1. Home
  2. TOP სიახლე
  3. 11-12 მაისს პარლამენტის შენობაში დაიშვებიან მხოლოდ დეპუტატები და აპარატის თანამშრომლები
11-12 მაისს პარლამენტის შენობაში დაიშვებიან მხოლოდ დეპუტატები და აპარატის თანამშრომლები

11-12 მაისს პარლამენტის შენობაში დაიშვებიან მხოლოდ დეპუტატები და აპარატის თანამშრომლები

253
0

საქართველოს პარლამენტი უსაფრთხოების დამატებითი ზომების შესახებ განცხადებას ავრცელებს.

პარლამენტის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 11-12 მაისს საქართველოს პარლამენტის სასახლეში იმოქმედებს უსაფრთხოების ყვითელი დონე – ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა.

მათივე ცნობით, შენობაში დაიშვებიან მხოლოდ საქართველოს პარლამენტის წევრები და აპარატის თანამშრომლები.

„საქართველოს პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების დაცვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2023 წლის 04 სექტემბრის N1/259/23 ბრძანების შესაბამისად, მიმდინარე წლის 11-12 მაისს საქართველოს პარლამენტის სასახლეში იმოქმედებს უსაფრთხოების ყვითელი დონე – ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა.

შენობაში დაიშვებიან მხოლოდ საქართველოს პარლამენტის წევრები და აპარატის თანამშრომლები.

აღნიშნული ღონისძიების მიზანია საქართველოს პარლამენტის სასახლეში სამუშაო და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა”,- ნათქვამია ინფორმაციაში.