1. Home
  2. სიახლეები
  3. პოლიტიკა
  4. 16 წლისა, ემოციებით სავსე ბავშვი ვიყავი, რომელიც მამას მიჰყვებოდა, დღეს უკვე თვითონაც მამა ვარ და სულ სხვანაირად გავაცნობიერე, რას ნიშნავს სამშობლოს სიყვარული – თუ რისთვის იბრძვიან მამაჩემი და ჩვენი მშობლები ამდენი წელია” – ბერა ივანიშვილი
16 წლისა, ემოციებით სავსე ბავშვი ვიყავი, რომელიც მამას მიჰყვებოდა, დღეს უკვე თვითონაც მამა ვარ და სულ სხვანაირად გავაცნობიერე, რას ნიშნავს სამშობლოს სიყვარული – თუ რისთვის იბრძვიან მამაჩემი და ჩვენი მშობლები ამდენი წელია” – ბერა ივანიშვილი

16 წლისა, ემოციებით სავსე ბავშვი ვიყავი, რომელიც მამას მიჰყვებოდა, დღეს უკვე თვითონაც მამა ვარ და სულ სხვანაირად გავაცნობიერე, რას ნიშნავს სამშობლოს სიყვარული – თუ რისთვის იბრძვიან მამაჩემი და ჩვენი მშობლები ამდენი წელია” – ბერა ივანიშვილი

990
0

“ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარის შვილმა, ბერა ივანიშვილმა, თბილისში, მმართველი პარტიის საარჩევნო კამპანიის დასკვნით ღონისძიებაზე იმღერა და მხარდამჭერებს სიტყვით მიმართა.

“ჩემთვის დიდი პატივია, კიდევ ერთხელ, თქვენთან ერთად დგომა. გუშინდელი დღესავით მახსოვს – 16 წლის ვიყავი, როდესაც ეს ყველაფერი დაიწყო და მამაჩემის გვერდით ვიბრძოდი. მინდა გითხრათ, რომ მაშინაც და დღესაც, მამაჩემს ნებისმიერ ბრძოლაში ბრმად გავყვებოდი და გავყვები. თუმცა, შეიძლება ითქვას, რომ მაშინ ემოციებით სავსე ბავშვი ვიყავი, რომელიც მამას მიჰყვებოდა, დღეს უკვე მე თვითონაც მამა ვარ და სულ სხვანაირად აღვიქვი და გავაცნობიერე, რას ნიშნავს სამშობლოს სიყვარული – თუ რისთვის იბრძვიან მამაჩემი და ჩვენი მშობლები ამდენი წელია. მინდა, რომ ჩემმა ბერუკამ, ჩემმა დადუმ, თითოეული თქვენგანის შვილებმა – ჩვენმა საყვარელმა, ჩვენმა საოცარმა პატარებმა იცხოვრონ გაბრწყინებულ, ერთიან, მშვიდობიან, ძლიერ, ღირსეულ საქართველოში. დღეს ამისთვის მხოლოდ ერთი გზა არსებობს – ამ გზას “ქართული ოცნება” ჰქვია. მეც, როგორც რიგითი მოქალაქე, როგორც თქვენი ქართველი ძმა, სადაც არ უნდა ვიყო, რა დროც არ უნდა გავიდეს, ყოველთვის თქვენ გვერდში ვიქნები. ჩვენს საქართველოს გაუმარჯოს! დიდი მადლობა. უფალი გფარავდეთ!”, – განაცხადა ბერა ივანიშვილმა.