22 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი
გაქვთ რეალური შანსი, შეიცვალოთ სამსახურებრივი პოზიცია ან თქვენი გავლენის სფერო გააფართოოთ. კარგი დღეა ბინის აურის გასაწმენდად, განსაკუთრებით იმ ადგილის, სადაც უმეტეს დროს ატარებთ. ამ მიზნით გამოიყენეთ სანთლები და საკმეველი. წარმატებით განვითარდება ის საქმე, რომელსაც დღეს დაიწყებთ – მთავარია, სიზარმაცემ არ დაგძლიოთ.
კურო
დღე ხელსაყრელი იქნება მუშაობისათვის, რთული ამოცანების გადაჭრისთვის. საერთო ენის გამონახვას შეძლებთ იმ ადამიანებთან, რომლებსაც ადრე არ ეთანხმებოდით. შესაძლებელია, რომ იპოვოთ მოკავშირეები, რომლებიც მზად არიან მხარი დაგიჭირონ თქვენი ყველაზე გაბედული იდეების განხორციელებაში. საყვარელ ადამიანთან ურთიერთობაში მოსალოდნელია ორმხრივი პრეტენზიები. შეეცადეთ, მშვიდად განიხილოთ ყველაფერი.
ტყუპები
ეს დღე უფრო შესაფერისია დამოუკიდებელი მუშაობისთვის, ვიდრე ერთობლივ პროექტებში მონაწილეობისთვის, რადგან ემოციების მოთოკვა დიდი ხნის მოკავშირეებთანაც კი გაგიჭირდებათ. თუმცა,დღე, მთლიანობაში, სერიოზულ პრობლემებს არ მოიტანს. გარდა ამისა, პოზიტიური ტენდენციების გავლენა საღამოსკენ გაიზრდება – მოსალოდნელია სასიამოვნო სიურპრიზი ან კარგი ახალი ამბავი.
კირჩხიბი
ნუ შეგეშინდებათ ცვლილებების, მით უმეტეს, თუ რაიმე ახლის სწავლას ან ახალი სასარგებლო ურთიერთობის დამყარებას შეძლებთ.
მშვიდად მიიღეთ სიახლეები. დრო თქვენზე მუშაობს – მთავარია, ის სწორად გაანაწილოთ და შრომასთან ერთად, დასვენებაც შეძლოთ.
ლომი
პროფესიულ საქმეებში ახალი შესაძლებლობები გამოჩნდება. თუ მოულოდნელად ინიციატივის გამოჩენა მოგიწევთ, გამბედაობა გამოიჩინეთ და თავდაჯერებულად იმოქმედეთ. საღამო განსაკუთრებით ხელსაყრელი იქნება ნებისმიერი სახის – როგორც საქმიანი, ასევე პირადი ურთიერთობებისთვის. ეს დღე შესაფერისია როგორც დიდი შეხვედრებისთვის, ასევე სახლში მეგობრული წვეულებისთვის.
ქალწული
დღის დასაწყისში მოერიდეთ სერიოზული საქმის განხილვას და მნიშვნელოვან საუბრებს. ზოგიერთ ქალწულს ძლიერი ემოციები ხელს შეუშლის ინფორმირებული გადაწყვეტილებების მიღებაში, თუმცა დღის მეორე ნახევარში დადებითი ტენდენციების გავლენა გაიზრდება. ოღონდ, ნუ ცდილობთ, შეიძლება სწრაფად გააკეთოთ ყველაფერი – ყურადღებით დაფიქრდით თითოეულ დეტალზე.
სასწორი
დღეს შესაძლოა, ჩვეულებრივზე მეტი საქმე გამოგიჩნდეთ. არ არის გამორიცხული, სამუშაო დღის გეგმებიც შეიცვალოს გარკვეული გაუთვალისწინებელი მოვლენების გამო. თუ სიმშვიდეს შეინარჩუნებთ, სიტუაციასაც სწრაფად აუღებთ ალღოს და საუკეთესო გადაწყვეტილებას მიიღებთ. თქვენს მაგალითს ბევრი გაჰყვება და მადლიერებიც დაგრჩებიან.
მორიელი
ყურადღება მიაქციეთ იმ ნიშნებს, რომლებსაც ბედი გიგზავნით და ყველაფერში წარმატებას მიაღწევთ. კარგი დღეა ახალი პროექტის დეტალების გასარკვევად. ამისთვის დიდი ძალისხმევა მოგიწევთ და საღამოს შინაგანად და ფიზიკურად ძალიან დაღლილი იქნებით, თუმცა საუკეთესო შედეგი ამად ღირდა. ძალების აღდგენაში სპორტი და დაბალანსებული კვება დაგეხმარებათ.
მშვილდოსანი
ახალმა ნაცნობობამ შეიძლება საინტერესო ბიზნესის კარი გაგიღოთ. ამ დღეს შუდარებლად აქტიური იქნებით და, შესაბამისად, ბრწყინვალედ გაართმევთ თავს პროფესიულ მოვალეობებს. ეცადეთ, კოლეგების მიმართ ნაკლებად კრიტიკული იყოთ – ყველას ხომ არ შეუძლია თქვენსავით სწრაფ ტემპში მუშაობა.
თხის რქა
ეს დღე თქვენს კარიერაში ახალ პერსპექტივებს გააჩენს. შესაძლოა, დაწინაურების წინადადებაც მიიღოთ. იმ შემთხვევაში დათანხმდით, თუ დარწმუნებული ხართ, რომ დამოუკიდებლად მოქმედების უნარი გაქვთ.
იზრუნეთ ჯანსაღ კვებაზე, მით უფრო, თუ ბოლო დროს ცხიმიან და მშრალ საკვებზე ხართ გადასული.
მერწყული
შექმნილი სიტუაცია ახალ მიდგომას მოითხოვს. სამსახურში მოსალოდნელია რთული ვითარება, თუმცა თქვენი კომუნიკაბელურობით და ადამიანების ქმედებების სწორი მიმართულებით წარმართვის უნარით ნებისმიერი პრობლემის მოგვარებას შეძლებთ. ზოგადად ეს დღე ბევრ სასარგებლო რამეს მოიტანს.
თევზები
ხელსაყრელი დღეა კომუნიკაციისთვის. საქმეზე შეთანხმებას მოახერხებთ მათთან, ვისთანაც აქამდე მორიგება გიჭირდათ. ზოგიერთი თევზი შემოსავლის ახალ წყაროს იპოვის.
ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ ამ დღეს მაღალია ტრავმის მიღების რისკი. კარგი დღეა საოჯახო საყიდლებისთვის.