1. Home
  2. TOP სიახლე
  3. 23 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი
23 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

23 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

564
0

ვერძი

თუ ყოველდღიური საქმეებისგან დაიღალეთ, მალე დასვენებას შეძლებთ.
შესაძლოა, ამ დღეს დაუგეგმავი შემოსავალი მიიღოთ, მაგრამ ამის შესახებ ბევრს ნუ ილაპარაკებთ.
გირჩევთ, ყოველდღიური მენიუ ახალი ბოსტნეულითა და მწვანილით გაამდიდროთ, ხოლო ტკბილეულისა და ცომეულისგან თავის შეკავება ჯობს – ზედმეტი კალორიები თქვენს ჯანმრთელობას ავნებს.

კურო

შესაძლოა, თქვენს ცხოვრებაში გაჩნდეს წინააღმდეგობები, რომელთა მოგვარებაც ადვილი არ იქნება. ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს მოერიდოთ, განსაკუთრებით ურთიერთობების სფეროში. გაუგებრობა მანამდე უნდა მოაგვაროთ, სანამ უფრო სერიოზულ პრობლემად იქცევა. გულწრფელი საუბარი სიტუაციის გარკვევაში დაგეხმარებათ.
გირჩევთ, გაუთვალისწინებელი შემოსავლის მიღებისას, პირველ რიგში, ვალები დაფაროთ.
ოჯახის უფროსი წევრის რჩევა ძველი პრობლემის თქვენთვის სასურველი შედეგით გადაჭრაში დაგეხმარებათ.

ტყუპი

დადგა დრო, რთული გადაწყვეტილება მიიღოთ. შეეცადეთ, თავიდან აიცილოთ კამათი, განსაკუთრებით ფინანსურ საკითხებზე. თუ მეუღლესთან ურთიერთობის გაუმჯობესება გსურთ, ეცადეთ საკუთარ სიტყვებს მეტი ყურადღება მიაქციოთ.
ამ დღეს თავში საინტერესო იდეა მოგივათ. შინაგანი ხმა გიკარნახებთ, როდის დადგება დრო ამ პროექტის რეალიზაციისთვის.
გირჩევთ, ოჯახურ ბიუჯეტს გადახედოთ და ხარჯები ოდნავ შეამციროთ – ეს დროებითი ზომებია, მაგრამ თქვენთვის ასე ჯობია.
ამ დღეს თავი შეიკავეთ ყველაფრისგან, რამაც შეიძლება ორგანიზმს ზიანი მიაყენოს. განსაკუთრებით ალკოჰოლს ერიდეთ.

კირჩხიბი

ამ დღეს ყოველი შეხვედრა შეიძლება უნიკალურ გამოცდილებად გადაიქცეს, რომელიც ახალ შესაძლებლობებს გაგიხსნით.
შესაძლოა, კოლეგების ან ხელმძღვანელობის მხრიდან უსამართლო დამოკიდებულება იგრძნოთ, მაგრამ ეცადეთ მოთმინება და გამძლეობა გამოიჩინოთ.
გამორიცხული არ არის, რომ დღის მეორე ნახევარში მნიშვნელოვანი ცნობები მიიღოთ.
დაიწყეთ ვარჯიში — მსუბუქი ფიზიკური დატვირთვა თქვენთვის სასარგებლო იქნება, მეტაბოლიზმს დააჩქარებს და იმუნიტეტს გააძლიერებს.

ლომი

ამ დღეს საყვარელი ადამიანის წინაშე თქვენი მაღალი ინტელექტის დემონსტრირება მოგიწევთ. ნუ მიაქცევთ ყურადღებას მის კრიტიკულ შენიშვნებს. თუ ამის გაკეთება გიჭირთ, ჯობია, დროებით გაერიდოთ.
დღე იქნება არათანმიმდევრული: დილიდან შეძლებთ ზოგიერთი გეგმების განხორციელებას, პარტნიორებთან ურთიერთობა და უფროსთან საუბარი კი სარგებელს მოგიტანთ.
ამ პერიოდის დევიზი ზომიერება უნდა გახდეს და ეს ცხოვრების ყველა სფეროს ეხება.

ქალწული

გულს ნუ ატკენთ იმას, ვინც თქვენთვის ძვირფასია. ეცადეთ, უფრო დამთმობი გახდეთ და დაშვებული შეცდომები აპატიოთ.
ოჯახში მოსალოდნელია კამათი და დაპირისპირება – მიზეზი ფულის ხარჯვასა და ბავშვების აღზრდასთან დაკავშირებულ საკითხებზე განსხვავებული პოზიციებია.
ვარსკვლავები გირჩევენ, ყურადღება არ მოდუნოთ – სავარაუდოდ, სამსახურში გეგმებში შეუსაბამობებს აღმოაჩენთ.

სასწორი

შესაძლოა, ამ დღეს მხიარულ წვეულებაზე დაგპატიჟონ, სადაც ყოველდღიურობის პრობლემების დავიწყებას შეძლებთ.
გირჩევთ, თქვენი საიდუმლო საუკეთესო მეგობრებსაც კი არ გაუმხილოთ — ახლა ჭორები მხოლოდ ზიანს მოგიტანთ!
სამსახურში არაფერი ისეთი არაფერი მოხდება, რაც განწყობას გაგიფუჭებთ. კოლეგებთან ურთიერთობას ნუ გაურბიხართ – ახლა გუნდურობა ძალიან მნიშვნელოვანია.
გარიგება, რომლისთვისაც დიდი ხანია ემზადებით, შეიძლება გაუთვალისწინებელი გარემოებების გამო ჩაიშალოს.
თუ ჯანმრთელობა გაწუხებთ, სასურველია, რომ ექიმთან ვიზიტი დროულად ჩანიშნოთ.

მორიელი

პლანეტები ვარაუდობენ, რომ ამ დღეს რომანტიკული მისწრაფებები ყველა საქმეს დაგავიწყებთ, მაგრამ ნუ იჩქარებთ ახლად დაწყებული ურთიერთობის ახალ საფეხურზე გადაყვანას.
ხელსაყრელი დღეა საქმიანი შეხვედრებისა და ახალი იდეების განხილვისთვის.
შესაძლოა, ამ დღეს მიღწეული შედეგებისთვის დაწინაურება ან პრემიაც კი მიიღოთ.
უახლოეს ხანებში დიდი ხარჯი გელით – ეს შეიძლება როგორც სამსახურს, ისე ჯანმრთელობას და პირად ცხოვრებას ეხებოდეს.

მშვილდოსანი

ხელსაყრელი დროა სიყვარულის შემოქმედებითი საქმიანობის და სხვადასხვა სახის ცვლილებებისთვის. ახალი ნაცნობობა ხანგრძლივ და საინტერესო ურთიერთობებს გპირდებათ.
გეჩვენებათ, რომ ახლობელი ადამიანი ძალიან შემაწუხებლად იქცევა, მაგრამ მასთან ურთიერთობის გაწყვეტას ნუ იჩქარებთ – მალე აზრს შეიცვლით.
ეს დღე ფინანსურადაც წარმატებულია — ძველ ვალებს დაგიბრუნებენ ან დიდი ხნის წინ შესრულებული სამუშაოსთვის გადაგიხდიან.
ეცადეთ, ამ დღეს საკუთარ თავს საჩუქარი გაუკეთოთ- ეს ნამდვილად დაიმსახურეთ.

თხის რქა

თუ შესაძლებელია, ამ დღეს ყველაფრისგან დაისვენეეთ — პაუზა არა მხოლოდ სამსახურში, არამედ ურთიერთობებშიც საჭიროა.
სამსახურში განსაკუთრებულად ფრთხილი და შრომისმოყვარე უნდა იყოთ, ეცადეთ თქვენი ანალიტიკური უნარები გამოიყენოთ.
შესაძლებელია მოულოდნელი მხარდაჭერა გავლენიანი პირებისგან.
გარიგების გაფორმებისას მომგებიანი შანსი ხელიდან არ გაუშვათ.
იზრუნეთ საკუთარ თავზე და ჯანმრთელობაზე. ვარსკვლავები გიურჩევენ შვებულების აღებას და პატარა მოგზაურობას — ახალი შთაბეჭდილებები ძალების აღდგენაში დაგეხმარებათ.

მერწყული

მარტოხელა მერწყულის ცხოვრებაში შესაძლოა, ახალი თაყვანისმცემელი გამოჩნდეს და ახალი რომანი დაიწყოს!
ნათესავები ყველგან და ყოველთვის მხარს გიჭერენ, ამიტომ ეცადეთ მათი რჩევები გაითვალისწინოთ.
ამ დღეს შეიძლება თავში ახალი იდეა მოგივიდეთ, რომელიც თავდაპირველად შესანიშნავი მოგეჩვენებათ, მაგრამ განხორციელებას ნუ იჩქარებთ — შესაძლოა, მან წარუმატებლობა მოგიტანოთ.

თევზები

ამ დღეს გარკვეულ წინააღმდეგობასთან მოგიწევთ გამკლავება.
თქვენს ოჯახში არსებული ბოლოდროინდელი უთანხმოება, ბოლოს და ბოლოს, დასრულდება და სიმშვიდე დაისადგურებს.
თუ სამსახურში კოლეგამ დახმარება შემოგთავაზათ, უარს ნუ ეტყვით, რადგან ეს ადამიანი თქვენს დახმარებას გულწრფელად ცდილობს.
ამ დღეს ინტუიციით მოქმედებთ და ეს მიდგომა შექმნილი მდგომარეობის გაუმჯობესებაში დაგეხმარებათ!
იზრუნეთ საკუთარ ჯანმრთელობაზე და ყველანაირად დაიცავით თავი სტრესებისგან.