1. Home
  2. TOP სიახლე
  3. აშშ-ს რომ არ ემოქმედა, ევროპაში იქნებოდა ქაოსი – ჯო ბაიდენი
აშშ-ს რომ არ ემოქმედა, ევროპაში იქნებოდა ქაოსი – ჯო ბაიდენი

აშშ-ს რომ არ ემოქმედა, ევროპაში იქნებოდა ქაოსი – ჯო ბაიდენი

416
0

აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის განცხადებით, აშშ-ს  რომ არ ემოქმედა, ევროპაში იქნებოდა ქაოსი იქნებოდა.

მისი თქმით, უკრაინის დაცვას ექნება თავისი ფასი და ეს უკვე აისახა საწვავის გაძვირებაში.

 

„მე მკაფიოდ ვთქვი, რომ უკრაინის დახმარება, ნატო-ს ორგანიზება უკრაინის დასახმარებლად – ყველაფერ ამისთვის საფასურის გადახდა მოგვიწევს. ეს ყველაფერი უსასყიდლოდ არ მოხდება, მაგრამ ჩვენ გვქონდა არჩევანი, არაფერი გაგვეკეთებინა და ეს უარესი იყო. პუტინი რომ შესულიყო უკრაინაში, დაეკავებინა უკრაინა, და ბელარუსი, ეს იქნებოდა საფრთხე ნატო-სთვის და ყველაფერი იქნებოდა გაცილებით ცუდად“, – განაცხადა  აშშ-ის პრეზიდენტმა „”ასოშეიტედ პრესთან“ ინტერვიუში .

 

მისი თქმით, უკრაინის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების დროს მას „პოლიტიკური გადარჩენის“ მიზანი არასდროს ამოძრავებდა.

 

„მე ვხელმძღვანელობ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე. წარმოიდგინეთ, რა მოხდებოდა, თუ ნატო, რომელიც გახლავთ უძლიერესი ალიანსი, უბრალოდ უგულვებელყოფდა რუსეთის აგრესიას, როდესაც 100 000-ზე მეტი ჯარისკაცი უკრაინის საზღვარს კვეთს, რათა მოახდინოს ოკუპაცია და ამოძირკვოს მთელი ერის კულტურა. რა მოხდებოდა შემდეგ? რა უნდა გვექნა შემდეგ?.

 

ჩვენ ვნახავდით შესაძლებლობას, რომ რუსები წინ წასულიყვნენ. თქვენ უკვე ნახეთ, რას აკეთებენ ისინი ბელარუსში. რა მოხდებოდა ირგვლივ მდებარე ქვეყნებში. რა მოხდებოდა პოლონეთსა და ჩეხეთში და ნატო-ს წევრ ყველა ქვეყანაში. თქვენ მოისმინეთ პუტინის მიერ დასახელებული მიზეზი, რომ ის უკრაინაში შევიდოდა, რადგან მას სურდა, ისინი ნატო-ში არ შესულიყვნენ. მას სურდა ნატო-ს ფინეთიზაცია და შედეგად მიიღო ფინეთის ნატოზაცია“, – განაცხადა ბაიდენმა.