1. Home
  2. TOP სიახლე
  3. 25 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი
25 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

25 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

786
0

ვერძი

შესაძლოა, ამ დღეს სურვილი გაგიჩნდეთ, რომ სილამაზით და ხელოვნებით დატკბეთ. ეცადეთ, ეს შინაგანი მოთხოვნილება დააკმაყოფილოთ. წადით თეატრში, გამოფენაზე ან თავად სცადეთ რაღაც ლამაზის შექმნა. შემოქმედებითი პოტენციალი იზრდება, რაც ახალი საქმის წარმატებით დასრულებაში დაგეხმარებათ.

კურო

თუ სამუშაოს გამო კომპიუტერთან დიდი დროის გატარება გიწევთ, ეცადეთ საღამოს რაც შეიძლება მეტი იმოძრაოთ – სპორტდარბაზს ეწვიეთ ან, უბრალოდ, სუფთა ჰაერზე გაისეირნეთ. ნებისმიერი ფიზიკური აქტივობა თქვენს ენერგიასა და განწყობაზე დადებითად იმოქმედებს და ამისთვის ორგანიზმი მადლობას გეტყვით. ღამე დაძინება არ დააგვიანოთ — კარგი დასვენება ახლა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

ტყუპები

ტყუპებისთვის დამახასიათებელი სიმორცხვე წარმატების მიღწევაში ხელს გიშლით. საჯარო გამოსვლების შიშმა შეიძლება საინტერესო შესაძლებლობებზე უარი გათქმევინოთ. დროა, კომფორტის ზონა დატოვოთ, შიში გადალახოთ და საკუთარ თვითგანვითარებაზე იზრუნოთ. მიუხედავად იმისა, რომ მნიშვნელოვანი ხარჯები გელით, ფინანსურ საკითხებზე ნერვიულობის საფუძველი არ გაქვთ.

კირჩხიბი

მოზღვავებული ენერგია საშუალებას გაძლევთ, თანამოაზრეთა გუნდი შეკრიბოთ და ახალ პროექტებზე მუშაობა დაიწყოთ. ის, რაზედაც სხვები მხოლოდ ოცნებობენ, ამ დღეს შეგიძლიათ რეალობად აქციოთ. ცოტა მეტი თვითდაჯერება გჭირდებათ და ამასაც აუცილებლად მიაღწევთ. მოსალოდნელია ფინანსური სირთულეები, ამიტომ გირჩევთ, ხარჯები აკონტროლოთ და უსარგებლო ნივთების შეძენას მოერიდოთ.

ლომი

მშვიდი და სასიამოვნო დღეა. პიროვნული მომხიბვლელობა და დახვეწილი იუმორი დაგეხმარებათ, რომ უცნობ ადამიანებს თავი მოაწონოთ და ახალი მეგობრები შეიძინოთ. ხელსაყრელი დღეა საქმიანი და პირადი კონტაქტებისთვის, არაფორმალურ გარემოში შეხვედრებისა და მნიშვნელოვანი საკითხების განხილვისთვის. დღის მეორე ნახევარში შეიძლება რაღაც ახალო და უჩვეულო აღმოაჩინოთ.

ქალწული

პირადი ურთიერთობების თვალსაზრისით, ნეიტრალური დღეა. ის საშუალებას გაძლევთ, რომ საკუთარ ნაკლოვანებებზე იმუშაოთ და ბოლო დროს დაშვებული შეცდომები გამოასწოროთ. კოლეგის დახმარება დაწყებული საქმის დროულად დასრულებაში წაგადგებათ. ყურადღება არ მოადუნოთ – შესაძლოა, კონკურენტებმა თქვენთვის ხაფანგის დაგება სცადონ. აკონტროლეთ ყველა ინფორმაცია და მოსალოდნელი ნაბიჯები ხელმძღვანელებთან შეათანხმეთ.

სასწორი

ამ დღეს ბევრი სასარგებლო საქმის გაკეთება შეგიძლიათ. მთავარია, სწორად განსაზღვროთ, რა როლის შესრულება შეგიძლიათ საერთო საქმეში. დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია კონკურენტთან დაპირისპირება— მზად იყავით, რომ თქვენი ოპონენტს საკმაოდ დამაჯერებელი არგუმენტები ექნება.

მორიელი

შესაძლოა, ახალმა ამბავმა განწყობას გაიფუჭოთ, თუმცა მეგობრის დახმარებით პრობლემას ადვილად გაუმკლავდებით. პირად ურთიერთობებში სტაბილური პერიოდი გაქვთ — ოჯახის წევრებთან საერთო ენას მარტივად პოულობთ. ეცადეთ, ეს ჰარმონია რაც შეიძლება დიდხანს შეინარჩუნოთ. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებამდე ეცადეთ, მომხდარის მიზეზი დაადგინოთ.

მშვილდოსანი

დილიდან დაბნეული ხართ და ყურადღების მოკრება გიჭირთ, ამიტომ განსაკუთრებით ფრთხილად უნდა იყოთ — შესაძლოა, უმნიშვნელო შეცდომამ უსიამოვნო სიტუაციაში ჩაგაგდოთ. ყურადღება მიაქციეთ საბუთებს, ფულს და სხვა მნიშვნელოვან დეტალებს. ამ დღეს სიფრთხილე საუკეთესო მრჩეველია. ახლობელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროსი თაობის წარმომადგენლებთან ურთიერთობაში მოსალოდნელია პრობლემები.

თხის რქა

თუ საცხოვრებელი ადგილის შეცვლა ან შორი მგზავრობა გაქვთ დაგეგმილი, უმჯობესია, ჯერჯერობით მხოლოდ მზადებით დაკმაყოფილდეთ. ახლა აქტიურობისთვის არახელსაყრელი დროა. ყურადღება მიაქციეთ საკუთარ ემოციებს — ხელმძღვანელობასთან ან ახლობლებთან ხშირი კამათი წინსვლაში ხელს გიშლით. თქვენი გულუბრყვილობა უპატიოსნო ადამიანს შანსს აძლევს, რომ საკუთარი მიზნებისთვის გამოგიყენოთ.

მერწყული

უახლოეს დღეებში ტყუილებსა და ინტრიგებთან შეჯახება მოგიწევთ. თქვენი პრინციპებიდან გამომდინარე, გირჩევთ, ჭორიკანა ადამიანებისგან თავი შორს დაიჭიროთ. ადრე იქნება თუ გვიან, მათი ქმედება თქვენს ინტერესებს დააზიანებს. დაგეგმეთ დღეები წინასწარ, რათა ყველაფერი მოასწროთ და უსიამოვნებებს თავი აარიდოთ.

თევზები

თქვენი ემოციურობა და ზოგჯერ აგრესია ირგვლივ მყოფ ადამიანებს აფრთხობს. ასე თუ გააგრძელებთ, შეიძლება მარტო დაგტოვონ იმ ამოცანებთან, რომელთა მოგვარება კოლექტიურ ძალისხმევას მოითხოვს. ეცადეთ, ემოციები აკონტროლოთ და საკუთარი აზრის გამოხატვა ზომიერად, ურთიერთპატივისცემის ფარგლებში შეძლოთ. არ არის გამორიცხული, რომ შემთხვევით იმ ადამიანს შეხვდეთ, რომელმაც წარსულში გული გატკინათ