24 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი
სავარაუდოდ, ამ დღეს სასიამოვნო სიახლეს შეიტყობთ, რომელიც თქვენს მომავალზე გავლენას მოახდენს. მეგობრებთან შეხვედრა და გართობა განწყობას აგიმაღლებთ და ენერგიით აგავსებთ. გირჩევთ, საკუთარი შესაძლებლობები ობიექტურად შეაფასოთ და მიუწვდომელი მიზნები არ დაისახოთ, რათა იმედგაცრუებული არ დარჩეთ.
კურო
თუ ვინმესთან ნაჩხუბარი ხართ, ახლა შესაფერისი დროა ყველა სადავო საკითხის გარკვევისთვის. 24 თებერვალს კუროს მეტი ურთიერთობა და ახლობელ ადამიანებთან თავის პრობლემებზე საუბარი სჭირდება. გირჩევთ, თანამოსაუბრეს ყურადღებით მოუსმინოთ და შემოთავაზებულ პირობებს დათანხმდეთ. ფრთხილად იყავით ახალ ნაცნობებთან ურთიერთობაში და გულწრფელობისგან თავი შეიკავეთ.
ტყუპები
ხალისიანი განწყობა და ოპტიმიზმი ამ დღეს დაგეგმილი დავალებების შესრულებაში დაგეხმარებათ. რემონტისა და ინტერიერის შეცვლისთვის ხელსაყრელი დროა. ნუ მოგერიდებათ საკუთარი პრობლემების საყვარელი ადამიანებისთვის გაზიარება. მათი რჩევა ძალიან გამოგადგებათ. ვიღაც თქვენით მანიპულირებას ცდილობს. უსმინეთ თქვენს შინაგან ხმას და ნუ მისცემთ არაკეთილსინდისიერ ადამიანებს უფლებას, რომ თქვენით ისარგებლონ.
კირჩხიბი
ეს დღე მთლიანად დასვენებას და ძალების აღდგენას უნდა დაუთმოთ. თუ ფიზიკური სამუშაოს შესრულება მაინც მოგიწიათ, ეცადეთ ეს ძალიან ფრთხილად აკეთოთ და ჯანმრთელობა აკონტროლოთ. გამორიცხული არ არის, რომ ძველი, არასწორი გადაწყვეტილებები ბუმერანგივით დაგიბრუნდეთ და ცხოვრება გაგირთულოთ. ფიზიკური აქტივობისა და ჯანსაღი კვების შესახებ არ დაივიწყოთ.
ლომი
შესაძლოა, მოულოდნელად მიიღოთ პასუხი კითხვაზე, რომელიც დიდი ხანია გაწუხებთ. გამორიცხული არ არის, რომ ურთიერთობა აღადგინოთ ადამიანთან, რომელსაც დიდი ხნის წინ, უმნიშვნელო კამათის გამო დაცილდით. ამ დღეს ახალი, რთული საქმეების დაწყება არ უნდა სცადოთ, პირიქით, ყურადღება წარსული შეცდომების გამოსწორებაზე ან დაწყებულის დასრულებაზე გაამახვილეთ.
ქალწული
დიდი ხნის მანძილზე დაგროვილი საქმეები გაიძულებთ, რომ დილა აქტიურად დაიწყოთ და მაქსიმალური ძალისხმევა გამოიჩინოთ. ახლობელ ადამიანებს თქვენი მხარდაჭერა სჭირდებათ და იმედი არ უნდა გაუცრუოთ. ხელსაყრელი დროა პირადი ურთიერთობების გასაძლიერებლად – ეცადეთ, საყვარელი ადამიანი რომანტიკული პაემნით და ლამაზი საჩუქრით გაახაროთ და სასიამოვნო სიურპრიზი მოუწყოთ.
სასწორი
ამ დღეს შეცდომის დაშვების ან უსიამოვნო სიტუაციაში მოხვედრის ალბათობა მაღალია, ამიტომ, რასაც უნდა აკეთებდეთ, სიფრთხილე გამოიჩინეთ და ყურადღება არ მოადუნოთ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ურთიერთობა შეამციროთ და დაისვენოთ. სამსახურში გადაღლამ შეიძლება ჯანმრთელობასა და იმუნიტეტზე უარყოფითად იმოქმედოს. სავარაუდოდ, შესაძლებლობა გექნებათ, ფინანსური მდგომარეობა გაიუმჯობესოთ. მთავარია, შანსი ხელიდან არ გაუშვათ.
მორიელი
ეცადეთ, საქმეს შემოქმედებითად მიუდგეთ და პრობლემის მოგვარების უმოკლესი გზა მოძებნოთ. გახსოვდეთ, რომ ყველაფერი თქვენს გამჭრიახობაზეა დამოკიდებული. შეიძლება ისეთი ვითარება შეიქმნას, რომ საყვარელი ადამიანების ან მეგობრებისგან რაღაცის დამალვა მოგიწიოთ. კითხვაზე პასუხის მისაღებად საკუთარ ინტუიციას უნდა უსმინოთ.
მშვილდოსანი
დატვირთული დღის განრიგის მიუხედავად, ეცადეთ, სახლის საფუძვლიანი დალაგებისთვის დრო გამონახოთ. გარდა იმისა, რომ სასარგებლო საქმეს გააკეთებთ, ფიზიკური აქტივობა სტრესისგან გათავისუფლებასა და აზრების დალაგებაშიც დაგეხმარებათ. სიახლეებისა და ექსპერიმენტებისთვის არახელსაყრელი დღეა, ამიტომ რასაც არ უნდა აკეთებდეთ, გეგმას მიჰყევით და წესები დაიცავით.
თხის რქა
რაც შეიძლება ბევრის მოსწრების სურვილმა შესაძლოა, ჯანმრთელობის პრობლემები შეგიქმნათ. უმჯობესია, პასუხისმგებლობები კოლეგებს ან ოჯახის წევრებს გაუნაწილოთ და დასვენების დრო გამონახოთ. უსმინეთ საკუთარ სხეულს, დაისვენეთ და ყურადღება სასიამოვნო საქმეებზე გადაიტანეთ. ნუ ეცდებით, ადამიანებს საკუთარი შეხედულებები თავს მოახვიოთ და როცა შესაძლებელია, დაუთმეთ.
მერწყული
ახლობელ ადამიანებთან ხშირი ურთიერთობა დაგეხმარებათ, რომ მნიშვნელოვან კითხვებზე პასუხი იპოვოთ და ჩახლართულ სიტუაციაში გაერკვიოთ. შეთავაზებაზე უარს ნუ იტყვით – არის შანსი, რომ პროფესიული დონე გაიუმჯობესოთ. გირჩევთ, გადაწყვეტილების მიღებისას საკუთარ შინაგან ხმას უსმინოთ.
თევზები
მოჭარბებული ენერგია საშუალებას მოგცემთ, რომ რთული დავალება დროულად დაასრულოთ. აკონტროლეთ ემოციები, რათა ახლობელთან უმნიშვნელო კინკლაობა დიდ კონფლიქტში არ გადაიზარდოს. თუ მოთმინებას გამოიჩენთ, მცირე პრობლემები თავისთავად მოგვარდება, დიდი პრობლემებისგან კი სიფრთხილე და წინდახედულობა დაგიცავთ.