1. Home
  2. TOP სიახლე
  3. 23 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

23 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

23 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
160
0

ვერძი

გარშემომყოფები ისე გაღიზიანებენ, როგორც არასდროს. გეჩვენებათ, რომ მათ გამო ყურადღება გეფანტებათ და მათთვის ამის დასამტკიცებლად დიდ ძალისხმევას დახარჯავთ. ჯობს დაფიქრდეთ – იქნებ, მათ ტყუილად ადანაშაულებთ და უსამართლოდ ექცევით?

კურო

შესაძლოა, რაღაც ახალს და საინტერესოს წააწყდეთ, რაც თქვენს მომავალზე აისახება. თქვენ ახლა მზად ხართ, ახალ ცხოვრებას შეეგებოთ. თქვენი გული და გონება გახსნილია, ცნობისმოყვარეობა კი საოცარი საქმეების კეთებისკენ გიბიძგებთ.

ტყუპები

სავარაუდოდ, ოპონენტი თავის სათქმელს სახეში მოგახლით. ნაკლებად სავარაუდოა, რომ ამან დაგაბნიოთ. საბრძოლველად განწყობილი ხართ და კონკურენტის განადგურებას ან მასთან დამეგობრებას გეგმავთ. ვიღაცას თქვენი გადაწყვეტილებები შეიძლება პარადოქსულად მოეჩვენოს, სინამდვილეში კი შორსმიმავალ გეგმებს ადგენთ.

კირჩხიბი

ამ დღეს მზად ხართ, ყველასთან და ყველაფერზე იკამათოთ და საკუთარი სიმართლე დაუსრულებლად ამტკიცოთ. რა გაეწყობა! დღეს ასეთ ხასიათზე ხართ. თუმცა თუ თქვენი ბობოქარი ენერგიის კონკრეტულ საქმეზე გადატანას შეძლებთ, შედეგი იმაზე შთამბეჭდავი იქნება, ვიდრე კამათში გამარჯვება.

ლომი

ამ დღეს ნებისმიერ საქმეს ისე სერიოზულად ეკიდებით, თითქოს ამაზე თქვენი სიცოცხლეა დამოკიდებული. ეს ცუდი არ არის, როდესაც საქმე სამსახურს ან მნიშვნელოვან პროექტებს ეხება, ყოველდღიურ საქმეებში კი ასეთი მონდომება ძალიან გამოგფიტავთ. ეს რომ არ მოხდეს, ეცადეთ განსაზღვროთ, რა იმსახურებს თქვენს ძალისხმევას და რა არა.

ქალწული

ნებით თუ უნებლიეთ, ამ დღეს საკუთარი უპირატესობის დემონსტრირებას ახდენთ და მართლაც, ბევრი საქმე შესანიშნავად გამოგდით. ეს არ არის ამპარტავნობა. რასაც არ უნდა ფიქრობდნენ სხვები, ადამიანებისთვის „ზევიდან ყურება“ არ გახასიათებთ. თუ ვინმეს თქვენი შურს, ეს მისი პრობლემაა.

სასწორები

ამ დღეს სრულიად უცნობ ადამიანშიც შეიძლება მონათესავე სული აღმოაჩინოთ. ნათესავებისა და მეგობრების ვიწრო წრე აღარ გაკმაყოფილებთ და გსურთ, რომ ახალი ადამიანები გაიცნოთ და ახალი ურთიერთობები გააბათ. შემთხვევითი თანამგზავრი შეიძლება ყველაზე გულახდილი თანამოსაუბრე გახდეს და ეს საუბარი ბევრ საკითხზე დაგაფიქრებთ.

მორიელი

ნუ აჩქარდებით! ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ დაუფიქრებელ გადაწყვეტილებებს მოერიდოთ. თუნდაც საკუთარ გადაწყვეტილებებში ბოლომდე დარწმუნებული იყოთ, უმჯობესია მისი განხორციელება სამომავლოდ გადადოთ. შეიძლება საკმაოდ მნიშვნელოვანი და საბედისწერო კითხვების წინაშე აღმოჩნდეთ და არასწორი პასუხის ფასი საკმაოდ ძვირი იქნება.

მშვილდოსანი

ეს დღე მშვილდოსანს თავდაჯერებას, სულიერ სიმტკიცეს და სიმშვიდეს მიანიჭებს, რის წყალობითაც ოჯახშიც და სამსახურშიც ნებისმიერ რთულ დავალებას გაუმკლავდებით. თქვენი პრინციპული პოზიციის წყალობით, გარშემო მყოფები თქვენს აზრს ანგარიშს უწევენ და კომპრომისებზე წასვლა უწევთ.

თხის რქა

თქვენი უზარმაზარი ენერგია ახალი შესაძლებლობების გასაღებია! ამ დღეს შეგიძლიათ გააკეთოთ ყველაფერი, რასაც ადრე არარეალურად მიიჩნევდით. არ არსებობს დაბრკოლება, რომელსაც ამ დღეს ვერ გადაჭრით.

მერწყული

ამ დღეს საკუთარი საქმეების მშვიდად კეთებას გეგმავდით, მაგრამ გარშემომყოფები ამის საშუალებას არ გაძლევენ – ითხოვენ, მოითხოვენ, პრეტენზიებს აცხადებენ. დღის ბოლომდე თქვენში დაძაბულობა დაგროვდება და ერთი ნაპერწკალი საკმარისი იქნება დიდი აფეთქებისთვის. ეს გაითვალისწინეთ.

თევზები

ამ დღეს ფასეული იდეებით სავსე ხართ და ცდილობთ, ყველას გაუზიაროთ. დიდი აუდიტორია აუცილებელი არაა, საკმარისია ერთი გონიერი მსმენელი და მყუდრო ადგილი, სადაც ხელს არავინ შეგიშლით. ეს საშუალებას მოგცემთ, საკუთარი იდეა ბრილიანტად აქციოთ.