1. Home
  2. TOP სიახლე
  3. 14 მაისის ამინდის პროგნოზი
14 მაისის ამინდის პროგნოზი

14 მაისის ამინდის პროგნოზი

0

სინოპტიკოს, ხათუნა ქოქოსაძის თქმით, 14 მაისს, ტემპერატურა კიდევ უფრო მოიმატებს და +28, +29 გრადუსს მიაღწევს. ​აღმოსავლეთ საქართველოში და თბილისში დღეს დაბალი ტემპერატურა, +16, +17 გრადუსი იქნება, თუმცა ხვალიდან მომატებას დაიწყებს და კვირის ბოლომდე +25, +26 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება.

მაისის 20 რიცხვამდე არამდგრადი ამინდი შენარჩუნდება.

მიუხედავად იმისა, რომ შაბათ-კვირას გამოიდარებს და მზიანი ამინდი იქნება, ორშაბათიდან საღამოს საათებში გაზაფხულისთვის დამახასიათებელი ელჭექი და ხანმოკლე წვიმები მაინც მოსალოდნელია. ​

ნალექების რაოდენობა ძირითადად ნორმის ფარგლებში იქნება, თუმცა დასავლეთ საქართველოში ნორმაზე მეტი ნალექია მოსალოდნელი. საშუალო ტემპერატურა შავი ზღვის სანაპიროზე და კოლხეთის დაბლობზე +16, +19 გრადუსს შეადგენს, რაც კლიმატურ ნორმაზე 1 გრადუსით დაბალია. დასავლეთის მთიან რაიონებში +15, +17 გრადუსია მოსალოდნელი, მაღალ მთაში კი – +10, +12 გრადუსი. აღმოსავლეთ საქართველოში, ქართლსა და კახეთში, საშუალო ტემპერატურა ნორმასთან ახლოს, +16, +18 გრადუსის ფარგლებში იქნება. თვის ბოლოსკენ, 20 მაისის შემდეგ, ცალკეულ დღეებში ტემპერატურამ დასავლეთ საქართველოში შესაძლოა, +32 გრადუსამდე, ხოლო აღმოსავლეთში +31 გრადუსამდე მოიმატოს.