1. Home
  2. TOP სიახლე
  3. 2 ივლისს, 22:00 საათზე თავისუფლების მოედანზე ნაკრების დახვედრის ღონისძიება გაიმართება
2 ივლისს, 22:00 საათზე თავისუფლების მოედანზე ნაკრების დახვედრის ღონისძიება გაიმართება

2 ივლისს, 22:00 საათზე თავისუფლების მოედანზე ნაკრების დახვედრის ღონისძიება გაიმართება

171
0

საქართველოს მთავრობა ეროვნული ნაკრების დახვედრის საზეიმო ღონისძიებას აანონსებს.

„2 ივლისს, 22:00 საათზე ვიკრიბებით თავისუფლების მოედანზე.

ერთად შევხვდეთ და ერთად ვუთხრათ მადლობა ჩვენს საფეხბურთო ნაკრებს.
ერთად შევასრულოთ საქართველოს ჰიმნი და ერთად აღვნიშნოთ ქართული საფეხბურთო სასწაული.

21:30 საათზე, საფეხბურთო ნაკრები, მიხეილ მესხის სტადიონიდან ღია ავტობუსით მსვლელობას დაიწყებს თავისუფლების მოედნისკენ.

22:00 საათზე, თავისუფლების მოედანზე საქართველოს მადლობა საფეხბურთო ნაკრებს“,- აღნიშნულია განცხადებაში.