1. Home
  2. TOP სიახლე
  3. 14 დეკემბრის ამინდის პროგნოზი
14 დეკემბრის ამინდის პროგნოზი

14 დეკემბრის ამინდის პროგნოზი

242
0

გარემოს ეროვნული სააგენტო ამინდის მოსალოდნელი გაუარესების შესახებ მოსახლეობას აფრთხილებს.

 

დასავლეთ საქართველოში  –  დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამით უმეტეს, დღისით ზოგიერთ რაიონში  წვიმა, მთაში თოვლი, ღამით ზოგან ძლიერი, მაღალმთაში ზოგან ქარბუქი. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ, ზოგან ძლიერი 17-22მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +3, +8°, დღისით +5, +10°; მთაში ღამით -4, +1°, დღისით 0, +5°; მაღალმთაში ღამით -12, -7°, დღისით-5, 0°.

აღმოსავლეთ საქართველოში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამით ზოგან ნალექი, დღისით უმეტესად უნალექოდ, მაღალმთაში ზოგან ქარბუქი.  დასავლეთის  ქარი 10-15 მ/წმ, ზოგან ძლიერი 20-25 მ/წმ, დროგამოშვებით 30 მ/წმ.ჰაერის ტემპერატურა: ბარში ღამით  0, +5°, ზოგან -2°-მდე;  დღისით +3, +8°;  მთაში ღამით -5, 0°, დღისით -1, +4°; მაღალმთაში ღამით  -10, -5°,  დღისით -6, -1°,ზოგან +2°-მდე.

თბილისში,შესაძლოა იწვიმოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +6 და ღამით +2 გრადუსია მოსალოდნელი