1. Home
  2. TOP სიახლე
  3. 11 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
11 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

11 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

361
0

ვერძი

საყვარელ ადამიანთან ურთიერთობაში ზედმეტად შებოჭილი და თავშეკავებული ნუ იქნებით — თქვენგან უფრო გადამწყვეტ ქმედებებს ელიან. თავდაჯერება, ტაქტი და პარტნიორის მიმართ პატივისცემა — თქვენი წარმატების საწინდარია.

ზოგჯერ ოჯახის წევრებისგან ცოტა ხნით დასვენება და საკუთარ ფიქრებთან მარტო დარჩენა აუცილებელია, წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება უმნიშვნელო შენიშვნამაც გაგაღიზიანოთ.

ამ დღეს სამსახურის შეცვლის ან კარიერული წინსვლის საშუალება გექნებათ. ეცადეთ, რომ საკუთარი ხარჯების გადანაწილება ისწავლოთ, რათა თქვენს ჯიბეს შემოსავალი დაეტყოს.

ამჟამად თქვენი ორგანიზმი ინფექციების მიმართ განსაკუთრებით მგრძნობიარეა, ამიტომ ხალხმრავალ ადგილებს უნდა მოერიდოთ.

კურო

უახლოესი დღეები პირადი ცხოვრების მიმართულებით წარმატებას გპირდებათ. მომდევნო რამდენიმე დღეს რაც უფრო აქტიურად და დინამიკურად გაატარებთ, მით უფრო მეტს შეძლებთ.

თქვენი ნიშნის წარმომადგენლებს მალე გაუმართლებთ — ვარსკვლავები სასიამოვნო ამბავს გპირდებიან.

წარსულში თქვენ პროფესიონალიზმი და სტრესისადმი გამძლეობა უკვე აჩვენეთ, ამიტომ ხელმძღვანელობა რთულ და მნიშვნელოვან საქმეს დაგავალებთ. გირჩევთ ხელმძღვანელობის კეთილგანწყობა საკუთარი ინტერესების დასაცავად გამოიყენოთ. გამორიცხული არ არის, რომ მიმზიდველი სამუშაო შეთავაზებები მიიღოთ.

გახსოვდეთ, რომ ჯანმრთელობა მხოლოდ ფიზიკური მდგომარეობა კი არა, მენტალური კეთილდღეობაცაა.

ტყუპები

თუ წყენა და უნდობლობა დიდი ხანია გროვდება, გირჩევთ, საყვარელს ადამიანს შექმნილ მდგომარეობაზე გულწრფელად ესაუბროთ. გაითვალისწინეთ, რომ ამ დღეს გაფუჭებული ურთიერთობის აღდგენას დიდი დრო და ენერგია დასჭირდება.

მოერიდეთ დაგროვილი საქმეების ერთდროულად დასრულებას. ეს გადაღლას გამოიწვევს და ხელში უხარისხოდ შესრულებული სამუშაო შეგრჩებათ.

აკონტროლეთ კვება – მოერიდეთ მძიმე საკვებს და ალკოჰოლურ სასმელებს.

ამ დღეს შეძლებთ გააცნობიეროთ, რა არის თქვენთვის მნიშვნელოვანი და დრო რაზე არ უნდა დაკარგოთ.

კირჩხიბი

თუ დღეს სახლიდან შორს, მაგალითად, სხვა ქალაქში ყოფნა მოგიწევთ, იცოდეთ, რომ შეიძლება თქვენი ცხოვრებისთვის მნიშვნელოვანი ადამიანი გაიცნოთ. ზოგადად, ეს დღე კირჩხიბებისთვის საინტერესო ნაცნობობით და შემოქმედებითი შეხვედრებით გამოირჩევა.

მოსალოდნელია, რომ კოლეგებთან საქმიანი ურთიერთობები უფრო ახლო და თბილ კონტაქტებში გადაიზარდოს.

შესაძლოა, წარსულის უარყოფითი ამბები თქვენს აღქმაზე ისევ გავლენას ახდენს, ამიტომ ეცადეთ, არ გადაიღალოთ და საკმარისად იძინოთ.

ლომი

ემოციებს გულში ნუ შეინახავთ. შესაძლოა ახალი იდეების მნიშვნელობა თავიდან ვერ შეაფასოთ, მაგრამ მათზე უარის თქმას ნუ იჩქარებთ — ასე შეიძლება კარგი საქმე დაკარგოთ. ეს დღე უამრავი ხელსაყრელი შანსითა და პერსპექტივითაა სავსე, მაგრამ დასახული მიზნების მისაღწევად სერიოზული შრომა დაგჭირდებათ.

ვარსკვლავები აქტიურ, ახალი იდეებითა და შესაძლებლობებით სავსე დღეს გპირდებიან. მზად იყავით, რომ სამუშაო ცვლილებებსა და ახალ გარემოებებს მოერგოთ.

მოულოდნელმა გარემოებებმა შეიძლება ფინანსური ხარჯები ან საკუთარი პოზიციის დაცვა გაიძულებთ.

თუ ჰიპერტონიისკენ მიდრეკილი ხართ, ეცადეთ, არ გადაიღალოთ და ზედმეტ სტრესს მოერიდოთ — ორგანიზმი ახლა ყველაფერზე მძაფრად რეაგირებს.

ქალწული

ამ დღეს ოჯახურ ქალწულებს მნიშვნელოვანი საქმეების დასრულება მოუწევთ. მიზნის მიღწევას აუცილებლად შეძლებთ, თუ უკან არ დაიხევთ.

ნუ მოუსმენთ ეჭვიან ადამიანებს, რომლებიც მუდმივად თქვენს მარცხს პროგნოზირებენ.

ფულზე ფიქრი ცოტა ხნით დაივიწყეთ. ეს ფინანსური ოპერაციებისთვის არახელსაყრელი პერიოდია — შესაძლოა, ნებისმიერი მანიპულაცია ზარალით დასრულდეს.

ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას — გადაღლის ზღვარზე ხართ!

სასწორი

გარშემო მყოფ ადამიანებს ყურადღებით დააკვირდით, რომ მნიშვნელოვანი სიახლე არ გამოგეპაროთ.

ოჯახური გარემო სტრესისგან გათავისუფლებასა და აზრების დალაგებაში დაგეხმარებათ. მიეცით თავს უფლება, რომ ცოტა ხნით სამსახურის საქმეები დაივიწყოთ, მოდუნდეთ და უბრალოდ სიმყუდროვით დატკბეთ. ვარსკვლავები ვარაუდობენ, რომ უახლოეს მომავალში ოჯახურ ურთიერთობებში სირთულეები არ გელით.

ზედმეტ ვალდებულებებს მოერიდეთ — შესაძლოა, თქვენი ენთუზიაზმი სათანადოდ არ დაფასდეს.

ყურადღება მიაქციეთ კვებას — მსუბუქი დიეტა ახლა მხოლოდ სარგებელს მოგიტანთ. ხშირი თავის ტკივილები და სწრაფი დაღლა შეიძლება წნევის პრობლემებზე მიანიშნებდეს.

მორიელი

ამ დღეს სიყვარულში წარმატება ნაკლებად სავარაუდოა. ურთიერთობაში არსებული სირთულეების დასაძლევად, ტყუილებით თვალის ახვევას უნდა გადაეჩვიოთ.

ხელმძღვანელობისგან მოსალოდნელია მიმზიდველი შეთავაზებები, მაგრამ ასტროლოგები გაფრთხილებენ – ფინანსურ ხელშეკრულებებს, მოლაპარაკებებს და კონფლიქტურ სიტუაციებს ფრთხილად მოეკიდეთ.

ნებისმიერი საქმე, რომელიც გადაადგილებას ან ტრანსპორტს უკავშირდება წარმატებული იქნება.

ეცადეთ, პროფესიულ მოვალეობებსა და პირად ცხოვრებასთან დაკავშირებულ საქმეებს შორის გონივრული ბალანსი შეინარჩუნოთ.

ყურადღება მიაქციეთ ფეხებში სისხლის მიმოქცევას — სასურველია მასაჟთან ერთად სპეციალური გელები ან მალამოები გამოიყენოთ და გადატვირთვას მოერიდოთ.

მშვილდოსანი

დღეს ზოგი მშვილდოსნისთვის სასიყვარულო პრობლემების ხანგრძლივი პერიოდი სრულდება. მზად ხართ ახლობელ ადამიანთან ურთიერთობაში ყველაფერი თავიდან დაიწყოთ.

ეცადეთ, გარშემომყოფთა გაღიზიანებას ყურადღება არ მიაქციოთ — შინაგანი სიმშვიდე თქვენი მომავალი წარმატების საფუძველია. ვარსკვლავები გპირდებიან, რომ რამდენიმე დღეში ვითარება გაუმჯობესდება.

მოაგროვეთ საჭირო ინფორმაცია, გაესაუბრეთ კოლეგებს. საქმიან პარტნიორებთან მოლაპარაკებები იმედის მომცემი შედეგით დასრულდება, რაც მომავალში დამატებით შემოსავალს მოგიტანთ.

ჰიპერტონიისკენ მიდრეკილი ადამიანებისთვის არახელსაყრელი დღეა — მოერიდეთ სტრესს და გადაღლას.

თხის რქა

ეს დღე თქვენს ცხოვრებას სიყვარულსა და რომანტიკას შემატებს. ეძებეთ შთაგონება იქ, სადაც სიცოცხლე ენერგიით სავსეა.

დაგეგმეთ დღეები, მკაფიო გრაფიკი შეადგინეთ — ეს ყველა სფეროში წარმატების მიღწევაში დაგეხმარებათ. ფულის ხარჯვას ფრთხილად მოეკიდეთ.

განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინეთ, თუ გულ-სისხლძარღვთა დაავადება გაქვთ — მოსალოდნელია ქრონიკული პრობლემების გამწვავება. მოიშორეთ ცუდი ფიქრები და იფიქრეთ იმ კარგ მოვლენებზე, რომლებიც თქვენს ცხოვრებაში ხდება.

მერწყული

შესაძლოა, საყვარელმა ადამიანმა თქვენზე იეჭვიანოს და ამის გარკვეული მიზეზიც ჰქონდეს.

პლანეტების ხელსაყრელი განლაგება პროფესიულ საქმიანობაში წარმატებას გპირდებათ. მიზანდასახულობა და შრომა საშუალებას მოგცემთ, ბევრ რამეს მიაღწიოთ.

შესაძლოა, ლატარიაში გაგიმართლოთ, მაგრამ გახსოვდეთ: ფული, რომელიც ადვილად მოდის, ზუსტად ასევე ადვილად იხარჯება. ა

ამ პერიოდში თქვენი ერთადერთი სერიოზული საფრთხე ინფექციაა — ამიტომ განსაკუთრებული ყურადღებით დაიბანეთ ხელები საჯარო ადგილებში ყოფნის შემდეგ.

თევზები

მარტოხელა თევზებს რომანტიკული ნაცნობობის შანსი გამოუჩნდებათ, რომელსაც შესანიშნავი პერსპექტივა ექნება. ნუ დაივიწყებთ, რომ ოჯახის წევრებს თქვენ ზრუნვა და ყურადღება სჭირდებათ.

თუ ამ დღეს კოლეგებისგან ცივ დამოკიდებულებას იგრძნობთ, ეს მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ ვიღაც თქვენს წარმატებას შურით უყურებს.

ფინანსურ სფეროში განსაკუთრებული სირთულეები არ გელით, თუმცა მოერიდეთ თაღლითებს, ნუ აიღებთ სესხსა და იპოთეკებს. საეჭვო პროექტში მონაწილეობასაც ნუ დათანხმდებით, თორემ შეიძლება ფინანსურად დაზარალდეთ.

ფრთხილად იყავით ელექტროწყობილობებთან.