„ზელენსკისადმი ჯო ბაიდენის მიმართვა „ვლადიმერი“, „ვოლოდიმირის“ ნაცვლად, პოპულარული გახდა“
„ვილნიუსში გამართული ნატოს სამიტის დროს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა არასწორად მიმართა უკრაინის პრეზიდენტს“, – ნათქვამია ამერიკული ჟურნალის „ნიუსვიქის“ (Newsweek) ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით „ზელენსკისადმი ჯო ბაიდენის მიმართვა „ვლადიმერი“, „ვოლოდიმირის“ ნაცვლად, პოპულარული გახდა“ (ავტორი – ნიკ მორდოვანეცი).
„მე და ვლადიმერი… თუმცა ეს ძალიან ფამილარულად გამომდის… მისტერ ზელენსკი და მე“, – ამბობს ჯო ბაიდენი. თუმცა აშშ-ის პრეზიდენტი მაინც გარკვეულ შეცდომას უშვებს: დასავლელი პარტნიორები უკრაინის პრეზიდენტზე საუბრისას მას ჩვეულებრივ „ვოლოდიმირად“ იხმობენ, ანუ მის სახელს უკრაინული ყაიდით ამბობენ და არა რუსული ენის მიხედვით. ჯო ბაიდენმა კი უკრაინის ლიდერი მისი მტრის – ვლადიმერ პუტინის სახელით მოიხსენია“.
როგორც სტატიის ავტორი აღნიშნავს, ეს პირველი შეცდომა არ არის, რომელსაც ჯო ბაიდენი უშვებს. ამერიკის პრეზიდენტის უყურადღებობა პირველად ჟურნალისტმა პირს მორგანმა შენიშნა და ამის შესახებ თავის Twitter-ში დაწერა. მომხდარმა ფაქტმა სოციალური ქსელის მომხმარებლებში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია: ჯო ბაიდენის შეცდომას ერთ-ერთმა „დაუჯერებელი“ უწოდა და აღნიშნა, რომ „დროა, ბერიკაცი [გადადგეს] და დამსახურებულად დაისვენოს“. ზოგიერთები კი თანაგრძნობა გამოხატეს ხანდაზმული ლიდერის მიმართ და აღნიშნეს, რომ ეს სახელები ერთმანეთს ჰგავს და შეიძლება ყველას შეეშალოს, არათუ 80 წლის პრეზიდენტს.
ნატოს ვილნიუსის სამიტში 31 ქვეყნის ლიდერი მონაწილეობდა. იყო შიში იმისა, რომ თურქეთის მხრიდან სკანდალი მოხდებოდა, მაგრამ რეჯეფ ერდოღანმა თანხმობა განაცხადა შვედეთის მიღებაზე. მას ჯო ბაიდენი შეხვდა და გადაწყვეტილება მოუწონა – „ფანტომების“ (ავიაგამანადგურებელ F-16-ების) მიცემას და სხვადასხვა პროექტების განხორციელებისათვის ხელშეწყობას დაპიორდა.
სტატიის ავტორის თქმით, სამიტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ნატოს წევრი ქვეყნების სოლიდარობა უკრაინის მიმართ…
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომელიც სამიტის დაწყებამდე უკმაყოფილებას გამოხატავდა და ალიანსს აკრტიკებდა, შეხვედრის დასრულების შემდეგ კმაყოფილი დარცა მიღებული გადაწყვეტილებით, თუმცა მაინც დაიწუწუნა, რომ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში უკრაინა, ფინეთისა და შვედეთის მსგავსად, წევრად არ მიიწვიეს, ხოლო მიღების მიღების ვადები ზუსტად არ იქნა განსაზღვრული.
ამასთან, ბევრმა დასავლელმა პოლიტიკოსმა სწორად მიიჩნია, რომ კიევი ნატოს წევრად არ მიიწვიეს – რუსეთის გაღიზიანების თავიდან აცილების მიზნით. „ზელენსკისათვის რომ ნატოს წევრობა შეეთავაზებინათ, ეს წყალს პუტინის წისქვილზე დაასხამდა“, – ამბობს სტატიაში ამერიკელი გადამდგარი გენერალი ბარი მაკეფრი.