1. Home
  2. TOP სიახლე
  3. 23 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

23 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

23 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი
267
0

ვერძი

ენერგიით სავსე ხართ და შეგიძლიათ, მთებსაც შეეჭიდოთ. მოსალოდნელია ფინანსური შემოსავალი, მაგრამ ეცადეთ, რომ ყველაფერი ერთიანად არ დახარჯოთ. უფროს ნათესავებთან და მეგობრებთან ურთიერთობა ხალისიანი და სასარგებლო იქნება. სასურველია, ერთად დასვენებისთვის დრო და სახსრები გამონახოთ.

კურო

ეს დღე საყვარელ ადამიანთან დაკავშირებით მღელვარებას მოგიტანთ, მაგრამ ახალი ურთიერთობა ძველს მალე დაგავიწყებთ. თუ უცხოელი მეგობრები გყავთ, საუკეთესო დღეა მათთან შესახვედრად. ადამიანს, რომელიც ბევრჯერ დაგეხმარათ, თქვენი მხარდაჭერა სჭირდება და ეცადეთ, იმედი არ გაუცრუოთ.

ტყუპები

ამ დღეს მშობლებთან და ახლო ნათესავებთან ურთიერთობაში სირთულეები გელით, თუმცა ეცადეთ, უხეშობას მოერიდოთ და ემოციები აკონტროლოთ. გირჩევთ, შეხვედრები და საქმიანი მოლაპარაკებები დილას დაგეგმოთ, საღამოს ამისთვის ვეღარ მოიცლით.

კირჩხიბი

ამ დღეს სამსახურში ძალიან ფრთხილად და ყურადღებით უნდა იყოთ – ვიღაც თქვენთვის ხაფანგის დაგებას ცდილობს. მთელი დღე უგუნებოდ იქნებით სანამ არ შეხვდებით ადამიანს, რომელიც უსიამოვნებას დაგავიწყებთ. მზად იყავით სიურპრიზებისთვის, რადგან ყველაფრის დაგეგმვა არ შეიძლება.

ლომი

ამ დღეს ბიზნესში სერიოზული ცვლილებები გელით. თავი შეიკავეთ ახალი პროექტის დაწყებისგან, სანამ ძველს არ დაასრულებთ. თუ თავს დაღლილად გრძნობთ და ყურადღების კონცენტრაცია გიჭირთ, დროა შვებულების აღებაზე იფიქროთ.

ქალწული

თუ ადრე გაიღვიძებთ და არ იზარმაცებთ, ყველა დაწყებული საქმის დასრულებას შეძლებთ. მოერიდეთ საყვარელ ადამიანთან კამათს, ეს შეიძლება დიდ კონფლიქტში გადაიზარდოს და თქვენი ურთიერთობა საბოლოოდ დაანგრიოს. გირჩევთ, საღამო სიყვარულსა და გართობას დაუთმოთ.

სასწორი

ხელსაყრელი დღეა მშენებლობის, ტექნოლოგიებისა და მომსახურების სფეროში დასაქმებული სასწორებისთვის. ამ დღეს თქვენი თაყვანისმცემელთა რაოდენობა გაორმაგდება. უფროსებთან რთული საუბარი საბოლოოდ რეპუტაციის განმტკიცებაში დაგეხმარებათ.

მორიელი

ხელსაყრელი დღეა მავნე ჩვევებზე უარის თქმისა და ჯანსაღი ცხოვრების დაწყებისთვის. ფრთხილად იყავით პარტნიორების არჩევისას – ეს ურთიერთობა დიდხანს გაგრძელდება და მოგვიანებით ვეღარაფერს შეცვლით. ვარსკვლავები ამ დღეს დაგეგმილი საქმეების წარმატებით დასრულებაში დაგეხმარებათ.

მშვილდოსანი

ამ დღეს ნებისმიერ წვეულებას გაამხიარულებთ და გაალამაზებთ. თუ გაგიმართლათ, შეიძლება პირადი ცხოვრების რომელიღაც მტკივნეული პრობლემების გადაჭრა შეძლოთ. გადადეთ ფინანსური პრობლემების მოგვარება და რაც მთავარია, საბუთებს ხელი არ მოაწეროთ.

თხის რქა

დილიდან აქტიური ხართ და ყველა საქმე გამოგდით, რომელსაც ხელს მოჰკიდებთ. ფული, რომელსაც დღეს ასესხებთ, დიდი დაგვიანებით ან საერთოდ არ დაგიბრუნდებათ. ხვდებით, რომ გადაიღალეთ და საქმე ისე გღლით და გაღიზიანებთ, როგორც არასდროს. მზად იყავით სიურპრიზებისთვის, რადგან ყველაფრის დაგეგმვა არ შეიძლება.

მერწყული

დღევანდელი საღამო ოჯახურ ურთიერთობებს უფრო ჰარმონიულს გახდის. არ არის გამორიცხული, რომ ადამიანმა, ვისაც ყველაზე მეტად ენდობით, იმედი გაგიცრუოთ. ხანმოკლე ფინანსურმა სირთულეებმა არ უნდა შეგაშინოთ, რადგან მალე უცხოეთიდან დახმარებას მიიღებთ.

თევზები

ეცადეთ, მეტი მოთმინება გამოიჩინოთ, რათა ნათესავებთან და ქვეშევრდომებთან კონფლიქტი თავიდან აიცილოთ. მთელი ყურადღება საყვარელ ადამიანებზე გაქვთ გადატანილი და ზოგჯერ საკუთარი თავი გავიწყდებათ. ბევრი თევზი საღამოს სიყვარულსა და გართობას დაუთმობს.