1. Home
  2. TOP სიახლე
  3. 10 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი
10 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

10 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

1.27K
0

ვერძი

ამ დღეს არ შეიძლება სარისკო ოპერაციების განხორციელება, ინტრიგებში ჩართვა, საპირისპირო სქესის წარმომადგენლებთან ზედმეტი ყურადღების მიქცევა. უმჯობესია მოთმინება გამოიჩინოთ და გარშემო მყოფებთან ურთიერთობა მინიმუმამდე შეამციროთ. ამის ნაცვლად ეცადეთ, სუფთა ჰაერზე ისეირნოთ და მზის სხივებით დატკბეთ.

კურო

ამ დღეს შრომისმოყვარეობისა და მოთმინების დახმარებით ბევრის მიღწევა შეგიძლიათ. სავარაუდოდ, სამეგობრო წრე გაფართოვდება. ხელსაყრელი დღეა ნებისმიერი ბიზნესისთვის. აუცილებლად დაეხმარეთ ყველას, ვინც დახმარებას ითხოვს და სიკეთე დაგიფასდებათ. თუ არ იზარმაცებთ, მიზნის მიღწევას შეძლებთ.

ტყუპები

თუ პრინციპულობას გამოიჩენთ და უკან არ დაიხევთ, შანსი გაქვთ, ისეთ წარმატებას მიაღწიოთ, რომელზეც ადრე ფიქრსაც ვერ ბედავდით. ეს დღე დაგეხმარებათ, გაიგოთ, ვინ არის თქვენი მეგობარი, ვინ მტერი და შურიანი ადამიანი. შესაძლოა, წინასწარმეტყველური სიზმარი ნახოთ, მთავარია, გაღვიძებისას არ დაგავიწყდეთ. თქვენი ინტუიცია ისე კარგად მუშაობს, როგორც არასდროს.

კირჩხიბი

ამ დღეს კონფლიქტი შეიძლება სრულიად უმიზეზოდ, „ცარიელ ადგილზე“ გაჩნდეს. შინაგანი ჰარმონია და დიპლომატიური უნარები დაგეხმარებათ, რთულ სიტუაციასაც კი გაუმკლავდეთ. პლანეტების განლაგება იმაზე მეტყველებს, რომ ოჯახს და ახლო მეგობრებს მეტი ყურადღება უნდა მიაქციოთ. ხელსაყრელი დროა ადრე დაწყებული საქმის დასასრულებლად, ახლის დაწყებისგან კი ჯერჯერობით თავი უნდა შეიკავოთ.

ლომი

გამორიცხული არ არის, რომ ამ დღეს ვიღაცამ თქვენი მოტყუება სცადოს. იმისთვის, რომ დღე წარმატებით დაასრულოთ, მიღებულ ინფორმაციაზე სწრაფი რეაგირება უნდა შეძლოთ. წვრილმანების გამო ნუ გაღიზიანდებით და ეცადეთ, მეტი დრო სუფთა ჰაერზე, ახლობელი ადამიანების გარემოცვაში გაატაროთ.

ქალწული

აქტიურობის მიუხედავად, საქმეში სასურველ შედეგებს ვერ მიაღწევთ. ამასთან, თქვენი ენერგია იწურება. ახლა ყველაზე მეტად გარემოს შეცვლა და დადებითი ემოციებით დამუხტვა გჭირდებათ. სასიამოვნო ადამიანებთან შეხვედრა და ახალი გამოცდილება ძალების აღდგენაში დაგეხმარებათ. ჯანმრთელობის მხრივ პრობლემები მოსალოდნელი არ არის, თუმცა ვარჯიში და დაბალანსებული დიეტა თავს უფრო მხნედ და ხალისიანად გაგრძნობინებთ.

სასწორი

ამ დღეს საშუალება გექნებათ, რომ საკუთარი სამუშაო შეამოწმოთ და ეს შანსი უნდა გამოიყენოთ. მენეჯმენტი თქვენს ახალ იდეებს, შრომას და მონდომებას ღირსეულად დააფასებს. ჯანსაღი ცხოვრების წესისადმი ერთგულება შედეგს გამოიღებს – ჯანმრთელობის მხრივ პრობლემებს არ უნდა ელოდოთ.

მორიელი

ეს დღე მთლიანად თქვენია და მოგიწოდებთ, რომ საკუთარი თავისა და იდეის გწამდეთ. საქმე, რომელზეც ამჟამად მუშაობთ მოულოდნელ წარმატებას მოგიტანთ. სხვა ადამიანებზე მეტად საკუთარ თავს და სურვილებს უნდა უსმინოთ. შესაძლებელია დიდი ხნის ნანატრი ნივთი შეიძინოთ, რომელზეც აქამდე მხოლოდ ოცნებობდით. თქვენთვის ჩვეული ტაქტი, დიპლომატიური თვისებები და სიზუსტე დაგეხმარებათ, რომ თქვენთვის საჭირო ადამიანი იპოვოთ.

მშვილდოსანი

მშვენიერი დღეა ფიქრისთვის. თუ მოგზაურობას გეგმავთ, გირჩევთ, განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინოთ და ხელბარგი უმეთვალყურეოდ არ დატოვოთ. შესაძლოა, დამატებითი შემოსავლის მიღების შესაძლებლობა გაჩნდეს და ხელიდან არ უნდა გაუშვათ. გახსოვდეთ, რომ ემოციები თქვენში არ უნდა დააგროვოთ – ცხოვრება ბევრად უფრო ადვილია, როდესაც საკუთარ განცდებს ან საზრუნავს საყვარელ ადამიანებს უზიარებთ.

თხის რქა

სწავლისა და მუშაობისთვის ხელსაყრელი დღეა. გირჩევთ, თქვენთვის ონლაინ კურსებზე დარეგისტრირდეთ და ახალი ცოდნა შეიძინოთ. გახსოვდეთ, რომ თქვენი ძალა ინტელექტია. ეცადეთ, მეხსიერება, აზროვნება და ლოგიკა განავითაროთ. შესაძლოა, ბავშვობის დროინდელმა კომპლექსებმა თავი შეგახსენონ. გირჩევთ, დღის მეორე ნახევარში ემოციურად განიტვირთოთ და სამსახურის პრობლემები დაივიწყოთ.

მერწყული

საინტერესო და მოვლენებით დატვირთული დღეა. ახალი ცოდნა ძალიან გამოგადგებათ. საღამო ოჯახთან ან საყვარელ ადამიანთან ერთად გაატარეთ – ეს ბოლო დღეების ნერვული დაძაბულობის მოხსნაში დაგეხმარებათ. ყურადღება მიაქციეთ, რას და რამდენს მიირთმევთ, განსაკუთრებით – თუ ზედმეტი წონის პრობლემას ებრძვით. ეცადეთ საკუთარი და პარტნიორის შესაძლებლობები ობიექტურად შეაფასოთ.

თევზები

გრძნობთ, რომ გადაიღალეთ და დილიდან უხასიათობას ებრძვით. გირჩევთ, ხალხის თავშეყრის ადგილებს მოერიდოთ და განმარტოვდეთ – შესაძლოა, ინფექციური დაავადება შეგეყაროთ ან უცნობი ადამიანების აგრესიის მსხვერპლი გახდეთ. თქვენი შრომისმოყვარეობისა მიუხედავად, ამ დღეს სიტუაციის თქვენს სასარგებლოდ შემობრუნებას ვერ შეძლებთ.