1. Home
  2. სიახლეები
  3. საზოგადოება
  4. 25 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი
25 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

25 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

1.14K
0

ვერძი

იმაზე, თუ რა დამოკიდებულება გაქვთ მომხდარის მიმართ, ბევრი რამ არის დამოკიდებული. დილა შეიძლება წარუმატებელი მოგეჩვენოთ, მაგრამ სიტუაცია თანდათან გაუმჯობესდება. მთავარია, მოვლენების განვითარება სხვა კუთხიდან დაინახოთ და გარკვეული უპირატესობები იპოვოთ. შესაძლოა, ამაში დაგეხმარონ ადამიანები, რომლებთანაც ადრე მეგობრობდით ან თანამშრომლობდით.

კურო

მუშაობისთვის განწყობილი არ ხართ და ყველა შესაძლებლობას იყენებთ, რომ დავალების შესრულებას თავი დააღწიოთ. უსარგებლო კამათსა და ცარიელ საუბრებში დიდ დროს კარგავთ. საკუთარი თვალსაზრისის დაცვას მოახერხებთ, მაგრამ ახლობელ ადამიანს ძალიან გაანაწყენებთ. ეცადეთ, სამუშაოს ძალიან სერიოზულად მოეკიდოთ, რადგან შეცდომებს მხოლოდ ასე აიცილებთ.

ტყუპები

ხელსაყრელი დღეა მოკავშირეების მოსაძებნად და თანამოაზრეებთან ძალების გასაერთიანებლად. მიუხედავად იმისა, რომ ბევრ საკითხში უდავო ლიდერი ხართ, სხვა ადამიანების აზრითაც უნდა დაინტერესდეთ. დღის მეორე ნახევარი ხელსაყრელია ფიზიკური აქტივობებისა და სპორტისთვის.

კირჩხიბი

საკუთარი თავისა და ახლობლების გახარება გსურთ, მაგრამ საღი აზრი გკარნახობთ, რომ ახლა ამისთვის შესაფერისი დრო არ არის. გირჩევთ, საეჭვო პროექტებში ჩართვას მოერიდოთ და საქმიან ურთიერთობებში სიფრთხილე გამოიჩინოთ – ვიღაცამ შეიძლება თქვენი მოტყუება და საკუთარი ინტერესებისთვის გამოყენება სცადოს.

ლომი

მშვიდი და ნაყოფიერი დღეა. ცდილობთ, უსაქმოდ არ იჯდეთ და ყველა შესაძლებლობას იყენებთ იმ პრობლემების მოსაგვარებლად, რომლებიც ბოლო დროს გაწუხებთ. განსხვავებული მოსაზრების გამო, ზოგჯერ მეგობრებთან და მოკავშირეებთან კამათობთ, მაგრამ კომპრომისის პოვნას ყოველთვის ახერხებთ. დღის მეორე ნახევარში გამორიცხული არ არის, რომ გეგმების შეცვლა მოგიწიოთ.

ქალწული

მშვენიერი დღეა, რომელიც შესაძლებლობას გაძლევთ, თქვენი საუკეთესო თვისებები გამოავლინოთ, ასევე გარშემო მყოფებზე ბევრი საინტერესო ინფორმაცია მიიღოთ. ერთი შეხედვაც კი საკმარისია, რომ სრულიად უცნობ ადამიანებზე სწორი შთაბეჭდილება შეგექმნათ. ფინანსური თვალსაზრისითაც ხელსაყრელი დღეა, თუმცა გამორიცხული არ არის, რომ დაუფიქრებლად, უსარგებლო საგანი შეიძინოთ.

სასწორი

შთამაგონებელი მოვლენებით სავსე დღეა. თავადაც გიკვირთ, ისე სწრაფად უმკლავდებით პრობლემებს, რომლებიც ადრე დაუძლეველი ჩანდა. უჩვეულოდ გამახვილებული ინტუიცია დაგეხმარებათ, დაინახოთ ის, რაზედაც ადრე მხოლოდ ბუნდოვანი წარმოდგენა გქონდათ.

მორიელი

მოვლენებით მდიდარი დღეა. ხელსაყრელია ახალი, თუნდაც ძალიან რთული საქმის დაწყება. ადრე მიღებული ცოდნა ძალიან გამოგადგებათ. ახლობლებთან ურთიერთობა დაძაბულია, რაშიც თავად ხართ დამნაშავე. ეცადეთ, სხვა ადამიანების მოსმენა და მათი აზრის გათვალისწინება ისწავლოთ.

მშვილდოსანი

არც თუ ისე ნაყოფიერი, მაგრამ თანამოაზრეებთან ურთიერთობისთვის ხელსაყრელი დღეა. არ არის გამორიცხული, რომ მოულოდნელი შეთავაზება მიიღოთ. პასუხის გაცემამდე კარგად აწონ-დაწონეთ ყველა დადებითი და უარყოფითი მხარეები. დღის მეორე ნახევარი ხელსაყრელია გავლენიან ადამიანებთან ურთიერთობისთვის.

თხის რქა

რაც არ უნდა მოხდეს, ეცადეთ სიმშვიდე შეინარჩუნოთ და მცირე გაუგებრობის გამო საყვარელ ადამიანებს არ ეკამათოთ. დღეს ბევრი რამ იმაზეა დამოკიდებული, რამდენად ახერხებთ ემოციების კონტროლს. პოზიტიური ტენდენციების გავლენა იზრდება და მალე ყველა სირთულე უკან დარჩება. დღის მეორე ნახევარი სავსეა ახალი შესაძლებლობებით.

მერწყული

ყურადღება არ მოადუნოთ. ამ დღეს ბევრი მოვლენა უფრო მნიშვნელოვანი და სერიოზულია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. თუ მომხდარში დროულად გაერკვევით და სწორ დასკვნებს გამოიტანთ, შეიძლება მომავალში პრობლემები თავიდან აიცილოთ. გარშემო მყოფებთან ურთიერთობაში, წინდახედულობის წყალობით, პროვოკაციებს არ ჰყვებით და საქმე კონფლიქტამდე არ მიგყავთ – ასე გააგრძელეთ!

თევზები

ეს დღე არც ისე სასიამოვნო სიახლეებს მოგიტანთ. ნუ იჩქარებთ დასკვნების გამოტანას. როცა სიტუაციაში გაერკვევით, მიხვდებით, რომ საქმე არც ისე ცუდადაა. უმჯობესია, საკუთარ ინტუიციას ენდოთ, ვიდრე სხვების რჩევას. ვიღაცის დაუფიქრებლად ნათქვამმა სიტყვამ შეიძლება გული გატკინოთ.