1 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი
წარმატებული და საინტერესო დღეა. ვარსკვლავების დახმარებით საქმეებს თითქმის ძალისხმევის გარეშე გაუმკლავდებით. თქვენი დღევანდელი აქტივობა საჭირო და სასარგებლო კონტაქტების დამყარებაში დაგეხმარებათ. ვარსკვლავები გირჩევენ, შეხედულებები არ შეიცვალოთ და ნებისმიერ დისკუსიაში საკუთარი პოზიცია დაიცვათ. გახსოვდეთ, რომ სასურველ შედეგს მხოლოდ კარგად გააზრებული, თანმიმდევრული ქმედებები მოგიტანთ.
კურო
იღბალი თქვენს მხარეზეა, ამიტომ შეიძლება ისეთი ისეთი პრობლემებიც მოაგვაროთ, ადრე რომ ვერ უმკლავდებოდით. ყველაფრის მიუხედავად, რამდენიმე საქმის ერთდროულად კეთებას უნდა მოერიდოთ – შეიძლება ამისთვის ძალა არ გეყოთ. მოსალოდნელია ნაცნობობა, რომელიც თქვენს ცხოვრებაში სერიოზულ ცვლილებებს მოიტანს. დასკვნების გამოტანა ნუ იჩქარებთ – უმჯობესია სიტუაციის განვითარებას დააკვირდეთ.
ტყუპები
ეს დღე ყველაზე შესაფერისია დაგეგმვის, სტრატეგიის შემუშავებისა და ახალი იდეების განხილვისთვის. მოქმედებას ნუ დაიწყებთ, სანამ მკაფიო გეგმას არ შეიმუშავებთ. ეცადეთ ბრაზიან და გაღიზიანებულ ადამიანებთან ურთიერთობას და კონფლიქტებს მოერიდოთ და მშვიდ გარემოში განმარტოვდეთ. სწავლისთვის ხელსაყრელი დღეა – ახლა ნებისმიერ ინფორმაციას ადვილად ითვისებთ.
კირჩხიბი
გამორიცხული არ არის, რომ ამ დღის მოვლენებმა პრობლემის გადასაჭრელად არასტანდარტულად მოქმედება გაიძულოთ. უსმინეთ საკუთარ ინტუიციას და ურთიერთობები მაქსიმალურად შეზღუდეთ. გირჩევთ კოლეგებს მხოლოდ საქმიან საკითხებზე ესაუბროთ და სხვა ადამიანების პირადი ცხოვრების განხილვას მოერიდოთ. საღამოს შესაძლებლობა გექნებათ, რომ ახლობელ ადამიანებზე იზრუნოთ და დაეხმაროთ.
ლომი
ამ დღეს დიდი რაოდენობით ინფორმაციასთან გამკლავება მოგიწევთ. შესაძლოა, გაიგოთ რაღაც, რაც სიტუაციაზე გავლენას მოახდენს და სწრაფ რეაგირებას გაიძულებთ. სპორტდარბაზში ვარჯიში და სასიამოვნოზე ფიქრი სტრესთან და სიზარმაცის შეტევებთან გამკლავებაში დაგეხმარებათ. თქვენი პიროვნული თვისებები უამრავ ადამიანს იზიდავს, ამიტომ მოსალოდნელია რომანტიკული თავგადასავლები.
ქალწული
სწრაფად ცვლად გარემოში სიტუაციის სწორად შეფასება და გადაწყვეტილების მიღება გიჭირთ. ეცადეთ ყველა დისკუსია დაასრულოთ, შედეგები შეაჯამოთ და დასკვნები გამოიტანოთ. ახლა შეიძლება ბევრი საკითხი ძალიან სერიოზული ან ბუნდოვანი გეჩვენებათ, მაგრამ როგორც კი მოქმედებას დაიწყებთ, სირთულეები გაქრება.
სასწორი
მნიშვნელოვანი და დაძაბული დღეა. გაითვალისწინეთ, რომ თქვენი ქმედებები და გადაწყვეტილებები მომავალი თვეების ტენდენციებს განსაზღვრავენ. ეცადეთ საქმეს სერიოზულად და პასუხისმგებლობით მიუდგეთ, რომ შეცდომები თავიდან აიცილოთ. პროფესიონალებისთვის რჩევის კითხვა ნუ მოგერიდებათ. თქვენს საქმეებში სხვა ადამიანები ხშირად ერევიან. ეს დიდხანს გაგაღიზიანებთ, მაგრამ საბოლოოდ შეგუება მოგიწევთ.
მორიელი
თუ ახალ ემოციებს და განსხვავებულ შეგრძნებებს ეძებთ, მეგობრებთან ერთად გაერთეთ ან ეგზოტიკური კერძი მოამზადეთ. მშვენიერი დღეა შერიგების და გაწყვეტილი ურთიერთობების აღდგენისთვის. თუ თავს დამნაშავედ მიიჩნევთ, ბოდიშის მოხდაც უნდა შეძლოთ და წყენა სამუდამოდ დაივიწყოთ – ცხოვრება ხომ ასეთი ხანმოკლეა.
მშვილდოსანი
ბევრი კითხვა და პრობლემა, რომლებიც ადრე გაწუხებდათ, მოულოდნელად ძალიან მარტივად და სწრაფად მოგვარდება. გამორიცხული არ არის, რომ თქვენს წინაშე სრულიად ახალი პერსპექტივები გაიხსნას. მთავარია, საკუთარი თავის რწმენა არ დაკარგოთ, წარმატებისთვის საჭირო ყველა თვისება და უნარი გაქვთ. მშვენიერი დღეა საპირისპირო სქესის წარმომადგენლებთან ურთიერთობისა და რომანტიკული პაემნებისთვის.
თხის რქა
1-ელი თებერვალი თხის რქებისთვის იღბლიანი დღეა, ამიტომ ეცადეთ შანსი გამოიყენოთ და ძველი, სამომავლოდ გადადებული საქმეები დაასრულოთ. შესაძლოა, ზოგი გეგმის შეცვლა მოგიწიოთ, მაგრამ ეს თქვენთვის გაცილებით ხელსაყრელი იქნება. ნუ დაივიწყებთ პირობას, რომელიც ახლობელ ადამიანს მიეცით – ახლა მისი შესრულების დროა.
მერწყული
რაც შეიძლება მეტის და რაც შეიძლება სწრაფად კეთების სურვილმა შეიძლება საპირისპირო შედეგი გამოიწვიოს. ამიტომ ეცადეთ მშვიდად და აუჩქარებლად იმოქმედოთ და საქმეს პასუხისმგებლობით მიუდგეთ. უსმინეთ საკუთარ ინტუიციას და ის მნიშვნელოვან მინიშნებას მოგცემთ. ფრთხილად იყავით დოკუმენტზე ხელის მოწერის დროს და კითხვების შემთხვევაში სპეციალისტს მიმართეთ.
თევზები
რთული და დაძაბული დღეა. შეიძლება სწრაფად მუშაობა და რამდენიმე საკითხის ერთდროულად გადაჭრა მოგიწიოთ. გირჩევთ რთულ სიტუაციაში დახმარებისთვის კოლეგებს ან ახლობლებს მიმართოთ. აუზზე სიარული და ვარჯიში სტრესის მოხსნაში დაგეხმარებათ. საღამოს ხალხმრავალი წვეულება გელით, მაგრამ დიდხანს ნუ დარჩებით – გახსოვდეთ, რომ ძალების აღდგენისთვის მშვიდი დასვენება გჭირდებათ.