1. Home
  2. TOP სიახლე
  3. „19 აპრილის შეთანხმებად“ ცნობილ დოკუმენტზე მუშაობის პროცესშივე გამჟღავნდა, რომ მედიატორად მომუშავე მეგობრების მიზანი, იმაზე მეტი იყო, ვიდრე ორ მხარეს შორის შუამავლობა – შალვა პაპუაშვილი
„19 აპრილის შეთანხმებად“ ცნობილ დოკუმენტზე მუშაობის პროცესშივე გამჟღავნდა, რომ მედიატორად მომუშავე მეგობრების მიზანი, იმაზე მეტი იყო, ვიდრე ორ მხარეს შორის შუამავლობა – შალვა პაპუაშვილი

„19 აპრილის შეთანხმებად“ ცნობილ დოკუმენტზე მუშაობის პროცესშივე გამჟღავნდა, რომ მედიატორად მომუშავე მეგობრების მიზანი, იმაზე მეტი იყო, ვიდრე ორ მხარეს შორის შუამავლობა – შალვა პაპუაშვილი

133
0

„19 აპრილის შეთანხმებად“ ცნობილ დოკუმენტზე მუშაობის პროცესშივე გამჟღავნდა, რომ მედიატორად მომუშავე მეგობრების მიზანი, იმაზე მეტი იყო, ვიდრე ორ მხარეს შორის შუამავლობა – ტექსტში ჩნდებოდა პუნქტები, რასაც იქ და მაშინ არცერთი პარტია თუ ენჯეო არ ითხოვდა, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა მე-10 მოწვევის პარლამენტის საქმიანობის ანგარიშის წარდგენის დროს.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, როდესაც ახლად არჩეული პარლამენტის პოლიტიკური გუნდი არჩევნების გაყალბების მითის ბოლომდე გაბათილებით იყო დაკავებული, გიორგი გახარიამ თანამდებობა დატოვა, რაც რადიკალების წახალისების მცდელობა იყო.

,,მაშინ, როდესაც ახლად არჩეული პარლამენტის პოლიტიკური გუნდი არჩევნების გაყალბების მითის ბოლომდე გაბათილებით იყო დაკავებული, 2021 წლის თებერვალში ვიხილეთ გიორგი გახარიას შესრულებით დადგმული სპექტაკლი, რომელმაც, ჯერ ერთ დღეს, ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნა კატეგორიულად მოითხოვა, მეორე დღეს კი, როცა დაპირებისამებრ ეს გადაწყვეტილება უნდა აღესრულებინა ერთი სელფი გადაიღო და წავიდა, რაც წარმოსახვით ალამუთში გამაგრებული რადიკალების ცეცხლზე ნავთის დასხმა უნდა ყოფილიყო.

იმ დროისთვის თითქოს ამოუხსნელ ნაბიჯზე პასუხი საზოგადოებამ სულ ახლახან, საგამოძიებო კომისიის მიერ მისი გამოკითხვის შედეგად მიიღო, როდესაც მას, ტყუილის რამდენიმე მცდელობის შემდეგ, მოუწია ეღიარებინა, რომ სახელმწიფოს, ამომრჩევლის, პოლიტიკური გუნდის ღალატის ეს აქტი, რომელსაც ხელისუფლების ჩამოშლა უნდა გამოეწვია, ერთ-ერთ ელჩთან შეთანხმებული ნაბიჯი იყო.

საბედნიეროდ, მისი და მისი მრჩევლის გათვლა, ამჯერადაც მცდარი აღმოჩნდა,” – განაცხადა პაპუაშვილმა.

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, აშკარა გახდა, რომ ხელისუფლებაზე ზეწოლა კიდევ უფრო სახიფათო ფორმებს მიიღებდა.

,,2021 წლის გაზაფხულზე „ქართული ოცნება“ დათანხმდა შარლ მიშელის შუამავლობით წარმართულ პოლიტიკურ პროცესში მონაწილეობას, რომელიც პარტიების მცირე ნაწილთან შეთანხმებით დასრულდა.

სხვათა შორის, „19 აპრილის შეთანხმებად“ ცნობილ დოკუმენტზე მუშაობის პროცესშივე გამჟღავნდა ნიშანდობლივი ფაქტორიც. აღმოჩნდა, რომ მედიატორად მომუშავე ევროპელი და ამერიკელი მეგობრები საკუთარ მანდატს თავისებურად აღიქვამდნენ და მათი მიზანი იმაზე მეტი იყო, ვიდრე უბრალოდ ორ მხარეს შორის შუამავლობა. შეთანხმების ტექსტში ჩნდებოდა პუნქტები, მაგალითად გენერალური პროკურორის არჩევისთვის კვალიფიციური უმრავლესობის მოთხოვნა, რასაც იქ და მაშინ არცერთი პარტია თუ ენჯეო არ ითხოვდა.

როდესაც ეს პუნქტი შეთანხმების პროექტში ამოვიკითხე, იქვე დავუსვი კითხვა მედიატორებს, თუ ვისგან მოდიოდა ეს საკითხი. პასუხად დუმილი იყო. მოგვიანებით ამ საკითხზე ოპოზიციურ პარტიებს და ენჯეობსაც ჩავეძიე. ყველა უარყოფდა, რომ მათ ეს მოთხოვნა დააყენეს. ეს იყო პირველი ინდიკატორი, რომ ის ვინც თავს მიუკერძოებელ შუამავლად გვაჩვენებდა, სინამდვილეში საკუთარი დღის წესრიგით მოქმედი პოლიტიკური აქტორი იყო. ეს ეპიზოდი უცხო გავლენისა და ინტერესის კარგად დოკუმენტირებულ შემთხვევად იქცა, რომლის მომსწრეც და მონაწილეც თავად ვარ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.