13 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი
ცნობისმოყვარეობა მოსვენებას არ გაძლევთ. თუ სხვა დღეებში ნაკლებად გადარდებთ, რას გიმალავენ ახლობლები, ამ დღეს ყველაფრის გარკვევას ცდილობთ. თუმცა, შეიძლება ვითარება ისე განვითარდეს, რომ სხვისი საიდუმლოს გაგების ნაცვლად, საკუთარი გაამჟღავნოთ. ვარსკვლავები გირჩევენ, ენას კბილი დააჭიროთ და ჭორიკანა ადამიანებს ერიდოთ.
კურო
ამ დღეს იძულებული იქნებით, ფინანსური საქმეების მოწესრიგებაზე იზრუნოთ. შესანიშნავი დღეა იმისთვის, რომ საკუთარი ბიუჯეტი დაგეგმოთ და მომავალი კვირის ბიზნესგეგმა შეადგინოთ.
ტყუპები
თქვენი ენერგია და შრომისმოყვარეობა შეუმჩნეველი არავის დარჩება. ამ დღეს ნებისმიერი პრობლემისთვის უნივერსალური გასაღების პოვნა შეგიძლიათ, თუმცა ყველაზე კარგად სწავლა, სამეცნიერო კვლევა და ისეთი სამუშაო გამოგდით, რომელსაც ყურადღება და მოთმინება სჭირდება.
კირჩხიბი
გირჩევთ, ზედმეტ ხალხს მოერიდოთ და თუ შესაძლებელია, ეს დღე განმარტოებით გაატაროთ. შესანიშნავი დღეა მომავალი წარმატებისთვის ნიადაგის მოსამზადებლად. იმუშავეთ თქვენს პროექტზე და როცა დრო მოვა, აუცილებლად წარმატებას მიაღწევთ.
ლომი
დიდი შანსია, რომ დეჟავიუ დაგემართოთ. მზად იყავით, რომ შეხვდებით ადამიანს წარსულიდან ან მას, ვინც ძალიან ჰგავს. შესაძლოა, სრულიად უცნობ ადგილზე ნაცნობი შტრიხები შენიშნოთ და ნოსტალგიურ განწყობაზე დადგეთ.
ქალწული
ეს დღე თქვენგან მაქსიმალურ შრომისმოყვარეობას მოითხოვს, რათა დაგროვილ საქმეებს გაუმკლავდეთ. გარშემო მყოფები ყურადღების კონცენტრაციაში ხელს გიშლიან და მუშაობის დაწყებას ვერ ახერხებთ. გირჩევთ, აურზაურს ცოტა ხნით გაერიდოთ. იპოვეთ წყნარი ადგილი – ამჯერად განმარტოება ყველაზე მეტად გჭირდებათ.
სასწორები
თუ ადამიანის უკეთ გაცნობა გსურთ, სულ ერთია, ეს კოლეგა იქნება თუ პარტნიორი, გულწრფელად უნდა გაესაუბროთ. გაარკვიეთ, რას ფიქრობს და რისკენ ისწრაფვის. ეს შეიძლება პირველი ნაბიჯი იყოს თქვენი განსაკუთრებული ურთიერთობისკენ.
მორიელი
ამ დღეს სადაც მორიელია, კონფლიქტიც იქ ჩნდება. სინამდვილეში ყველანაირი გაუგებრობების მიზეზი თავადვე ხართ. თუ გსურთ, რომ მთელი დღე კამათში არ გაატაროთ, ეცადეთ, მცირე პროვოკაციებს უფრო მშვიდად შეხვდეთ.
მშვილდოსანი
ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ამ დღეს გრანდიოზული ამოცანები არ დაისახოთ. უბრალოდ, მოდუნდით და დაისვენეთ. თუ უსაქმურად ყოფნა გიჭირთ, ისეთი საქმე აკეთეთ, რომელიც დიდ ფიზიკურ და გონებრივ დატვირთვას არ მოითხოვს.
თხის რქა
ამ დღეს ყველაფერიო გაღიზიანებთ და გარშემო მყოფებთან ურთიერთობა ისე გიჭირთ, როგორც არასდროს. გაითვალისწინეთ, რომ დღეს მხოლოდ საკუთარი თავის იმედი უნდა გქონდეთ – წარმატებას მხოლოდ მარტო მოქმედების შემთხვევაში მიაღწევთ.
მერწყული
ცხოვრება თეატრია და დღეს თქვენ მთავარ როლში ხართ. იმისთვის, რომ გარშემო მყოფების ემოციები გამოიწვიოთ, შესაძლოა, ტრაგიკული როლის მორგებაც კი სცადოთ. ისე, დაფიქრდით – ხომ არ ჯობია, თანაგრძნობის მისაღებად სხვა გზა შეარჩიოთ?
თევზები
ვარსკვლავები თევზებს წყნარ დღეს ჰპირდებიან. კარგი იქნება, თუ ბოლოდროინდელ სამუშაოს შეაფასებთ და სამომავლო მოქმედების გეგმას შეადგენთ. მოერიდეთ დაპირისპირებას საყვარელ ადამიანებთან – უმნიშვნელო წყენამაც კი შეიძლება, სერიოზული კონფლიქტი გამოიწვიოს.