1. Home
  2. TOP სიახლე
  3. 23 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
23 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

23 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

658
0

ვერძი

დღის პირველი ნახევარი შესაფერისია შემოქმედებითი საქმიანობისთვის, სადაც ფანტაზია და კრეატიულობაა საჭირო. ეცადეთ სამსახურში მოწყენილობა და ერთფეროვნება თავიდან აიცილოთ. დადებითი ენერგიის დახმარებით, ბევრ ადამიანს ცხოვრებას ულამაზებთ, მაგრამ ცოტაოდენი თქვენთვისაც უნდა დაიტოვოთ. საქმის მიმართ გაზრდილი ინტერესი დაგეხმარებათ, რომ კონკრეტულ საქმიანობაში წარმატებას მიაღწიოთ.

კურო

ამ დღეს ბევრი ცდუნება გელით და შეწინააღმდეგება გიჭირთ. ფრთხილად იყავით – ვიღაც ცდილობს, რომ რეალობა ოდნავ დამახინჯებული სახით წარმოგიდგინოთ. ნუ მისცემთ მას თქვენი მოტყუების უფლებას. ახლობელმა ადამიანმა შეიძლება შეხედულება შეიცვალოს და ბარიკადის სხვადასხვა მხარეს აღმოჩნდეთ. მზად იყავით, რომ ამან შეიძლება თქვენი ურთიერთობა გაართულოს.

ტყუპები

ეცადეთ საკუთარი შესაძლებლობები რეალურად შეაფასოთ – ეს შეცდომებისგან დაგიცავთ. საყვარელი ადამიანისთვის მიცემული პირობის შესრულების დროა. ამ დღეს მოტივაციის ნაკლებობას განიცდით, ამიტომ სამუშაოს შესრულება გიჭირთ. სამაგიეროდ, იზრდება თქვენი შემოქმედებითი და სექსუალური პოტენციალი და ადამიანების დარწმუნების უნარი. სასურველია, რომ საღამო მეგობრებთან ერთად, სასიამოვნო გარემოში გაატაროთ ან სუფთა ჰაერზე გაისეირნოთ.

კირჩხიბი

დღის დასაწყისი იდეალური დროა მნიშვნელოვანი საკითხის მოსაგვარებლად. სწორედ ამ დროს შეიძლება შესანიშნავი იდეა გაგიჩნდეთ და დაუყოვნებლივ მისი განხორციელება დაიწყოთ. თანამშრომლობის უჩვეულო შეთავაზება საშუალებას მოგცემთ, გამოიყენოს თქვენი ის უნარები, რომლებითაც განსაკუთრებით ამაყობთ. დღის მეორე ნახევარში მცირე გაუგებრობა მყუდროებას დაგირღვევთ. შეეცადეთ ბრაზი უდანაშაულო ადამიანებზე არ იყაროთ. ოჯახის წევრებისგან სასიამოვნო სიურპრიზი გელით.

ლომი

ამ დღეს რომელიღაც დახლართულ სიტუაციაში გარკვევას მოინდომებთ, მაგრამ თქვენი ძალისხმევა შედეგს არ მოიტანს. სავარაუდოდ, მხოლოდ იღბლის იმედად, ბრმად მოქმედება მოგიწევთ. გაიხსენეთ თქვენი წარსული მიღწევები და გამარჯვებები. ისინი ახალი გამარჯვებისთვის ძალას შეგმატებენ. შესაძლოა, ახლობელი ადამიანის უტაქტო ხუმრობამ თქვენს განწყობაზე უარყოფითად იმოქმედოს.

ქალწული

დახმარების იმედი ნუ გექნებათ – ამ დღეს დამოუკიდებლად უნდა იმოქმედოთ. ხშირად ადამიანები მხოლოდ საკუთარი ინტერესებით ხელმძღვანელობენ, ამიტომ ურთიერთგაგების მიღწევა გაგიჭირდებათ. თუ არ იზარმაცებთ და საქმეს გულს დაუდებთ, იღბალი თქვენს მხარეს იქნება. უახლოეს ხანებში კორპორაციული წვეულება გელით, სადაც საინტერესო ადამიანს გაიცნობთ. პირადი ურთიერთობების თვალსაზრისით, პრობლემები მოსალოდნელი არ არის.

სასწორი

ამ დღეს განწყობა მარტის ამინდივით სწრაფად გეცვლებათ, რაც დისკომფორტს იწვევს. შესაძლოა, იმ ადამიანებმაც კი გაგაღიზიანონ, ვისთანაც ადრე მეგობრობდით. თუ კოლეგებთან მუდმივად კამათობთ, საეჭვოა, რომ საქმე დროულად და წარმატებით დაასრულოთ. მოერიდეთ რამდენიმე საქმის ერთდროულად კეთებას და ძალები საღამოსთვის შემოინახეთ. დღის მეორე ნახევარში სასარგებლოა ფიზიკური დატვირთვა და შემოქმედებითი აქტივობები.

მორიელი

ცდილობთ მიზანს მიაღწიოთ, მაგრამ უმცირესი წარუმატებლობის შემთხვევაშიც კი იმედს და თავდაჯერებას კარგავთ. ბევრი მორიელი მზად არის, ოცნებაც კი დათმოს, მაგრამ ეს ნიშნავს, რომ ყველაფერი, რასაც ამდენი დრო და ძალა შეალიეთ, შეცდომა იყო. დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია საყვარელ ადამიანებთან უთანხმოება, არ არის გამორიცხული კამათი, თუმცა, ძველი მეგობრის დახმარებით, ყველა გაუგებრობას მალე დაივიწყებთ. ამ დღეს მიღებული გამოცდილება მოგვიანებით ბევრჯერ გამოგადგებათ.

მშვილდოსანი

ცდილობთ ყურადღება საქმეზე გადაიტანოთ, მაგრამ ყოველთვის არ გამოგდით, რადგან ყურადღებას გამუდმებით ვიღაც ან რაღაც გიფანტავთ – კოლეგები, სატელეფონო ზარები და ა.შ. ეს იმდენად გაღიზიანებთ, რომ ზოგჯერ ემოციების კონტროლი გიჭირთ. გაუთვალისწინებელი შემოსავალი გელით, მაგრამ თითქმის ყველაფერი ბავშვების საჭიროებებზე ან მოახლოებული დღესასწაულის მზადებაზე დაიხარჯება. სასურველია, რომ საღამო სახლში, საყვარელი ადამიანების გარემოცვაში გაატაროთ.

თხის რქა

მოვლენებით დატვირთული, აქტიური დღეა, რომელიც დაწყებული პროექტის დასრულებაში დაგეხმარებათ. მნიშვნელოვანია, რომ საქმის მიმართ შემოქმედებითი მიდგომა გამოიყენოთ. მეგობრებს საშუალება ექნებათ, რომ თქვენს გასაძლიერებლად არა მხოლოდ მორალური, სხვა სახის დახმარებაც გამონახონ. ნუ აჩქარდებით, რომ სერიოზული შეცდომა არ დაუშვათ. საყვარელ ადამიანთან ურთიერთობისას მოერიდეთ კატეგორიულობას და უხეშობას. ოჯახურ შეკრებაზე შეიძლება კარგი რჩევა მოისმინოთ.

მერწყული

დაბრკოლებების მიუხედავად, მიზნისკენ პატარა ნაბიჯებით, მაგრამ მაინც მიიწევთ. შეიძლება დროდადრო, უკან დაბრუნება და შეცდომების გამოსწორება დაგჭირდეთ, მაგრამ საბოლოოდ მაინც მიაღწევთ იმას, რაც გსურთ. გირჩევთ, მენიუდან ხორცი გამორიცხოთ და ბოსტნეულით ჩაანაცვლოთ. შეამოწმეთ ვარგისობის ვადა წამლებზე და არავითარ შემთხვევაში დოზას არ გადააჭარბოთ. გირჩევთ ადამიანებთან ურთიერთობისას ინტუიციას დაეყრდნოთ – ის არ გიღალატებთ.

თევზები

ამ დღეს თქვენი მისამართით ნათქვამი კრიტიკა განსაკუთრებით მტკივნეული იქნება, მაგრამ ამის გამო კამათის დაწყება და კონფლიქტი არ შეიძლება. დაპირისპირება კარგს არაფერს მოგიტანთ, ამიტომ მთელი ყურადღება დაწყებული სამუშაოს დასრულებისკენ გადაიტანეთ. საღამოს შეგიძლიათ მეგობრებს შეხვდეთ და საკუთარი განცდები გაუზიაროთ. ფრთხილად იყავით მომწამვლელ ნივთიერებებთან და ყურადღებით დააკვირდით მედიკამენტების დოზას.