეს.

ქალწული

აქტიური და მოვლენებით დატვირთული დღეა. ბევრი გადაუდებელი საქმე გელით, თუმცა ნაკლებად მოსალოდნელია, რომ ამან სარგებელი მოგიტანოთ. გირჩევთ, ამ დღისთვის სერიოზული სამუშაო და მნიშვნელოვანი შეხვედრები არ დაგეგმოთ.

სასწორი

ინტუიცია და გამოცდილება ფულის სწორად განაწილებაში დაგეხმარებათ. ბოლოს და ბოლოს, მიხვდებით, პირადი მოთხოვნები გარშემომყოფების სურვილებს როგორ მოარგოთ. პრობლემების თავიდან ასაცილებლად, შეიძლება, ზოგიერთ ნაცნობთან დამოკიდებულების შეცვლა მოგიწიოთ.

მორიელი

ამ დღეს ბევრი წინააღმდეგობრივი სიტუაცია და გაუგებრობა ახლავს, რაც ცივ გონებაზე მიღებულ გადაწყვეტილებებს და გამძლეობას მოითხოვს. ეცადეთ, შემოსავლების სწორად განაწილება და გადასახადების დროულად გადახდა შეძლოთ. ამ დღეს ძველი პრობლემების გადაჭრის ახალ და საინტერესო გზას იპოვით. ძველი მეგობრის რჩევა სირთულეების დალევაში დაგეხმარებათ. ეცადეთ, საკუთარი სურვილები და ოცნებები აკონტროლოთ.

მშვილდოსანი

სამსახურში სასიკეთო სიახლეების დღეა. პირად ურთიერთობაში ნუ იქნებით ზედმეტად კრიტიკული – ამ ეტაპზე ეს ურთიერთობაში დიდ გაუგებრობებს გამოიწვევს. ეცადეთ, დღის მეორე ნახევარში ბავშვებს მეტი ყურადღება მიაქციოთ.

თხის რქა

ამ დღეს საპირისპირო სქესთან ურთიერთობაში წარმატება გელით. უმჯობესია. რომანტიკული პაემანი რამდენიმე დღით გადადოთ, რადგან ძველი წყენა ჯერ კიდევ არ გამქრალა. იზრდება ნერვიულობის გამო ქრონიკული დაავადებების გამწვავების ალბათობა. დღის პირველ ნახევარში შესაძლოა, გეგმების შეცვლა მოგიწიოთ.

მერწყული

ამ დღეს სასიცოცხლო და შემოქმედებითი ენერგიის დაქვეითებას იგრძნობთ. ეცადეთ, მავნე ჩვევებზე უარი თქვათ და ცხოვრების ჯანსაღი წესის მიმდევარი გახდეთ. საყვარელ ადამიანთან შეხვედრისას ემოციები აკონტროლეთ, რათა პატარა კამათი დიდ კონფლიქტში არ გადაიზარდოს.

თევზები

თუ ხვდებით, რომ დამნაშავე ხართ, შეცდომის აღიარება და ბოდიშის მოხდა უნდა შეძლოთ. სასურველია, რომ საღამოობით ივარჯიშოთ და, ზოგადად, ფიზიკურ მდგომარეობას მეტი ყურადღება მიაქციოთ.