1. Home
  2. TOP სიახლე
  3. 10 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
10 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

10 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

394
0

ვერძი

ვერძებო, გახსოვდეთ, რომ უკვალოდ არაფერი ქრება და წარსულმა შეიძლება კარზე ნებისმიერ დროს დააკაკუნოს. დამალვას ნუ ეცდებით, რადგან ყველგან გიპოვით. დროა, საკუთარ ქმედებებზე პასუხისმგებლობა აიღოთ. ლომი სიტუაციის მოგვარებას და თქვენს დახმარებას და უარს ნუ ეტყვით. შესანიშნავი დღეა ქალწულთან ურთიერთობისთვის, სასწორს კი უნდა ერიდოთ.

კურო

კუროებო, ყველაფერი წესრიგშია. უბრალოდ უნდა დაისვენოთ და პასუხისმგებლობის უზარმაზარი ტვირთი მოიხსნათ. გირჩევთ, მაგალითი მშვილდოსნისგან აიღოთ – პრობლემებს უფრო მარტივად შეხედეთ და ისინი წავლენ. საუკეთესო დღეა ლომთან ურთიერთობისთვის, კირჩხიბს უნდა ერიდოთ.

ტყუპები

ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ეს დღე სამსახურს დაუთმოთ. მოემზადეთ იმისთვის, რომ სხვა ადამიანების პრობლემები უნდა მოაგვაროთ. თქვენ მათთვის მაშველ რგოლად იქცევით. ხელსაყრელი დღეა თევზებთან ურთიერთობისთვის, მაგრამ თევზებს უნდა მოერიდოთ.

კირჩხიბი

კირჩხიბებო, დაფიქრდით, ერთი თვის ან ერთი წლის მერე თუ ექნება მნიშვნელობა იმას, რაზეც ახლა ნერვიულობთ? გჯეროდეთ საკუთარი თავის და საკუთარი ძალების. თქვენ შეგიძლიათ ყველაფერს მოერიოთ, რაც წარმატებისკენ მიმავალ გზაზე გადაგეღობებათ. არ დაგავიწყდეთ, რომ ახლობლებს მადლობა გადაუხადოთ – მათ გარეშე ვერაფერს შეძლებდით. ხელსაყრელი დღეა მშვილდოსანთან ურთიერთობისთვის. მორიელებს უნდა ერიდოთ.

ლომი

უკან დასახევი გზა არ არსებობს, რაშიც ამ დღეს ზოდიაქოს ყველაზე ცეცხლოვანი ნიშნის წარმომადგენლები დარწმუნდებიან. ლომებო, ეს ნერვიულობის მიზეზი არ არის! გახსოვდეთ, წარსული უნდა დაგეხმაროთ, რომ მომავალში სასურველ მიზანს მიაღწიოთ. ხელსაყრელი დღეა ვერძთან ურთიერთობისთვის. მოერიდეთ სასწორებს.

ქალწული

ქალწულებო, გირჩევთ შეჩერდეთ. შეუძლებელია სხვისი კეთილდღეობისთვის მებრძოლი საკუთარზე საერთოდ არ ფიქრობდეს. იფიქრეთ საკუთარ თავზე. თქვენ ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანი ხართ საკუთარ ცხოვრებაში. ხელსაყრელი დღეა თევზებთან ურთიერთობისთვის. კირჩხიბებს უნდა ერიდოთ.

სასწორი

თუ ნებისმიერ შეცდომაზე ამდენს ინერვიულებთ, ჯანმრთელობას დაიზიანებთ. დღეს ძველი შეცდომის გამოსწორებას შეძლებთ, რომელიც დიდი ხანია გაწუხებთ. ხელსაყრელი დღეა კუროებთან ურთიერთობისთვის. სასწორთან ურთიერთობას უნდა ერიდოთ.

მორიელი

ვარსკვლავები გირჩევენ, მეტი ყურადღება მიაქციოთ მას, ვისაც თქვენს ცხოვრებაში ღიმილი და პოზიტივი შემოაქვს. ეცადეთ შეზღუდოთ ურთიერთობა ადამიანებთან, რომლებიც მხოლოდ პრობლემებს გიქმნიან. ხელსაყრელი დღეა მერწყულთან ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ქალწულებს.

მშვილდოსანი

მშვილდოსნებო, გახსოვდეთ, რომ ვალდებული არ ხართ საკუთარი არჩევანით ვინმეს ასიამოვნოთ. თქვენი ცხოვრება მხოლოდ თქვენი საქმეა და დანარჩენები ამას უნდა მიეჩვიონ. ხელსაყრელი დღეა კირჩხიბთან ურთიერთობისთვის. მოერიდეთ მშვილდოსანს.

თხის რქა

თხის რქებო, ამ დღეს მარტო ვერაფერს გადაწყვეტთ და თუ ეცდებით, ცუდი შედეგით დაასრულებთ. თუ მნიშვნელოვანი საკითხის მოგვარება გსურთ, სხვების აზრის მოსმენა და კომპრომისის პოვნა მოგიწევთ. ხელსაყრელი დღეა კუროსთან ურთიერთობისთვის. თხის რქებს უნდა ერიდოთ.

მერწყული

ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ამ დღეს ნებისმიერ ადამიანს კეთილად მოეპყროთ და დაეხმაროთ. გახსოვდეთ, პრობლემები მხოლოდ თქვენ არ გაქვთ. თქვენს რომელიღაც ახლობელს ძალიან რთული დღე აქვს და თქვენი მხარდაჭერა სჭირდება. საუკეთესო დღეა ლომთან ურთიერთობისთვის, მორიელს კი უნდა ერიდოთ.

თევზები

თევზებო, თუ ოდესმე იმ ადამიანებთან ურთიერთობის საშუალება მოგეცათ, ვინც გული გატკინათ, საკუთარ თავს პირობა მიეცით, რომ შურისძიებას არ აჰყვებით და გულგრილად ჩაუვლით. ამით ბევრად უფრო მტკივნეულ დარტყმას მიაყენებთ, რადგან გულგრილობა სიძულვილზე უარესია. ხელსაყრელი დღეა თხის რქასთან ურთიერთობისთვის, მოერიდეთ კურო