
19 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი
პარტნიორთან ურთიერთობაში შესაძლოა დაძაბულობა გაჩნდეს, რაც იმას ნიშნავს, რომ ცოტა ხნით ერთმანეთისგან დასვენება გჭირდებათ.
პლუტონის მფარველობა სწორ გზას მიგასწავლით! შესაძლებელია, დიდი ხნის წინ დაწყებული, გაჭიანურებული საკითხები თქვენ სასარგებლოდ დასრულდეს.
გამორიცხული არ არის, რომ ახალი ნაცნობი სამსახურის პოვნაში დაგეხმაროთ, თუმცა უმჯობესია, სხვის მფარველობაზე მეტად საკუთარ ძალებს დაეყრდნოთ. ეს დღე ხელსაყრელია კომერციულ სფეროში ენერგიული ქმედებებისთვის.
კურო
პირად ცხოვრებაში იდილია სამუდამოდ ვერ გაგრძელდება. დროთა განმავლობაში გრძნობები სუსტდება და ერთმანეთის მიმართ პრეტენზიები ჩნდება. თუ რუტინამ დაგღალათ, ეცადეთ რამდენიმე დღით გარემო შეიცვალოთ. ეს დღე საკმაოდ ხელსაყრელია ფინანსური ოპერაციებისთვის, თუმცა დიდ მოგებას არ უნდა ელოდოთ.
სასურველია, სამომავლოდ გადადებული საქმეები დროულად დაასრულოთ, რადგან ეს ახალი საქმეების დაწყებაში ხელს გიშლით.
გადაღლას და ძალების ნაკლებობას იგრძნობთ, მაგრამ ეს დაგეგმილი საქმეების შესრულებაში ხელს არ შეგიშლით.
ტყუპები
შესაძლოა, ჰორიზონტზე ძველი თაყვანისმცემელი გამოჩნდეს და ისევ თქვენი მოხიბვლა სცადოს, თუმცა სერიოზული ურთიერთობის იმედი ნუ გექნებათ.
ოჯახში მოსალოდნელია უთანხმოება, მაგრამ უფროსი ნათესავების ჩარევა სიმშვიდეს დაგიბრუნებთ.
შესანიშნავი დღეა ახალი საქმიანი ნაცნობობისთვის, თუმცა ყველა წინადადება არ მიიღოთ – ბევრი მათგანი უიმედოა.
თუ ცოტაოდენ ეშმაკობას გამოიჩენთ, შეიძლება კონკურენტებს კომერციული საიდუმლოება დასტყუოთ, მაგრამ მთავარია, საკუთარი საიდუმლო არ გაამჟღავნოთ.
სპორტი და ვიტამინები ხასიათის გაუმჯობესებაში და სხეულის ტონუსის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ.
კირჩხიბი
ცხოვრებაზე საკუთარი ხედვა გაქვთ. დაიცავით ის და დარწმუნდით, რომ პარტნიორი თქვენს გემოვნებას იზიარებს. ახლო ურთიერთობები სიამოვნებას და საკუთარი თავის რწმენას მოგიტანთ.
ამ დღეს პარტნიორთან ურთიერთობაში თავშეკავება უნდა გამოიჩინოთ და თქვენი უარყოფითი ემოციები არ დაანახვოთ.
მიზნის მისაღწევად ეცადეთ, ნელა და თანმიმდევრულად იმოქმედოთ.
ენდეთ საკუთარ ინტუიციას და დაუფიქრებლად არაფერი დაიჯეროთ.
გზებზე სიფრთხილეა საჭირო — ყურადღების მოდუნების გამო ავარიის ალბათობა იზრდება. ასევე მოერიდეთ ხალხმრავალ ადგილებში ყოფნას.
ლომი
დასვენების დრო გაატარეთ საყვარელ ადამიანთან, გამოიყენეთ შანსი გულწრფელი საუბრისთვის და უკეთესად გაიცანით ერთმანეთი. იყავით ყურადღებიანი შვილების და მეუღლის მიმართ — დღეს მათ თქვენი მხარდაჭერა დასჭირდებათ. მეზობლებთან და ნათესავებთან ურთიერთობაშიც აუცილებელია, გულისხმიერება და კომპრომისი გამოიჩინოთ.
შესაძლებლობა გექნებათ, რომ საკუთარი უნარები გამოავლინოთ და კარიერული მდგომარეობა გაიუმჯობესოთ. მოერიდეთ სამომავლო გეგმების სხვებთან განხილვას, რადგან ამით შეიძლება არაკეთილგანწყობილი ადამიანების ყურადღება მიიქციოთ.
ქალწული
სიყვარულის საკითხებში ყველაზე მთავარი სიფრთხილეა! ნუ მიიღებთ ისეთ გადაწყვეტილებებს, რომელთა გამოც შეიძლება მომავალში ინანოთ.
ხელსაყრელი დღეა ოჯახური შეკრებებისა და დღესასწაულებისთვის. მეგობრის მოულოდნელი სტუმრობა სასიამოვნოდ გაგაოცებთ.
მერკურის ენერგეტიკა საგრძნობლად იზრდება, ამიტომ ჰოროსკოპი ფინანსურად ხელსაყრელ დღეს გპირდებათ. გამორიცხული არ არის ახალი იდეებისა და შემოსავლის ზრდის შესაძლებლობა.
ასტროლოგები გირჩევენ, რომ აუზზე სიარული დაიწყოთ.
სასწორი
ნუ ენდობით უცხო ადამიანებს ბრმად. გარკვეულ გარემოებებში პირად ცხოვრებაში მოსალოდნელია შეუქცევადი ცვლილებები. მარსის უარყოფითმა ზემოქმედებამ შეიძლება უსაფუძვლო კამათი და დაპირისპირებები გამოიწვიოს. ამ დღეს ზედმეტად გულახდილ საუბარს მოერიდეთ – თქვენი სიტყვები შეიძლება თქვენ წინააღმდეგ გამოიყენონ. თქვენი გამოცდილება ბევრისთვის სასარგებლო იქნება, ამიტომ შეგიძლიათ, რჩევა მისცეთ მათ, ვინც დაგიკავშირდებათ.
რაც შეეხება კვებას — უპირატესობა მიანიჭეთ ფოსფორით, რკინითა და იოდით მდიდარ პროდუქტებს.
სუფთა ჰაერი და ფიზიკური აქტივობა გაღიზიანების და განწყობის ცვალებადობის დაძლევაში დაგეხმარებათ.
მორიელი
ამ დღეს შეიძლება უცნობმა ადამიანმა თქვენთან დაახლოება სცადოს – ფრთხილად იყავით, რადგან შესაძლოა ის ცუდ მიზნებს ემსახურებოდეს.
ახლობლებთან ურთიერთობაში მოსალოდნელია დაძაბულობა და გაუგებრობა. ნუ უღალატებთ საკუთარ პრინციპებს და ნუ წახვალთ საკუთარი სინდისის წინააღმდეგ.
გირჩევთ, ამ დღისთვის მნიშვნელოვანი შეხვედრები არ დანიშნოთ და არც ისეთი საქმე დაიწყოთ, რომელიც მაქსიმალურ ყურადღებას მოითხოვს.
ვარსკვლავები დაოჯახებულ მორიელებს ურჩევენ, ფინანსურ საკითხებში ემოციები აკონტროლონ.
ამ დღეს ყავისა და ალკოჰოლის ჭარბად მიღებას მოერიდეთ.
მშვილდოსანი
შემთხვევით დაწყებული რომანი ხანმოკლე იქნება, მაგრამ სასიამოვნო მოგონებებს დაგიტოვებთ, დაოჯახებულ მშვილდოსნებს კი ამ დღეს შესაძლოა ნათესავებთან უთანხმოება ჰქონდეთ.
კეთილგანწყობა შეინარჩუნეთ და მხარდაჭერა დაანახვეთ იმ ადამიანებს, რომლებიც თქვენს ცხოვრებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობენ. ამ დღეს პოზიტიური განწყობა თქვენი მთავარი უპირატესობა გახდება.
სწრაფი ფინანსური მოგების იმედი ნუ გექნებათ – ახლა აუცილებელია მომავალ კეთილდღეობას საფუძველი დაუდოთ. დღის განმავლობაში გონებრივი და ფიზიკური ძალები სწორად უნდა გადაანაწილოთ, რადგან გადაღლილობამ შეიძლება უძილობა ან სტრესი გამოიწვიოს.
თხის რქა
თქვენი ცხოვრება გადაშლილ წიგნს ჰგავს, რომლის ფინალი ჯერ უცნობია. გახსოვდეთ, რომ საკუთარ მომავალს სწორედ თქვენ ქმნით. მოერიდეთ აგრესიასა და უხეშობას ახლობლებთან ურთიერთობაში.
ფინანსურ სფეროში ბედი თქვენს მხარესაა, თუმცა ვარსკვლავები გირჩევენ, საეჭვო ავანტიურებში არ ჩაებათ.
ამ დღეს ინფექციების მიმართ განსაკუთრებულად დაუცველი ხართ, ამიტომ ეცადეთ, საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობას და ხალხმრავალ ადგილებს მოერიდოთ.
მერწყული
ეს დღე სითბოთია სავსე. საყვარელი ადამიანი თქვენს სიყვარულს დააფასებს. ოჯახურ ბედნიერებას საფრთხეს ნუ შეუქმნით მხოლოდ იმიტომ, რომ სიამაყის გამო კომპრომისზე უარს ამბობთ.
ამ დღეს ჩანაფიქრის განხორციელება ძალიან ადვილი იქნება. თქვენი ენერგეტიკული პოტენციალი იზრდება და ეს შესაძლებლობა აუცილებლად თქვენ სასარგებლოდ უნდა გამოიყენოთ.
მოსალოდნელია ახალი შემოსავლიანი შეთავაზება, თუმცა გადაღლას უნდა მოერიდოთ – გმირობისთვის არახელსაყრელი დღეა.
თევზები
მარტოხელა თევზებმა, რომლებიც პარტნიორს ეძებენ, მეტი უნდა იაქტიურონ. თქვენი ფიზიკური და ფსიქოლოგიური ენერგია შემცირებულია, ამიტომ ყოველდღიური საქმეების სწრაფად და სასურველი შედეგით დასრულება გიჭირთ. თუ დილას იწვიმა, ეს ფინანსური წარმატების ნიშანი იქნება. შესაძლოა, დღეს მეტი ძილი და დასვენება დაგჭირდეთ, რათა ჯანმრთელობა და კარგი განწყობა შეინარჩუნოთ.