
21 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი
დაძაბული დღეა. შესაძლოა, რომელიმე კოლეგამ ან ნაცნობმა სიტყვით ან მოქმედებით გაგანაწყენოთ, მაგრამ საპასუხო რეაქციაზე თავს ნუ შეიწუხებთ. რაც უფრო მშვიდად იქნებით, სიტუაცია მით უფრო სწრაფად მოგვარდება. პირადი ცხოვრება თქვენგან მოთმინების გამოჩენას მოითხოვს. შესაძლოა, საყვარელ ადამიანებს შორის ეჭვი და უნდობლობა გაჩნდეს, თუმცა ამის საფუძველი არ არსებობს.
რჩევა: სხვის ინტრიგებში ნუ ჩაერევით. რაც უფრო ნაკლები რეაქცია გექნებათ პროვოკაციებზე, მით უფრო ადვილი იქნება ეს დღე.
კურო
ამ დღეს კოლეგებთან და ბიზნესპარტნიორებთან ურთიერთობაში სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ. შეიძლება ვიღაცამ სხვა ადამიანების პრობლემების განხილვაში თქვენი ჩათრევა სცადოს. ჯობია, ამისგან თავი შორს დაიჭიროთ და მთელი ყურადღება სამუშაოზე გადაიტანოთ. სამსახურში არახელსაყრელი დღეა ახალი საქმის დასაწყებად, მაგრამ შესაფერისია — მიმდინარე პროექტების დასასრულებლად. თუ პირად ცხოვრებაში თქვენი პარტნიორი ჩვეულებრივზე ცივად იქცევა, დასკვნების გამოტანას ნუ იჩქარებთ. შესაძლოა, მან განცდები დაუგროვდა, რომელთა განხილვისთვის ჯერ მზად არ არის.
რჩევა: ნუ ეცდებით ყველას ასიამოვნოთ – ახლა მნიშვნელოვანია საკუთარ კომფორტზე და არა სხვის მოლოდინებზე იზრუნოთ.
ტყუპები
ამ დღემ შეიძლება მოულოდნელი სირთულეები მოგიტანოთ, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ბოლო დროს საკუთარ აზრს მეტისმეტად ღიად გამოხატავთ და სათქმელს პირდაპირ ამბობთ. შესაძლოა, ვიღაცამ ძველი წყენა გაიხსენოს ან თქვენთვის პროვოკაციის მოწყობა სცადოს. შეეცადეთ, სამსახურში დისკუსიაში მონაწილეობას მოერიდოთ — მით უფრო, თუ ის პირად თემებს ეხება. პირად ცხოვრებაში მცირე გაუგებრობა გელით. შესაძლოა, პარტნიორმა თქვენგან უყურადღებობა იგრძნოს. ეცადეთ, მასზე ზეწოლა არ მოახდინოთ და საკუთარ თავში გარკვევის საშუალება მისცეთ.
რჩევა: აკონტროლეთ საკუთარი სიტყვები — დღეს მათ შეიძლება მოულოდნელი შედეგი მოჰყვეს.
კირჩხიბი
თავი შორს დაიჭირეთ მათგან, ვინც გაღიზიანებთ. თქვენს გარემოცვაში არიან ადამიანები, რომლებსაც თქვენი წარმატების შურთ ან ცდილობენ უსარგებლო კამათში ჩაგითრიონ. ეცადეთ, კონფლიქტებში არ ჩაერიოთ და თქვენი გეგმები სანდო ადამიანებსაც კი არ გაუზიაროთ. მარტოხელა კირჩხიბები გრძნობენ, რომ მათი ემოციური მდგომარეობა არასტაბილურია – ვარსკვლავები გირჩევენ, წარსულზე ფიქრი შეწყვიტოთ და მომავლის გეგმები დაისახოთ. უმჯობესია საღამო საკუთარ თავს დაუთმოთ – დამამშვიდებელი აბაზანა, საყვარელი მუსიკა ან კითხვა ძალების აღდგენაში დაგეხმარებათ.
რჩევა: გაუფრთხილდით საკუთარ ძალებს და მოერიდეთ ადამიანებს, რომლებიც თქვენით მანიპულირებას ცდილობენ.
ლომი
ეს დღე თქვენგან თვითკონტროლს მოითხოვს. შესაძლოა, კოლეგამ ან ნაცნობმა სიტყვით და მოქმედებებით თქვენი გაღიზიანება სცადოს. მნიშვნელოვანია გახსოვდეთ, რომ ყველა კონფლიქტი თქვენს პასუხს არ საჭიროებს. პროფესიულ სფეროში უმჯობესია, ახალი პროექტები არ დაიწყოთ, რადგან მოულოდნელი სირთულეები გელით. გირჩევთ, მოლაპარაკებებში ნეიტრალური პოზიცია შეინარჩუნოთ.
რჩევა: ნუ მისცემთ უფლებას სხვის ემოციებს, რომ თქვენი განწყობა მართოს. ყურადღება გაამახვილეთ იმაზე, რაც ნამდვილად მნიშვნელოვანია.
ქალწული
მიზნისკენ მიმავალ გზაზე შეიძლება მცირე დაბრკოლება შეგხვდეთ, მაგრამ საბრძოლო განწყობა დაგეხმარებათ, ისინი ზედმეტი ძალისხმევის გარეშე დაძლიოთ. შეიძლება მოულოდნელი შეთავაზება მიიღოთ, რომელიც სწრაფ შეფასებას მოითხოვს. თქვენს პირად ცხოვრებაში შეიძლება ახალი იდეები ან გეგმები გაჩნდეს, რომლებიც ცვლილებებისკენ გიბიძგებენ.
რჩევა: დასკვნების გამოტანას ნუ იჩქარებთ — ჯობია, გადაწყვეტილების მიღებამდე ყველა ვარიანტი განიხილოთ.
სასწორი
შესაძლოა, ამ დღემ მოულოდნელი კონფლიქტი მოგიტანოთ. სამსახურში უმჯობესია მხოლოდ ყველაზე მნიშვნელოვანი საქმეები აკეთოთ და თავი ზედმეტი ვალდებულებებით არ დაიტვირთოთ. ვარსკვლავები გირჩევენ, ამ დღეს საყვარელ ადამიანთან ურთიერთობის გარკვევას მოერიდოთ. უმჯობესია საღამო განმარტოებით, მშვიდ ატმოსფეროში გაატაროთ.
რჩევა: ზოგჯერ ჰარმონიის შენარჩუნისთვის უსარგებლო დისკუსიებში არ უნდა ჩაერთოთ. შეინარჩუნეთ დისტანცია იმ ადამიანებთან, ვისაც თქვენს ცხოვრებაში სტრესი მოაქვს.
მორიელი
ამ დღეს შეიძლება არაკეთილგანწყობილი ადამიანებისგან მოულოდნელი ინტრიგები და ფარული პროვოკაციები წამოვიდეს. გამორიცხული არ არის, რომ ვიღაცამ თქვენი გულუბრყვილობით სარგებლობა სცადოს. ეცადეთ ემოციებს არ აჰყვეთ და მონაწილეობა არ მიიღოთ კამათში, რომელიც შეიძლება თქვენ წინააღმდეგ შემობრუნდეს. სამსახურში მოერიდეთ ჭორიკანა კოლეგებს. ახალი წამოწყებისთვის არახელსაყრელი დროა.
რჩევა: თავი შორს დაიჭირეთ ადამიანებთან, რომლებიც ორაზროვნად იქცევიან. ეცადეთ ზედმეტი ემოციებისა და სხვა ადამიანების უარყოფითი გავლენისგან თავი დაიცვათ.
მშვილდოსანი
ყველაფერს ნუ დაიჯერებთ, რასაც ამ დღეს გაიგებთ. შესაძლოა, ვიღაც ჭორებით ან ორაზროვანი მინიშნებებით თქვენს დაბნევას ცდილობს. ვარსკვლავები გირჩევენ, სიმართლის გარკვევაზე დრო არ დაკარგოთ და ყურადღება საკუთარ ამოცანებზე გადაიტანოთ. თუ სხვის საქმეებში არ ჩაერევით, პროფესიულ სფეროში დღე მშვიდად ჩაივლის,.
რჩევა: ჭორებსა და ვარაუდებს არ ენდოთ და თითოეული ინფორმაცია საგულდაგულოდ გადაამოწმეთ.
თხის რქა
ამ დღეს სიტყვებსა და ქმედებებში სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ. გირჩევთ, სამსახურში საკუთარი აზრი ღიად არ გამოხატოთ. მით უმეტეს, თუ ეს თქვენი უფროსების ან კოლეგების პოზიციას ეწინააღმდეგება. არახელსაყრელი დღეა კამათისა და საკუთარი უფლებების დასაცავად — ჯობია, მნიშვნელოვანი დისკუსიები უფრო ხელსაყრელ მომენტამდე გადადოთ.
რჩევა: ნუ ცდილობთ, თქვენ ირგვლივ ყველაფერი აკონტროლოთ. ზოგჯერ ჯობია, უბრალოდ მოვლენების განვითარებას დაელოდოთ.
მერწყული
ამ დღეს საკუთარი სიტყვები უნდა აკონტროლოთ, რათა უნებურად ვინმეს გრძნობები არ შეურაცხყოთ ან ისეთი რამ არ თქვათ, რაც დაძაბულობას გამოიწვევს. სამსახურში ნეიტრალური პოზიცია შეინარჩუნეთ და კოლეგების პირადი ცხოვრება არ განიხილოთ – გამორიცხული არ არის, თქვენი სიტყვები თქვენ წინააღმდეგ გამოიყენონ. თუ მნიშვნელოვანი საქმეები გაქვთ, შეეცადეთ დღის ბოლომდე დაასრულოთ, რათა დასვენების დღეებს მშვიდად შეხვდეთ.
რჩევა: ამ დღეს ჯობია, მეტი მოისმინოთ და ნაკლები ილაპარაკოთ.
თევზები
ამ დღეს მოულოდნელი ემოციური აფეთქებები გელით, განსაკუთრებით — პირადი ურთიერთობების სფეროში. მთავარია, მომხდარზე ძალიან მკვეთრი რეაქცია არ მოახდინოთ და პროვოკაციებს არ აჰყვეთ. თუ სხვის საქმეებში არ ჩაერევით, სამსახურში დღე მშვიდად ჩაივლის. ჯობია, ყურადღება საკუთარ ამოცანებზე გადაიტანოთ და სხვისი პრობლემების გადაჭრას არ ეცადოთ.