1. Home
  2. TOP სიახლე
  3. 21 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

21 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

21 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი
221
0

ვერძი

რაც არ უნდა მოხდეს, ეცადეთ, გონიერება არავითარ შემთხვევაში არ დაკარგოთ. სავარაუდოდ, ყველა სადავო საკითხი თქვენს სასარგებლოდ მოგვარდება. მოსალოდნელია შეხვედრა ადამიანთან, ვისთანაც ოდესღაც სამსახური გაკავშირებდათ. ყველაფრის დაგეგმვა შეუძლებელია, ამიტომ სიურპრიზებისთვის მზად უნდა იყოთ.

კურო

ამ დღეს განსაკუთრებული სიბრძნე და მოთმინება უნდა გამოიჩინოთ. მშვიდობის დამყარების დროა, ამიტომ ეცადეთ, გაწყვეტილი ურთიერთობების აღდგენის გზები მოძებნოთ. ცუდი დღეა სექსისა და სასიყვარულო ურთიერთობებისთვის. ნუ მოდუნდებით – ამ დღეს ძლიერი ნებისყოფა და შრომისმოყვარეობა უნდა გამოიჩინოთ.

ტყუპები

გამორიცხული არ არის, რომ ვიღაცამ ძველი, კარგად დავიწყებული ვალი დაგიბრუნოთ ან ძვირფასი საჩუქარი გაჩუქოთ. გაითვალისწინეთ, რომ ზოგჯერ გრძნობები მუშაობაში და კარიერულ წინსვლაში ხელს გვიშლიან. საყვარელ ადამიანთან ურთიერთობას შეიძლება საფრთხე დაემუქროს, ამიტომ თავი შეიკავეთ უხეშობისა და დაუფიქრებელი მოქმედებისგან. გირჩევთ, საღამო სიყვარულსა და გართობას დაუთმოთ.

კირჩხიბი

ამ დღეს შეიძლება საკუთარი ილუზიების ტყვედ იქცეთ და თავი მოიტყუოთ. უფროს ნათესავებთან და მეგობრებთან ურთიერთობა ხალისიანი და სასარგებლო იქნება. თუ სწორად დაგეგმავთ, კომერციულმა ოპერაციამ შეიძლება დიდი შემოსავალი მოგიტანოთ.

ლომი

ამ დღეს ზედმეტად გაღიზიანებული ხართ და მცირე უსიამოვნებას წყობიდან გამოჰყავხართ. ეცადეთ, ემოციები აკონტროლოთ და თავს უხეშობის უფლება არ მისცეთ. თუ უცხოელი მეგობრები გყავთ, ეს საუკეთესო დღეა მათთან შესახვედრად. დაეხმარეთ ადამიანს, რომელსაც თქვენი მხარდაჭერა სჭირდება.

ქალწული

ამ დღეს პლანეტების განლაგება ნებისმიერი რთული საქმის წარმატებით დასრულებაში დაგეხმარებათ. გირჩევთ, საღამოსთვის სილამაზის სალონში ვიზიტი და სტილის შეცვლა დაგეგმოთ. შეხვედრები და საქმიანი მოლაპარაკებები კი დილისთვის გადაიტანოთ.

სასწორი

ეს დღე სასიყვარულო განცდებით, იმედგაცრუებით და ინტრიგებით სავსეა. მოულოდნელი წინადადება ან დიდი ხნის საქმიან პარტნიორთან შეხვედრა გელით. მეტი ყურადღება მიაქციეთ ბავშვებს და ეცადეთ, მხედველობის არედან დიდი ხნით არ დაკარგოთ.

მორიელი

ეს დღე კოლეგებთან და ნათესავებთან ურთიერთობაში სინათლეს და ჰარმონიას შეიტანს. ეცადეთ, უფროს ადამიანებთან ურთიერთობის დროს წონასწორობისა და ტაქტის გრძნობა არ დაკარგოთ. ნუ მოდუნდებით – ამ დღეს ძლიერი ნებისყოფა და შრომისმოყვარეობა გჭირდებათ.

მშვილდოსანი

ამ დღეს სასიცოცხლო და შემოქმედებითი ენერგიის დაქვეითებას იგრძნობთ, თუმცა ნუ ინერვიულებთ, ეს მდგომარეობა დიდხანს არ გაგრძელდება. ბევრი გადაუდებელი საქმე გელით, თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, რომ მათი დასრულება სარგებელს მოგიტანთ.

თხის რქა

ნებისმიერი ურთიერთობისთვის არახელსაყრელი დღეა, ამიტომ ეცადეთ, მთელი დღე სახლში გაატაროთ და თვალში არავის მოხვდეთ. ინტუიცია გიკარნახებთ, როგორ მოარგოთ პირადი ამბიციები გარშემომყოფების სურვილებთან. უფროსთან რთული საუბარი საბოლოოდ ურთიერთობების დალაგებაში და ავტორიტეტის ამაღლებაში დაგეხმარებათ.

მერწყული

ეს დღე განსაკუთრებით ხელსაყრელია შემოქმედი მერწყულებისთვის. ახლა თქვენი მთავარი ამოცანა შემოსავლების სწორად განაწილება და გადასახადების დროული გადახდაა. დაეხმარეთ ადამიანს, რომელმაც რთულ დროს არ მიგატოვათ.

თევზები

ხელსაყრელი დღეა ახალი საქმის დაწყებისა და ძველის დასრულებისთვის. გადადეთ ნებისმიერი ფინანსური პრობლემების მოგვარება და, რაც მთავარია, საბუთებზე ხელი არ მოაწეროთ.