12 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი
მოემზადეთ რთული და დატვირთული დღისთვის. თქვენ გარშემო გარემო დენთის კასრს ჰგავს, რომელიც ნაპერწკალს ელის, რომ აფეთქდეს. გირჩევთ, მაქსიმალურად მოერიდოთ კონფლიქტურ სიტუაციებს, კრიტიკულ შენიშვნებს და ცინიკურ კომენტარებს. თუ საღამომდე მშვიდობიანად მიაღწევთ, საფრთხე აღარ გემუქრებათ. სავარაუდოდ, გაიცნობთ ადამიანს, ვისგანაც მომავალში ბევრს ისწავლით.
კურო
ხელსაყრელი და ნაყოფიერი დღეა. სირთულეების მიუხედავად, ყველა სადავო საკითხის თქვენთვის სასარგებლოდ გადაჭრას შეძლებთ და ოპონენტებს თქვენს სიმართლეში დაარწმუნებთ. პლანეტების ხელსაყრელი განლაგების წყალობით შესაძლებლობა გექნებათ, მიიღოთ ის, რაც გსურთ და წარმატებას მიაღწიოთ. თქვენი სასიცოცხლო ენერგია იმდენად შემცირებულია, რომ მეტი უნდა დაისვენოთ – საქმე არსად გაგექცევათ.
ტყუპები
ამ დღეს შესაძლოა, სიტუაცია ისე განვითარდეს, რომ კამათში ჩაბმა და საკუთარი პოზიციის დაცვა მოგიწიოთ. ვიღაც თქვენი გეგმების ჩაშლას ეცდება, ამიტომ სიფხიზლე და სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ. სირთულეები ნუ გაშინებთ – ამ დღეს იღბალი თქვენს მხარეზეა, თუმცა დამატებითი ვალდებულებების აღებას უნდა მოერიდოთ.
კირჩხიბი
რთული და გამოწვევებით სავსე დღეა. ეცადეთ, მომხდარზე სწრაფი რეაგირება მოახდინოთ და გადაწყვეტილება დროულად მიიღოთ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ საკუთარ პრინციპებს არ უღალატოთ და, თუნდაც რთულ სიტუაციაში, არჩეული გზიდან არ გადაუხვიოთ. პირად ცხოვრებაში მოსალოდნელია ცვლილებები – სიახლეების ნუ შეგეშინდებათ და ეცადეთ, შანსი ხელიდან არ გაუშვათ.
ლომი
თქვენს სამუშაო მაგიდაზე ბევრი საქმე დაგროვდა, მაგრამ ვარსკვლავები გირჩევენ, რომ მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი მოაგვაროთ, დანარჩენი კი სამომავლოდ დატოვოთ. სწრაფი და პრინციპული მოქმედების დამსახურებით შეიძლება ამ დღეს ზოგ რთულ საკითხში მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწიოთ. დრო ტყუილად რომ არ დაკარგოთ, გირჩევთ, ურთიერთობები შეზღუდოთ და მარტოობაში იმუშაოთ.
ქალწული
უსმინეთ საკუთარ ინტუიციას და ნუ გააკეთებთ იმას, რისი გაკეთებაც არ გსურთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეცდომებს და უსიამოვნებებს ვერ აიცილებთ. ამ დღეს დაგვიანება არ შეიძლება, რადგან ამას უპატივცემულობად აღიქვამენ. ადამიანი, ვისი იმედიც გქონდათ, საკუთარი საქმეებითაა დაკავებული და შეიძლება თქვენთვის მოცემული პირობა დაივიწყოს.
სასწორი
ვარსკვლავები გირჩევენ, რომ დღე მშვიდად დაიწყოთ და სამუშაო რიტმში ნელ-ნელა ჩაერთოთ. დღის მეორე ნახევარი სტრესული და დატვირთული იქნება. თუ საქმეს დამოუკიდებლად ვერ უმკლავდებით, დახმარების თხოვნა არ უნდა მოგერიდოთ. ეცადეთ, ემოციები აკონტროლოთ, რომ სწორი გადაწყვეტილების მიღებაში ხელი არ შეგიშალოთ. ფიზიკური აქტივობა სტრესის მოხსნაში დაგეხმარებათ.
მორიელი
გარშემო მყოფები ცდილობენ, მუშაობას მოგწყვიტონ და ყურადღებას გიფანტავენ. თუ გსურთ, სამუშაო დროულად დაასრულოთ, მარტო იმუშავეთ და კოლეგებთან ნაკლები ისაუბრეთ. ამ დღეს სხვა ადამიანების რჩევა და გამოცდილება არ გამოგადგებათ, ამიტომ გადაწყვეტილება დამოუკიდებლად უნდა მიიღოთ. შეთავაზებებზე ან მოწვევებზე უარს ნუ იტყვით – ამან შეიძლება თქვენი ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალოს. თუ მცირე გაუგებრობებს და სირთულეებს არ ჩავთვლით, მთლიანობაში კარგი დღეა.
მშვილდოსანი
ამ დღეს უსიამოვნებები ყველაზე მოულოდნელ ადგილებში გელოდებათ, ამიტომ წინასწარ უნდა მოემზადოთ და საკუთარ ინტუიციას უსმინოთ. რთულ სიტუაციაში კარგი განწყობა დაგეხმარებათ, ამიტომ არ ინერვიულოთ, თუ რამე გეგმის მიხედვით არ ხდება. საღამოს თქვენთვის ძვირფას ადამიანებთან დაკავშირებით სასიამოვნო ამბავს გაიგებთ.
თხის რქა
ამ დღეს გუნდური მუშაობა ნაყოფიერი და სასიამოვნო იქნება. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ყველა პრობლემის დამოუკიდებლად გადაჭრას არ ეცადოთ და პასუხისმგებლობა კოლეგებს გაუნაწილოთ. საყვარელი ადამიანების გარემოცვაში გატარებული საღამო ემოციური სტრესისგან გაგათავისუფლებთ. საშუალება გექნებათ, საინტერესო ადამიანები გაიცნოთ, რომლებიც მნიშვნელოვან გამოცდილებას გაგიზიარებენ.
მერწყული
დღემ რომ წარმატებით ჩაიაროს, საკუთარ შინაგან ხმას უნდა უსმინოთ და გადაწყვეტილებები ინტუიციურად მიიღოთ. სანამ საინტერესო შეთავაზებას დათანხმდებით, საკუთარი შესაძლებლობები რეალისტურად შეაფასეთ, რათა უსიამოვნო სიტუაციაში არ აღმოჩნდეთ.
თევზები
რთული და ყოველმხრივ დატვირთული დღეა. სავარაუდოდ, ბევრი საქმის კეთება სრულიად მარტოს მოგიწევთ. ეცადეთ, თანამოსაუბრეების განწყობა და მოტივაცია გამოიცნოთ. ეს პრობლემებს თავიდან აგაცილებთ და მიზნის მიღწევაში დაგეხმარებათ. რთული პრობლემის მოგვარება სამომავლოდ არ გადადოთ, თორემ შეიძლება, პრობლემა ერთიორად გაიზარდოს.