
18 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი
ამ დღეს ვარსკვლავები პირად ცხოვრებაში სასიამოვნო სიურპრიზებს გპირდებიან. სავარაუდოდ, საინტერესო შეხვედრები და ახალი, სასიამოვნო ნაცნობობა გელოდებათ. სამსახურში პრობლემების გადაჭრას ადვილად ახერხებთ – თქვენი პიროვნული თვისებები ადამიანებს დააახლოებს და თქვენს გარემოზე დადებითად იმოქმედებს. დადებითი ტენდენციების მიუხედავად, საღამოს სტრესული სიტუაციების წარმოშობის ალბათობა არსებობს, ამიტომ ყურადღებით უნდა იყოთ.
კურო
დღეს თუ ვინმე დახმარებას გთხოვთ, უარი არ უთხრათ. შესაძლოა, უახლოეს მომავალში დახმარება თავად დაგჭირდეთ. ნუ ინერვიულებთ თუ მუშაობა ახალ, სრულიად უცნობ სფეროში მოგიწიათ. თქვენი გულისხმიერება და კეთილგანწყობა აუცილებლად უკან დაგიბრუნდებათ და კოლეგებისგან დახმარებას მიიღებთ. პირად ცხოვრებაში სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ – ვიღაც ცდილობს თქვენს ოჯახში დაბნეულობა და უთანხმოება შემოიტანოს.
ტყუპები
ამ დღეს თქვენი ემოციურობა და ფეთქებადი ხასიათი ყველაფერში ხელს გიშლით. ეცადეთ, უსარგებლო კონფლიქტები თავიდან აიცილოთ. ნუ მოაწერთ ხელს საეჭვო საბუთებზე, თორემ ეს თქვენთვის ცუდად დასრულდება. ყურადღება მიაქციეთ დაუსრულებელ საქმეებს – გახსოვდეთ, რომ საქმის გაჭიანურება წინსვლაში ხელს გიშლით.
კირჩხიბი
ენერგიით სავსე ხართ. ეცადეთ ეს დრო ყველა მნიშვნელოვანი საქმის დასასრულებლად გამოიყენოთ. შრომისმოყვარეობისა და გონიერების წყალობით ნებისმიერ ამოცანას თავს ადვილად გაართმევთ და ძველი პრობლემებიც უმტკივნეულოდ გადაწყდება. ბევრ კირჩხიბს მოუწევს დაასრულოს ურთიერთობა, რომელსაც სიამოვნება აღარ მოაქვს. გამოიყენეთ ეს დღე საკუთარი აზრებისა და გრძნობების მოწესრიგებისთვის.
ლომი
ვარსკვლავების განლაგების მიხედვით, ამ დღეს სერიოზული დაბრკოლებები გელით. განსაკუთრებული სიფრთხილე ახალი, სარისკო იდეების განხორციელების დროს უნდა გამოიჩინოთ. სასურველია, რომ მნიშვნელოვანი პრობლემების გადაჭრა სხვა დღისთვის გადადოთ. შეეცადეთ, გადაწყვეტილების მიღებისას არსებული გარემოებები გაითვალისწინოთ. ვარსკვლავები გირჩევენ არ გაიმეოროთ შეცდომა, რომელმაც რთულ ვითარებაში ჩაგაგდოთ.
ქალწული
ეს დღე ოჯახურ გარემოში მშვიდად ყოფნისთვის ხელსაყრელია. ახალი სიმაღლეების დაპყრობას ნუ ეცდებით — დღეს ისინი თქვენთვის მიუწვდომელია. გირჩევთ ურთიერთობაში მეტი თავშეკავება და ტაქტი გამოიჩინოთ. აუცილებელი არაა, რომ ყველას თქვენი სიმართლე უმტკიცოთ. მშვიდი და გონივრული მიდგომა დაგეხმარებით, რომ ბოლო დროს დაგროვილი პრობლემები მოაგვაროთ.
სასწორი
ეს დღე განათლებასა და თვითგანვითარებას უნდა დაუთმოთ. გონებრივი აქტივობის ზრდა რთული ამოცანის ამოხსნაში დაგეხმარებათ. ვარსკვლავები გირჩევენ, კურსებზე დარეგისტრირდეთ და კვალიფიკაციის ამაღლება ან უცხო ენის შესწავლა დაიწყოთ. ამ დღეს რისკისა და თავგადასავლების მოყვარულებს ბედი გაუღიმებს. არ დაგავიწყდეთ მადლობა გადაუხადოთ ადამიანს, ვინც რთულ დროს არ მიგატოვათ. სანამ სიტუაციაში ბოლომდე არ გაერკვევით, დაპირებები არავის მისცეთ და ეცადეთ, ნებისმიერ სიტუაციაში ობიექტურობა შეინარჩუნოთ.
მორიელი
შეგიძლიათ მოდუნდეთ და ყურადღება ყოველდღიურ საქმეებზე გადაიტანოთ — თქვენი ცხოვრებაში ცვლილებები ჯერ მოსალოდნელი არ არის. იზრუნეთ ჯანმრთელობასა და დღის რეჟიმის მოწესრიგებაზე. თუ შვებულების დაგეგმვას აპირებთ, უპირატესობა სანატორიულ დასვენებას მიანიჭეთ. ეს დღე სავსეა დადებითი ემოციებით, ამიტომ ეცადეთ მოდუნდეთ და ზედმეტი ფიქრებისგან განთავისუფლდეთ.
მშვილდოსანი
თქვენი პროფესიული და შემოქმედებითი პოტენციალი იზრდება. ეს ყველა საქმეზე დადებითად აისახება, რასაც ხელმძღვანელობაც დააფასებს და თქვენს კარიერულ წინსვლაზეც აისახება. საოჯახო საქმეები გაცილებით მარტივად მოგვარდება, თუ საყვარელი ადამიანის ან გამოცდილი კოლეგის რჩევას მოუსმენთ. ჯანმრთელობის მხრივ ყველაფერი მშვენივრადაა. ასე რომ, სევდის საბაბი ნამდვილად არ გაქვთ.
თხის რქა
ეს პერიოდი მარტივად არ ჩაივლის — მოსალოდნელია სირთულეები და დაბრკოლებები, რომლებიც წინსვლაში ხელს გიშლით. ეცადეთ თავი ხელში აიყვანოთ — სიბრაზე და აგრესია პრობლემებს მოგიტანთ. გირჩევთ, ფინანსურ საკითხებში მხოლოდ თქვენს შესაძლებლობებს დაეყრდნოთ და სესხის აღებისგან თავი შეიკავოთ.
მერწყული
ეს დღე პროფესიულ, სახელმწიფო ან საზოგადოებრივ სფეროში, ასევე ხელმძღვანელობასთან ურთიერთობაში თქვენი პოზიციის გასაძლიერებლად შესაფერისია. კოლეგებთან ურთიერთობაში მცირე გაუგებრობა და კონფლიქტი მოსალოდნელია. ამ ფონზე თქვენი ფსიქოემოციური მდგომარეობა შეიძლება გაუარესდეს, ამიტომ ეცადეთ, კომპრომისული გადაწყვეტილება იპოვოთ და დაპირისპირება დროულად დაასრულოთ.
თევზები
გაემგზავრეთ მოგზაურობაში — ეს გადაწყვეტილება თქვენს ცხოვრებაში სასიამოვნო ცვლილებებს მოიტანს. არსებობს შანსი, რომ სულიერ მასწავლებელს შეხვდეთ, რომელიც სწორ გზას გიჩვენებთ. ხელსაყრელი დღეა პირად ცხოვრებაში პრობლემების მოსაგვარებლად. მზად იყავით იმისთვის, რომ ყველა თქვენი დღევანდელი გეგმა ვერ შესრულდება, თუმცა შედეგები მაინც დამაკმაყოფილებელი იქნება. შორიდან მიღებული სიახლე ფინანსური პრობლემის მოგვარებაში დაგეხმარებათ.