25 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი
ეცადეთ, ნაყოფიერი დღისთვის განეწყოთ და თქვენი განწყობა სამუშაოს ხარისხზე აისახება. თქვენს მონდომებას და პროფესიონალიზმს შენიშნავენ და მალე დამსახურებულ ჯილდოს მიიღებთ. ახლობელი ადამიანი საინტერესო იდეას გაგიზიარებთ, რომელსაც მალე მოგებიანად განახორციელებთ.
კურო
ამ დღეს გარშემო მყოფებისთვის საკუთარი არგუმენტების წარმოდგენა და მიზნების მიღწევის გზაზე პრინციპულობის გამოვლენა მოგიწევთ. მთლიანობაში, მშვიდი დღეა და სირთულეები არ გელით. გირჩევთ, საღამოს მეგობრებს ესტუმროთ – ეს განწყობას აგიმაღლებთ და ძალას შეგმატებთ.
ტყუპები
გირჩევთ, ეს დღე საყვარელ ადამიანებზე ზრუნვას, მათი პრობლემების მოგვარებას და გულწრფელ საუბრებს დაუთმოთ. პროფესიული საკითხების მოსაგვარებლად აჩქარება საჭირო არ არის, შეგიძლიათ მშვიდად იმუშაოთ. შეიძლება ახალი საქმის დაწყება ან მიმართულების შეცვლა მოგიწიოთ. გირჩევთ, ამ დროს სიფრთხილე გამოიჩინოთ.
კირჩხიბი
გასაკეთებელი ბევრია, მაგრამ ეცადეთ, ნელა იმოქმედოთ და პროცესი მუდმივად აკონტროლოთ. თქვენს პროფესიონალიზმს მნიშვნელოვან ადამიანები შენიშნავენ და შეიძლება ერთგვარი წახალისება მიიღოთ. დაუმსახურებელი კრიტიკის და შენიშვნების თავიდან ასაცილებლად ეცადეთ, ურთიერთობები მინიმუმამდე შეამციროთ და სხვების დახმარების გარეშე იმუშაოთ.
ლომი
დღის პირველი ნახევარი ნერვული და ემოციურად დატვირთული იქნება. სავარაუდოდ, ბევრი პრობლემის გადაჭრა და სირთულის გადალახვა მოგიწევთ. საღამოს სიტუაცია გამოსწორდება და შეიძლება ცოტა დაისვენოთ. შესანიშნავი დღეა ახალი პროექტის დასაწყებად. მთავარია, არავის ენდოთ და ნებისმიერი ინფორმაცია გადაამოწმოთ.
ქალწული
ამ დღეს გარემოებები თქვენ წინააღმდეგ მოქმედებს, ამიტომ ძალიან არ უნდა იაქტიუროთ. თუ შესაძლებელია, უარი თქვით დამატებით პასუხისმგებლობებზე და უკვე დაწყებული საქმეები დაასრულეთ. თქვენი გარემოცვიდან ვიღაც თქვენს მოტყუებას ცდილობს, ამიტომ არავის უნდა ენდოთ და დამოუკიდებლად იმოქმედოთ.
სასწორი
დილიდან სამუშაო რიტმში შესვლა გიჭირთ და ცდილობთ, საკუთარ მოვალეობებს გაექცეთ. შუადღის შემდეგ მუშაობა და გადაწყვეტილების მიღება გაცილებით ადვილი იქნება, ამიტომ ეცადეთ, მნიშვნელოვანი საქმეების ამ დროისთვის დაგეგმოთ. გამორიცხული არ არის მოგებიანი შეთავაზება, რომელიც კარგ შემოსავალს და მნიშვნელოვან გამოცდილებას მოგიტანთ. შეიძლება, მნიშვნელოვან ადამიანს შეხვდეთ, რომელიც თქვენს მომავალზე გავლენას მოახდენს.
მორიელი
ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას, ეცადეთ, იმუნური სისტემა გაიძლიეროთ და ჯანსაღი საკვები მიიღოთ. სასურველია, ავადმყოფობის პირველივე სიმპტომის შემთხვევაში ექიმს მიმართოთ. საღამოს შეგიძლიათ საკუთარ თავს საჩუქარი გაუკეთოთ, რა თქმა უნდა, თუ ბიუჯეტი ამის საშუალებას გაძლევთ.
მშვილდოსანი
თუ ფრთხილად და წესების ფარგლებში იმოქმედებთ, შეცდომების თავიდან აცილებას შეძლებთ. ეცადეთ, ურთიერთობისთვის ოპტიმისტები შეარჩიოთ, რაც კარგი განწყობის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ. დღის მეორე ნახევარში საინტერესო შეხვედრები გელით.
თხის რქა
ამ დღეს ზედმეტმა აქტიურობამ შეიძლება სარგებლის ნაცვლად, პრობლემები გამოიწვიოს. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ დრო მშვიდად გაატაროთ და ყველა მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო საქმე სხვა დროისთვის გადადოთ. მოერიდეთ ნეგატიურად განწყობილ, შურიან ადამიანებს, რომლებიც ერთს ფიქრობენ, მეორეს ამბობენ და მესამეს აკეთებენ.
მერწყული
ეტაპობრივ მოქმედებაზე გათვლილი სამოქმედო გეგმა ძალიან დაგეხმარებათ და საქმის სწრაფად დასრულების საშუალებას მოგცემთ. თავი შეიკავეთ ახალი პროექტის დაწყებისგან, სანამ ყველა, თითქოს უმნიშვნელო ინფორმაციას არ გადაამოწმებთ. დღის მეორე ნახევარი გაცილებით ნაყოფიერია, ამიტომ მოლაპარაკებები ან საქმიანი შეხვედრები ამ დროისთვის უნდა დაგეგმოთ.
თევზები
ვარსკვლავები გირჩევენ, სიტუაცია რეალურად შეაფასოთ და პრობლემები არ დამალოთ. რასაც არ უნდა აკეთებდეთ, ძალიან ფრთხილად და მოზომილად უნდა იმოქმედოთ და რისკები შეაფასოთ. მეტი ურთიერთობა გქონდეთ გარშემო მყოფებთან – ამ დღეს ვიღაც ახალი პროექტისთვის შესანიშნავ იდეას მოგაწვდით.