1. Home
  2. TOP სიახლე
  3. 16 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

16 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

173
0

ვერძი

თქვენს საქმეებსა და გეგმებში ჩარევას სასტიკად ეწინააღმდეგებით, უმცირესი წინააღმდეგობა ან ზეწოლის მცდელობა კი საშინლად გაღიზიანებთ. ზოგადად, ამ დღეს გუნდური მუშაობისთვის განწყობილი არ ხართ. უმჯობესია, ეს დღე ისეთ საქმეებს დაუთმოთ, სადაც ყველაფერი მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული.

კურო

ამ დღეს ნებისმიერი ადამიანისგან სიზუსტეს და დაკონკრეტებას ელით. ორაზროვნება და გაურკვევლობა გაღიზიანებთ და თქვენს აქტიურ პროტესტს იწვევს. დამშვიდდით! ზოგჯერ ორაზროვნება უფრო ეფექტურად მოქმედებს, ვიდრე კონკრეტულად ნათქვამი.

ტყუპები

შესაძლოა, სხვადასხვა კონფლიქტის ეპიცენტრში აღმოჩნდეთ. თქვენი აზრით, ამის მიზეზი გარშემო მყოფთა აგრესიულობაა, სინამდვილეში კი კონფლიქტებს თქვენი პრეტენზიები იწვევს. გარდა იმისა, რომ სხვა ადამიანების აზრების გათვალისწინება გიჭირთ, ვერ ეგუებით, რომ ვიღაცისთვის თქვენი აზრი უინტერესოა. ასე რომ, საბოლოოდ ყველა თავის პოზიციაზე დარჩება.

კირჩხიბი

მოერიდეთ კონფლიქტში ჩართვას, რომელიც თქვენს საზოგადოებრივ მდგომარეობაზე უკიდურესად უარყოფითად აისახება. უარი თქვით ურთიერთობის გარკვევაზე და, მით უმეტეს, ღია დაპირისპირებაზე, მიუხედავად იმისა, რომ გარშემომყოფები გამუდმებით თქვენს ნერვებს და მოთმინებას ცდიან. ეცადეთ, ეს თქვენი მისამართით ნათქვამი მინიშნებები გულთან ახლოს არ მიიტანოთ, თორემ თქვენი ავტორიტეტისგან აღარაფერი დარჩება.

ლომი

ამ დღეს ერთი უხერხული შენიშვნაც კი საკმარისია, რომ ლომის თვალებიდან ნაპერწკლები გადმოცვივდეს. განსაკუთრებით, თუ ეს შენიშვნები ცხოვრების წესს და ჩვევებს ეხება. გაცილებით მშვიდად შეგიძლიათ მიიღოთ პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებული კრიტიკა, მაგრამ თქვენს ოჯახურ ურთიერთობებზე უწყინარ ხუმრობასაც კი მწყობრიდან გამოჰყავხართ და ეს საყვარელი ადამიანების კომენტარებსაც ეხება. ფრთხილად! ეს ჩხუბი შეიძლება ურთიერთობაში ბზარით დასრულდეს.

ქალწული

ამ დღეს თავში შეიძლება ბევრი პერსპექტიული იდეა მოგივიდეთ. აუცილებელი არ არის მათი დაუყოვნებლივ განხორციელება, მაგრამ მათი გათვალისწინება ნამდვილად ღირს. ეცადეთ, ამ დღეს უფროსს თვალში ნაკლებად მოხვდეთ და არავითარ შემთხვევაში კრიტიკის მიზეზი არ მისცეთ.

სასწორი

ამჟამად თქვენთვის პირველ ადგილზე ფინანსური დამოუკიდებლობა დგას, თუმცა, ამ დღეს უფროსთან ხელფასის მომატებაზე საუბარს არ გირჩევთ – ეს შეიძლება დაპირისპირებაში გადაიზარდოს და სამსახურიდან გათავისუფლებით დასრულდეს. ეცადეთ, ფინანსური პრობლემები დამოუკიდებლად მოაგვაროთ. მაგალითად, სესხის აღებაზე იფიქროთ. ხელფასის გაზრდაზე საუბარი კი შეიძლება სამომავლოდ გადაიტანეთ.

მორიელი

ცდილობთ, გარშემო მყოფები დაარწმუნოთ, რომ თქვენზე უკეთესი ლიდერის პოვნა შეუძლებელია, თუმცა ეს არც ისე ადვილი იქნება. თუ არ გსურთ, უწყინარი დებატები ცხარე კონფლიქტში გადაიზარდოს, ეცადეთ, საერთო საქმეებზე იფიქროთ, ხოლო საკუთარი აზრი თქვენთვის შეინახოთ.

მშვილდოსანი

გრძნობთ, რომ გარემოებებზე გავლენის მოხდენა და, მით უმეტეს, შეცვლა არ შეგიძლიათ. ეცადეთ, შექმნილ რეალობას შეეგუოთ და სიმშვიდე შეინარჩუნოთ, რადგან, წინააღმდეგ შემთხვევაში, მთელ დღეს გაღიზიანებისა და უკმაყოფილების გრძნობით გაატარებთ.

თხის რქა

ყველზე მეტად გარშემო მყოფების მხრიდან თქვენ მიმართ გამოვლენილი უსამართლობა გაღელვებთ და სამართლიანობას მოითხოვთ. სხვა საკითხია, რას უზამთ ამ სამართლიანობას, როცა ადრე თუ გვიან იპოვით.

მერწყული

კარგი იქნება, თუ ამ დღეს რომელიმე კონკრეტული საკითხისა და პრობლემის გადაჭრას მიუძღვნით. მით უმეტეს, თუ ეს საკითხი დიდი ხნის წინ მომწიფდა. სხვისი დახმარების იმედი ნუ გექნებათ – ამ დღეს ყველაფერი თქვენზეა დამოკიდებული!

თევზები

ეცადეთ, საკუთარ მიზნებსა და სურვილებში გაერკვეთ. თქვენი გულწრფელობა და პირდაპირობა, რა თქმა უნდა, შთამბეჭდავია, მაგრამ გაუგებრობების თავიდან ასაცილებლად, ზოგჯერ პირდაპირობაზე უარი უნდა თქვათ და შემოვლითი გზებით უნდა იმოქმედოთ.