1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “გავლენიანი ჯგუფი სასამართლოში არ არსებობს”- შალვა თადუმაძე
“გავლენიანი ჯგუფი სასამართლოში არ არსებობს”- შალვა თადუმაძე

“გავლენიანი ჯგუფი სასამართლოში არ არსებობს”- შალვა თადუმაძე

210
0

საქართველოს უზენაესის სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილის, შალვა თადუმაძის განცხადებით, სასამართლო ხელისუფლებაში გავლენიანი ჯგუფი არ არსებობს.

ჟურნალისტების კითხვაზე იმ ფონზე, როდესაც არაერთხელ დასმულა შეკითხვა სასამართლო ხელისუფლების მისამართით და გამოთქმულა კრიტიკა, რამდენად აისახება ეს კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღებაზე? – თადუმაძემ უპასუხა: “ეს არ არის ჩემი კომპეტენცია”.

მისივე თქმით, ის სასამართლოს “კლანის” წევრი არ არის.

“გავლენიანი ჯგუფი სასამართლოში არ არსებობს”, – აღნიშნა თადუმაძემ.

ასევე, კითხვაზე: რა მოსაზრება აქვს ყოფილი მოსამართლეების მიერ გაკეთებულ განცხადებებზე, რომლის თანახმად, ისინი ე.წ. კლანისა და ხელისუფლების მხრიდან გარკვეულ ზეწოლას განიცდიდნენ იმის გამო, რომ უნდა მიეღოთ ის სასამართლო გადაწყვეტილება, რაც მათ სურდათ, თადუმაძე პასუხობს, რომ არ იცის, რაზე საუბრობენ მისი კოლეგები.

“არ ვიცი, რას ამბობენ. არ ვარ ამაზე ინფორმირებული. მე თუ მეკითხებით ზეწოლის ქვეშ არასდროს მივქცეულვარ”, – განაცხადა თადუმაძემ.