
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი
მშვენიერი დღეა იმისთვის, რომ შეჩერდეთ, უკან მიიხედოთ და წარსული მოვლენებიდან დასკვნები გამოიტანოთ. ეს დაგეხმარებათ, საკუთარი შეცდომები დაინახოთ. კოლეგებთან და პარტნიორებთან ურთიერთობა მარტივი და ნაყოფიერი იქნება.
რჩევა: გააანალიზეთ წარსული – დღეს მიღებული დასკვნები მომავალში შეცდომების თავიდან აცილებაში დაგეხმარებათ.
კურო
დროა, სამომავლო მიზნებზე დაფიქრდეთ. შესაძლოა, მიხვდეთ, რომ ზოგი მათგანი მოძველდა. თუ გრძნობთ, რომ მიმართულების ცვლილებების დროა, ნაბიჯის გადადგმის ნუ შეგეშინდებათ. საქმიანი ურთიერთობები წარმატებულად განვითარდება. შესაძლოა, ღირებული რჩევა ან მხარდაჭერა მიიღოთ ადამიანისგან, რომელსაც ადრე სათანადოდ არ აფასებდით.
რჩევა: ღრუბლებიდან მიწაზე დაეშვით და მიმდინარე მოვლენები რეალურად შეაფასეთ – შესაძლოა, პრიორიტეტების შეცვლის დრო მოვიდა.
ტყუპები
ეს დღე მნიშვნელოვან სიახლეს მოგიტანთ, რომელიც დაგეხმარებათ, ბოლო დროინდელ პრობლემებში უკეთ გაერკვეთ. შესაძლოა, სასარგებლო რჩევა ან თქვენი ეჭვების შესახებ დადასტურება მიიღოთ. მნიშვნელოვანია დეტალებს ყურადღება მიაქციოთ და წვრილმანები არ გამოტოვოთ – მომავალში გადამწყვეტ როლს სწორედ ისინი ითამაშებენ.
რჩევა: წვრილმანებს ყურადღება მიაქციეთ – ამ დღეს შემთხვევით ნათქვამ სიტყვებსაც კი შეიძლება მნიშვნელოვანი დატვირთვა ჰქონდეს.
კირჩხიბი
კოლეგების ან პარტნიორებისგან შეიძლება მოულოდნელი მხარდაჭერა მიიღოთ. უარს ნუ იტყვით – ახლა გამოცდილების გაზიარება მნიშვნელოვანია. ხელსაყრელი დროა პარტნიორებთან გეგმების განხილვისთვის, რადგან ამ დღეს ვარსკვლავები თქვენ მიმართ განსაკუთებით კეთილად არიან განწყობილი.
რჩევა: ყურადღება არ მოადუნოთ – ამ დღეს კოსმოსი მნიშვნელოვან მინიშნებებს გიგზავნით და უნდა დაინახოთ.
ლომი
ამ დღეს თქვენი გონება მკაფიოდ და ლოგიკურად მუშაობს, ამიტომ მომავლის დაგეგმვისთვის შესანიშნავი დროა. გეჩვენებათ, რომ პრობლემა თავისთავად მოგვარდება, მაგრამ ამის იმედი ნუ გექნებათ – პრობლემა, რომელიც თავად შექმენით, მხოლოდ თქვენი გადასაჭრელია. დღის მეორე ნახევარში შეიძლება სასარგებლო ინფორმაცია მიიღოთ ან ახალი კონტაქტი დაამყაროთ, რომელიც მომავალში დიდად გამოგადგებათ.
რჩევა: მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მშვიდად და აუჩქარებლად უნდა მიიღოთ, რადგან თქვენი მომავალი დიდწილად ამ გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული.
ქალწული
ამ დღეს შესაძლებლობა გექნებათ, გაერკვეთ საკითხებში, რომლებიც დიდი ხანია, პასუხებს საჭიროებს. შესაძლოა, ინტუიციამ ან სანდო მეგობარმა სწორი მიმართულება დაგანახვოთ, მთავარია არ გაჯიუტდეთ და რჩევები არ უგულებელყოთ. სამუშაო დღე ნაყოფიერი იქნება. თუ არ იზარმაცებთ, მიმდინარე საქმეების დასრულებას შეძლებთ და ამით მომავალი წარმატებისთვის ნიადაგსაც მოამზადებთ.
რჩევა: კითხვების დასმის ნუ შეგეშინდებათ – დღეს შეიძლება მიიღოთ დიდი ხნის ნანატრი პასუხები.
სასწორი
გირჩევთ, ეს დღე წარსული გამოცდილების ანალიზისა და მომავლის სტრატეგიის დასაგეგმად გამოიყენოთ. ცხოვრება ძველი შეცდომების გამოსწორების შანსს მოგცემთ, თუმცა ახლა მთავარია, მათი გამეორება აიცილოთ. სამუშაო გარემო კეთილსაიმედოა, რაც საშუალებას, გაძლევთ მნიშვნელოვანი საკითხები მშვიდად განიხილოთ. კარგი დროა მოლაპარაკებებისა და სასარგებლო კავშირების დამყარებისთვის. თუ თქვენს ცხოვრებაში მოუგვარებელი კონფლიქტი არსებობს, ამ დღეს შერიგებისთვის ხელსაყრელი დროა.
რჩევა: იფიქრეთ მომავალზე – ხელსაყრელი დღეა ჯანსაღი ცხოვრების წესის, სპორტული ვარჯიშებისა და ახალი დიეტის დასაწყებად.
მორიელი
ამ დღეს შესაძლოა, მიხვდეთ, რომ ის რაც პრობლემად მიგაჩნდათ, სინამდვილეში მნიშვნელოვან გაკვეთილებს შეიცავდა. სავარაუდოდ, სამსახურში მიმდინარე საქმეები მარტივად მოგვარდება — თქვენი იდეები კოლეგების მხარდაჭერას დაიმსახურებს, ხოლო გუნდური მუშაობა შესანიშნავ შედეგებს მოიტანს. საქმეზე მნიშვნელოვან საუბარს გეგმავდით, ახლა შესაფერისი დროა.
რჩევა: ნუ შეგეშინდებათ თქვენი შეხედულებების რევიზიის — ამ დღეს შეგიძლიათ სამყაროს ახალ თვალით შეხედოთ.
მშვილდოსანი
ამ დღეს შეიძლება ახალი პერსპექტივები დაინახოთ, რომლებიც აქამდე შეუმჩნეველი რჩებოდა. უარყოფითი ემოციები მოსალოდნელი არ არის, მაგრამ ზოგი ინფორმაცია გაიძულებთ, სერიოზულად დაფიქრდეთ და ზოგიერთი ახლობელი ადამიანის მიმართ თქვენს დამოკიდებულებას გადახედოთ. გამჭრიახობის დამსახურებით შეძლებთ მარტივად იპოვოთ საერთო ენა კოლეგებთან.
რჩევა: თავისუფალი დრო თითქმის არ გაქვთ, მაგრამ შესვენებისა და ძალების მოკრეფისთვის მაინც უნდა გამონახოთ.
თხის რქა
ეს დღე საშუალებას მოგცემთ, დიდი მიზნისკენ პირველი ნაბიჯი გადადგათ. პროფესიული საკითხები მშვიდად და ზედმეტი სირთულეების გარეშე მოგვარდება. ყურადღება მიაქციეთ სტრატეგიულ დაგეგმვას – დღეს შეგიძლიათ შეიმუშაოთ გეგმა, რომელიც მომავალში დიდ წარმატებას მოგიტანთ.
რჩევა: ძველი წყენის გახსენებას ჯობს, ცხოვრებას გაუღიმოთ და მისგანაც საპასუხო ღიმილს მიიღებთ.
მერწყული
ამ დღეს შეიძლება მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიიღოთ, რომელიც ვიღაცის საიდუმლოს ნათელს მოჰფენს. გარშემომყოფებს ყურადღებით მოუსმინეთ — ზოგჯერ მათი სიტყვები მნიშვნელოვან მინიშნებებს შეიცავს. ხელსაყრელი დღეა გუნდური მუშაობისთვის. ეცადეთ, ცხოვრებას უფრო მარტივად შეხედოთ. ახლობელმა ადამიანებმა თქვენი ნაკლიც და ღირსებაც იციან, უცნობებს კი არ აინტერესებთ.
რჩევა: ამ დღეს მოულოდნელი აღმოჩენები გელით, რომლებიც მომავალში საქმიანობას გაგიადვილებთ.
თევზები
დროა, დაგროვილი ემოციებისგან გათავისუფლდეთ. შესაძლოა, ძველმა პრობლემებმა თავი შეახსენოთ, მაგრამ ახლა უკეთესად გაუმკლავდებით. თუ ყურადღებით იქნებით, შეიძლება იპოვოთ გზა, რომელიც წინსვლის საშუალებას მოგცემთ.
რჩევა: ეცადეთ, გრძნობებსა და გონებას შორის ბალანსი იპოვოთ — ეს ცხოვრებისეული სირთულეების გადალახვისთვის აუცილებელია.