1. Home
  2. TOP სიახლე
  3. 25 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
25 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

25 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

533
0

ვერძი

შესაძლოა, ჭორების მსხვერპლი გახდეთ. ეცადეთ, არ შეიმჩნიოთ, რომ თქვენი წარსულის შესახებ ჭორები გაღელვებთ და ისე მოიქეცით, თითქოს არაფერი მომხდარა. გირჩევთ, მეტი გონიერება გამოიჩინოთ, რადგან სიმართლე მხოლოდ თქვენ იცით.

კურო

ვარსკვლავები გირჩევენ, რომ დიდი ხნის წინ დაწყებული და დავიწყებული პროექტი დროულად დაასრულოთ. საკმაოდ წარმატებული დღეა, ასე რომ, შეგიძლიათ საკუთარი იდეების განხორციელებას შეუდგეთ. სავარაუდოდ, მიიღებთ ინფორმაციას, რომელიც კარიერულ წინსვლაში დაგეხმარებათ.

ტყუპები

შესაძლოა, მოვლენები ისე არ განვითარდეს, როგორც თქვენ ოცნებობდით. გამორიცხული არ არის, რომ სიტუაციაზე კონტროლიც კი დაკარგოთ და ემოციებს აჰყვეთ. რა თქმა უნდა, ჯობია ეს თავიდან აიცილოთ ეს. ასეთი რთული დღეების მთავარი პრობლემა ისაა, რომ მისთვის საკმაოდ მომზადებული არ ხართ.

კირჩხიბი

დროა, თქვენი შრომისმოყვარეობისა და მონდომებისთვის დამსახურებული ჯილდო მიიღოთ. ნუ მოგერიდებათ სამსახურში, უფროსს საკუთარი პროფესიონალიზმი შეახსენოთ და ხელფასის მომატება ითხოვოთ. სავარაუდოდ, ეს საღამო თქვენს ცხოვრებაში რაღაც ახლისა და კარგის დასაწყისი გახდება.

ლომი

დილას ამაღლებული განწყობით შეხვდებით, რაც დაწყებული საქმეების წარმატებით დასრულებაში დაგეხმარებათ. რა თქმა მოვლენების თვითდინებაზე მიშვება არ ღირს, მაგრამ არც განსაკუთრებული ძალისხმევა დაგჭირდებათ.

ქალწული

ვარსკვლავები ვარაუდობენ, რომ ამ დღეს თქვენი ფინანსური მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება – შეიძლება მოულოდნელი შემოსავალი მიიღოთ ან სამსახურში დაგაწინაურონ. გარშემო მყოფებისთვის საკუთარი მოსაზრებების გაზიარების ნუ მოგერიდებათ, რადგან ეს თქვენს პიროვნებას თავდაჯერებას შემატებს.

სასწორი

ამ დღეს უზარმაზარი მოცულობის ინფორმაციას მიიღებთ და ტყუილის მართლისგან გარჩევა გაგიჭირდებათ. ეცადეთ, მთელი ყურადღება სამუშაოზე გადაიტანოთ, რათა ინფორმაციულმა შემოტევამ მთავარ საქმეს არ მოგწყვიტოთ.

მორიელი

ამ დღეს უკან დახევა ძალიან საშიშია, ამიტომ ეცადეთ, მხოლოდ წინ იაროთ და წარსულისკენ არ მიიხედოთ. რთული დღეები და ბევრი სამუშაო გელით, მაგრამ ნურც სრულფასოვანი დასვენებისა და ვარჯიშის შესახებ დაივიწყებთ.

მშვილდოსანი

დროა, საკუთარ კარიერაზე სერიოზულად დაფიქრდეთ. თუ წარმატების მიღწევა გსურთ, შეწყვიტეთ ერთდროულად რამდენიმე საქმის კეთება და მთელი ყურადღება ერთი სფეროსკენ მიმართეთ. დროა, ბოლოს და ბოლოს, არჩევანი გააკეთოთ.

თხის რქა

მოერიდეთ ქაოსურ მოქმედებებს და ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს. სავარაუდოდ, უჩვეულო საქმეების კეთება და არასტანდარტული გადაწყვეტილებების მიღება მოგიწევთ, მაგრამ ეს მხოლოდ გამოცდილებას შეგმატებთ. ეს დღე თავგადასავლების გარეშე არ ჩაივლის.

მერწყული

პლანეტების განლაგების წყალობით, ერთხელ დაკარგული შესაძლებლობა მეორედ მოგეცემათ. ეცადეთ, მეორე შანსიც არ დაკარგოთ, რადგან მესამე ნამდვილად აღარ იქნება. ყურადღებით იყავით, რომ არაფერი გამოგრჩეთ.

თევზები

თევზებისთვის მოსალოდნელია, ახალი შესაძლებლობების კარი გაიღოს. ეცადეთ, მეტი ინიციატივა გამოიჩინოთ, მაშინ ეს დღე ყველა სურვილს აგისრულებთ.