1. Home
  2. TOP სიახლე
  3. 24 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
24 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

24 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

480
0

ვერძი

გირჩევთ, ახლობელ ადამიანებს მეტი ყურადღება მიაქციოთ. შესაძლოა, მათგან ერთ-ერთი რთულ ვითარებაშია და თქვენი რჩევა და დახმარება სჭირდება. ამ დღეს საკუთარ შესაძლებლობებში ბოლომდე დარწმუნებული ხართ და წარმატებაში ეჭვი არ გეპარებათ. მზად იყავით დროებითი ფინანსური სირთულეებისთვის.

კურო

ეცადეთ, მთელი დღის განმავლობაში სიმშვიდე და პოზიტიური განწყობა შეინარჩუნოთ. გაითვალისწინეთ, რომ ნერვიულობით ან ახლობლებზე გაბრაზებით უკეთეს შედეგს ვერ მიაღწევთ. შეთავზებას, როგორი მომხიბვლელიც არ უნდა ჩანდეს, დაუყოვნებლივ არ უპასუხოთ. მოფიქრებისთვის დრო ითხოვეთ და საქმის შესახებ მეტი ინფორმაცია შეაგროვეთ. მოსალოდნელია ტრავმა – გირჩევთ ფიზიკური აქტივობა შეზღუდოთ.

ტყუპები

მშვიდი და ყოველმხრივ ხელსაყრელი დღეა. ყველაფერი შესანიშნავადაა როგორც სამსახურში, ისე პირად ცხოვრებაში. დროა, ძველ, დაუსრულებელ საქმეებს დაუბრუნდეთ და საბუთები მოაწესრიგოთ. ყურადღებით მოუსმინეთ ნებისმიერ ინფორმაციას – მოგვიანებით ის შეიძლება ხელსაყრელად გამოიყენოთ.

კირჩხიბი

თავს მხნედ და ენერგიულად გრძნობთ, ამიტომ შეგიძლიათ, ცხოვრებისეული ცვლილებების განხორციელებას შეუდგეთ, რასაც დიდი ხანია გეგმავთ. ზოგი კირჩხიბი უჩვეულო ნაცნობს ან პარტნიორს გაიჩენს, ზოგს კი თავში საინტერესო იდეა მოუვა. 24 თებერვალი მშვენიერი დღეა ფინანსური საქმიანობისთვის და მოგების მისაღებად.

ლომი

თუ საქმე არჩევაზე მიდგა, უპირატესობა ისეთ საკითხებს მიანიჭეთ, სადაც შემოქმედებითი და არასტანდარტული ხედვის გამოვლენას შეძლებთ. ამ დღეს ყველაზე კარგად გამოგდით საქმეები, რომლებიც ექსპერიმენტებს და შემოქმედებას უკავშირდება. ახალი შეხვედრები სამსახურსა და კარიერაში დაგეხმარებათ. ეცადეთ, დღის მეორე ნახევარში ხარჯები აკონტროლოთ და ფული უსარგებლო ნივთებში არ დახარჯოთ.

ქალწული

ამ დღეს ურთიერთობის დამყარება განსაკუთრებით კარგად გამოგდით. გამოიყენეთ ეს შესაძლებლობა „საჭირო ადამიანებთან“ კავშირის დასამყარებლად. თუ ვინმესთან უთანხმოება გაქვთ, ეს მშვენიერი დღეა ყველა გაუგებრობის გარკვევის, ახსნა-განმარტებისა და კომპრომისის მოსაძებნად.

სასწორი

უსაქმურობა თქვენს განწყობაზე ცუდად მოქმედებს. ეცადეთ, საინტერესო თავსტეხი იპოვოთ და მისი ამოხსნა სცადოთ. უჩვეულო იდეების დამსახურებით უამრავ თანამოაზრეს იპოვით, გაჩნდება ძველი, თქვენთვის ძვირფასი ურთიერთობების აღდგენის შანსი, ამიტომ დროულად უნდა იმოქმედოთ.

მორიელი

ამ დღეს დაბნეულობა და რომანტიკული განწყობა ახლავს. ყურადღების მუშაობაზე გადატანა გიჭირთ და სერიოზული საკითხები მოსაწყენად გეჩვენებათ. განტვირთვას და მორიგი სისულელის ჩადენას გეგმავთ, რასაც მოგვიანებით ძალიან ინანებთ. გამონახეთ დრო გარეგნობის მოსაწესრიგებლად.

მშვილდოსანი

დღის პირველ ნახევარში შეიძლება რთულ ვითარებაში აღმოჩნდეთ, თუმცა, საღამოს მოახლოებასთან ერთად, თავს უფრო მშვიდად და თავდაჯერებულად გრძნობთ და საქმეებსაც უკეთ უმკლავდებით. სამწუხაროდ, გარშემომყოფები ხშირად ცდილობენ ჩაერიონ და გავლენა მოახდინონ თქვენს გადაწყვეტილებაზე.

თხის რქა

აჩქარება მიმდინარე საკითხების სწორად და პროდუქტიულად გადაჭრაში ვერ დაგეხმარებათ. ნუ ეცდებით ყველაფრის ერთდროულად კეთებას – ეს შეცდომებს გამოიწვევს და პროცესი შენელდება. მიჰყევით თქვენს გეგმას და მიზნისკენ ნაბიჯ-ნაბიჯ იარეთ. სავარაუდოდ, მნიშვნელოვან ინფორმაციას მიიღებთ, მაგრამ გირჩევთ, ის გარშემომყოფებთან არ განიხილოთ.

მერწყული

ეცადეთ, ყველა დაგეგმილი საქმე განახორციელოთ და დაწყებული ბოლომდე მიიყვანოთ. მოსალოდნელია მცირე პრობლემები და შეფერხებები, მაგრამ ეს საბოლოო შედეგზე გავლენას არ მოახდენს. კარგი იქნება, თუ რჩევისა და მხარდაჭერისთვის მეგობრებს მიმართავთ, ისინი სიამოვნებით დაგეხმარებიან. ეცადეთ, კამათის დროს მეტი თავაზიანობა გამოიჩინოთ და პიროვნული შეურაცხყოფის მიყენებას მოერიდოთ.

თევზები

მოუსვენარი და დაძაბული დღეა. ცდილობთ, თქვენთვის ჩვეული და კარგად ნაცნობი საქმეები აკეთოთ, მაგრამ გეგმები შეიცვლება და მოულოდნელად, სრულიად უცნობი საქმის კეთება მოგიწევთ. საინტერესო, ჭკვიანი ადამიანები, რომლებსაც ამ დღეს შეხვდებით, დაგეხმარებიან, რომ ბევრ საკითხს სხვა თვალით შეხედოთ.