1. Home
  2. TOP სიახლე
  3. 12 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი
12 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

12 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

288
0

ვერძი

ამ დღეს გაორმაგებული ენერგიითა და მონდომებით მოქმედებთ! შესაძლოა, დიდი ორგანიზატორული ნიჭით არ გამოირჩევით, თუმცა, მნიშვნელოვანი და სასარგებლო საქმის გარშემო ადამიანების გაერთიანებას მაინც შეძლებთ. საქმეს ზედმეტად სერიოზულად უდგებით, თუმცა ზოგჯერ სერიოზულობაც საჭიროა.

კურო

დილიდან თავდაჯერებული ხართ და საკუთარი წარმატების ისე გწამთ, როგორც არასდროს. უფრო მეტიც, საკუთარი ყოვლისშემძლეობით ფრთაშესხმულს შეიძლება ვინმეს მფარველობისა და მხარდაჭერის სურვილი გაგიჩნდეთ. მშვენიერია, თუმცა საპასუხო მადლიერების იმედი არ უნდა გქონდეთ.

ტყუპები

ამ დღეს ახლობელი ადამიანების წრეში დროის სასიამოვნოდ გატარებას გეგმავთ და ამაზე ფიქრი ყველა სხვა საქმესა და საზრუნავს გადაფარავს. ყველაზე კარგი, რაც ამ დროს შეიძლება მოიფიქროთ, მეგობრებთან ერთად ბუნებაში ან ქალაქგარეთ გასვლა იქნება.

კირჩხიბი

ვარსკვლავები ამ დღეს სწრაფად და პრინციპულად მოქმედებას გაიძულებენ, თანაც ისე სწრაფად, რომ გადაწყვეტილების მიღებამდე ფიქრის დრო არ დაგრჩებათ. აქედან გამომდინარე, გირჩევთ, სანამ რამე საქმეში ჩაერთვებით, ათამდე დაითვალეთ, დაფიქრდით და შემდეგ … გვერდით გადადეთ.

ლომი

გადაწყვიტეთ, რომ მიზანს პირდაპირ, ყოველგვარი შემოვლითი გზების გარეშე მიაღწიოთ. გეგმები, რომლებიც დიდი ხნის წინ შეიმუშავეთ, შეიძლება წარმატებით განახორციელოთ, თუმცა, ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, თუ მონდომებას და გამბედაობას გამოიჩენთ.

ქალწული

ძნელია ქალწული ინიციატივის ნაკლებობასა და მერყეობაში დაადანაშაულო. ამ თვისებების ფონზე ეს დღე მიზნის მიღწევისთვის უამრავ შესაძლებლობას გთავაზობთ. ამ დღეს ადვილად იპოვით არგუმენტებს, რომ მოწინააღმდეგე საკუთარ სიმართლეში დაარწმუნოთ და ამავდროულად, კონკურენტები გზიდან მოიცილოთ.

სასწორები

ამ დღეს ცხოვრების „რიტმში ჩაჯდომა“ გიჭირთ და, რაც მთავარია, არც გსურთ. გარშემო მყოფთა აქტიურობა გაღიზიანებთ, ხოლო მათ მბრძანებლურ ტონს მწყობრიდან გამოჰყავხართ. ამის გამო გირჩევთ, ხვალ საზოგადოებრივ საქმეებს მაქსიმალურად თავი მოარიდოთ და ფოკუსირება საკუთარ საქმეებზე მოახდინოთ.

მორიელი

ენერგიით სავსე ხართ და, სურვილის შემთხვევაში, ნებისმიერ საქმეს ადვილად გაუმკლავდებით. ამაში ადვილად დარწმუნდებით, თუ ძველი, ძალიან მტკივნეული პრობლემის გადაჭრას ცდით.

მშვილდოსანი

სადღაც თქვენი სულის სიღრმეში დიქტატორი გაიღვიძებს. ამიტომ დღეს თქვენთან კამათი არა მხოლოდ უსარგებლო, არამედ საშიშიც იქნება. თავად კი საკუთარ თავს არა დიქტატორად, არამედ ბრძენ ლიდერად აღიქვამთ, რომელსაც, უბრალოდ, წინააღმდეგობა არ მოსწონს – არაფერში და არასდროს.

თხის რქა

გირჩევთ თავისუფალი დრო სპორტულ აქტივობებს დაუთმოთ. ასეთი აქტივობები არა მხოლოდ სხეულისთვის, არამედ სულისთვისაც სასარგებლოა. გარდა ამისა, სწორედ სპორტულ დარბაზში გელით საინტერესო ნაცნობობა, რომელიც თქვენს ცხოვრებას მთლიანად შეცვლის.

მერწყული

ამ დღეს მერწყული ომისთვისაა განწყობილი. თქვენი ჩანაფიქრით ეს პატარა შეტაკება თქვენი სრული გამარჯვებით დასრულდება, თუმცა შეიძლება მოვლენები ისე განვითარდეს, რომ პატარა ომი დიდი გახდეს და დამარცხებაც იწვნიოთ. ასე რომ, იქნებ მშვიდობა არჩიოთ?

თევზები

გაოცებთ იმის გაცნობიერება, რომ გარშემო მყოფებს ამა თუ იმ საკითხზე თქვენგან განსხვავებული შეხედულება აქვთ. ცდილობთ ოპონენტების თვალსაზრისში რაციონალურობის მარცვალი დაინახოთ, თუმცა არ გამოგდით და ჯიუტად, საკუთარ პოზიციაზე რჩებით. უცნაურია, მაგრამ ასეთი სიჯიუტე შეიძლება საკუთარი მიზნების მიღწევაში დაგეხმაროთ.